Thursday, June 21, 2018

პრობლემაზე ორიენტირებული სამოდელო გაკვეთილი ინგლისურ ენაში, პედაგოგი ირმა ლომიძე.

 

სსიპ ქალაქ ქუთაისის N36 საჯარო სკოლაში 2018 წლის 11 ივნისს მე-3გ კლასში ჩატარდა სამოდელო გაკვეთილი ინგლისურ ენაში თემაზე: ,,The boat“ პედაგოგი ირმა ლომიძე. ჩატარებული სამოდელო გაკვეთილი პრობლემური სიტუაციიდან , რთული ვითარებიდან გამოსავლის ძიებას მოიაზრებდა. პრობლემაზე დაფუძნებული სწავლება მოსწავლეს ასწავლის პრობლემის იდენტიფიცირებას, ცოდნის სისტემატიზაციის საფუძველზე მისი გადაჭრის გზების ძიებასა და მიღებული გამოცდილების რეალურ ცხოვრებაში გამოყენებას. პრობლემაზე დაფუძნებული სწავლის დროს ახალი ცოდნის შეძენა ხდება აქტუალური საჭიროების საფუძველზე, უკვე დასმული პრობლემის მოგვარების პროცესში. ამ პროცესის პარალელურად კი ვითარდება პრობლემების გადაჭრის უნარიც. მართლაც, დასმული პრობლემა უბიძგებს მოსწავლეებს მოიძიონ და შეიძინონ ახალი ცოდნა, რომელიც საჭიროა პრობლემის გადასაჭრელად. ერთადერთი სწორი პასუხის მოძებნის სანაცვლოდ მოსწავლე ახდენს დასმული პრობლემის ინტერპრეტირებას, აგროვებს საჭირო ინფორმაციას, აგებს მოდელს, გამოთქვამს ვარაუდს, აფასებს და ადარებს შესაძლო შედეგებს და აკეთებს დასკვნას. ნიშანდობლივია, რომ ამ პროცესში ცოდნის შეძენა ხდება ევრისტიკულად. გაკვეთილზე გამოყენებულ აქტივობები მოსწავლეებს სწავლების საშუალებას აძლევს, რაც შესაბამისად ეხმარება საკუთარი შესაძლებლობის ფარგლებში გამოავლინოს ცოდნა და განივითაროს სხვადასხვა უნარები.
პედაგოგს საგაკვეთილო მიზნები ჰქონდა შემდეგი: მოსმენილი ტექსტის გაგება, თარგმნა, კითხვის სტრატეგიის გამოყენებით, ნაბეჭდ ტექსტზე დაყრდნობით ტექსტის ანალიზი. როლურ თამაშებში მონაწილეობა, პრობლემის იდენტიფიცირება და მათი გადაჭრის გზების ძიება, წარსული მარტივი დროის ამოცნობა და მისი წარმოება.
მოსწავლეებს კარგად გამოუმუშავდათ ჯგუფური მუშაობისთვის საჭირო უნარ-ჩვევები, განუვითარდათ მაღალი სააზროვნო უნარები (ანალიზი, სინთეზი, შეფასება) და აგრეთვე, პრეზენტირების უნარი. მოცემულმა საკითხმა დააფიქრა მოსწავლეები პრობლემის არსზე. ისინი სიღრმისეულად ჩაუკვირდნენ აღნიშნულ პრობლემას, მოიძიეს რთული სიტუაციიდან გამოსვლის გზები და ისწავლეს თავდაცვის უნარები. 

No comments:

Post a Comment