Friday, February 22, 2019

შიდა შეფასების გაკვეთილი ინგლისურ ენაში, პედაგოგი ფერიდე არაბიძე


სსიპ ქალაქ ქუთაისის N36 საჯარო სკოლაში ინგლისური ენის პედაგოგმა ფერიდე არაბიძემ ჩაატარა შიდა შეფასების სტანდარტული გაკვეთილი თემაზე "შეერთებული სამეფო და ლონდონის სანახაობები".
გაკვეთილის მიზანიმოსწავლეებმა შეძლონ ახალი ტექსტის წაკითხვა გაგება და თარგმნა. ტექსტიდან და ნანახი ვიდეოდან მიღებული ინფორმაციის გაანალიზება. საქართველოს და დიდი ბრიტანეთის შედარება კოგნიტური სქემის გამოყენებით.

მასწავლებელს თითოეული აქტივობა დაგეგმილი ჰქონდა მოსწავლეთა  შესაძლებლობებსა და ასაკის გათვალისწინებით. მოსწავლეებს მიზნის მიღწევაში დაეხმარათ წინასწარ სათანადოდ გაცნობილირუდგინა გაკვეთილის მიზნი  და შეფასების კრიტერიუმები.  
მოსწავლლეთა აქტიურობა გაკვეთილზე იყო მაღალი, რამაც ხელი შეუწყო მასალამ, მოძიებულმა საინტერესო რესურსებმა. მოსწავლეები ამ რესურსების საშუალებით ადვილად გადავიდნენ ერთი აქტივობიდან მეორეზე.  ნასწავლი ტექსტიდან და ნანახი ვიდეოებიდან მიღებული ინფორმაცია ადვილად გაანალიზეს.   


მოსწავლეებს  გასააქტიურებლად პედაგოგმა წარუდგინა პრეზენტაცია, სლაიდზე მათ უნდა ამოეცნოთ თუ რომელი ქვეყნის სიმბოლიკები იყო (რუკა, დროშა ,გერბი, დედაქალაქი) გამოსახული. ქვეყნის ამოცნობის შემდეგ აჩვენა  საინტერესო ვიდეოს ლონდონზე, რამაც გაააქტიურა თითქმის ყველა მოსწავლე. ვიდეო საშუალებით მოხდა მოსწავლეთა ინტერესის გაღვივება, რომლის შემდეგ პედაგოგმა კითხვების დასმით მოახდინამოსწავლეთა გამოწვევა შემდგომი პრეზენტაციისათვის.  გამოყენებული იყო როგორც ინდივიდუალური ასევე ჯგუფური მუშაობა. საინტერესო და პროდუქტიული აღმოჩნდა ჯგუფური მუშაობა. ყველა ჯგუფმა საინტერესოდ წარმოადგინეს პრეზენტაცია. მოსწავლეებმა არგუმენტირებულად გამოთქვეს საკუთარი ვარაუდი.  მოახდინეს წაკითხული ტექსტის თარგმნა. ამოიწერეს უცხო სიტყვები. 


გაკვეთილზე გამოყენებულმა სტრატეგიებმა დადებითი გავლენა მოახდინა მოსწავლეთა ჩართულობასა და პროდუქტიულ ინტერაქციაზე, მათ განუვითარდათ ცოდნის კონსტრუირების, ურთიერთ თანამშრომლობის და სხვისი აზრის პატივისცემის უნარ-ჩვევები.

Tuesday, February 12, 2019

პროექტი სახელწოდებით ,,ჩემი სამშობლო საქართველო“, პედაგოგი რუსუდან ვარდოსანიძე

ქალაქ ქუთაისის 36-ე საჯარო სკოლის მე-3-ა კლასში (ხელმძღვანელი რუსუდან ვარდოსანიძე) განხორციელდა პროექტი სახელწოდებით ,,ჩემი სამშობლო საქართველო“. პროექტის იდეა : გაეცნონ საქართველოს დროშას, გერბს, ჰიმნს, რუკას, რეგიონებს.

მიზანი: გაიღრმავონ ცოდნა სამშობლოს შესახებ, განივითარონ შესაბამისი ინფორმაციის მოძიების უნარი.
 პროექტზე მუშაობა წარიმართა საინტერესოდ, მოსწავლეები პასუხისმგებლობი მოეკიდნენ დაკისრებულ მოვალეობას. მოიძიეს მასალები დაამუშავეს და ისწავლეს.
 დადგა პროექტის წარდგენის დღეც. ბავშვებმა აღწერეს თუ როგორი სილამაზე აქვს ჩვენს ქვეყანას, ისაუბრეს აქართველოს სახელმწიფოს სიმბოლოებზე,  საქართველოს მდებარეობაზე,  მეზობელ ქვეყნებზე და მის რეგიონებზე.


   ნახატებითა და აპლიკაციებით გადმოსცენ  ჩვენი მამულის შეუდარებელი სილამაზე. მხატვრულად წაიკითხეს ლექსები, გამოჩენილ ადამიანთა თქმულებები საქართველოზე. შეასრულეს სიმღერები და საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი. მათ იმუშავეს როგორც ჯგუფებში, ისე ინდივიდუალურად ეს ყველაფერი კი დაეხმარა მოსწავლეებს ინტელექტუალურ განვითარებაში
მსგავს პროექტზე მუშაობით მოსწავლეებს გამოუმუშავდებათ კვლევე-ძიების, ჯგუფური მუშაობისინფორმაციის მოძიებისა და მისი სათანადო გამოყენების უნარჩვევები