განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრმა (EDEC) 7 თებერვალს სამოქალაქო განათლების პროგრამის “მომავლის თაობა” ერთი წლის საქმიანობა შეაჯამა.
შემაჯამებელ ღონისძიებაზე იმერეთის რეგიონის ათი სკოლა საუკეთესოდ შესრულებული საკლუბო სამუშაოსთვის დაჯილდოვდა და მათ საჩუქრად ლეპტოპები გადაეცათ, რა თქმა უნდა ამ ათი სკოლის რიგებშია სსიპ ქალაქ ქუთაისის N36 საჯარო სკოლა.
ჩვენი სკოლის სამოქალაქო კლუბმა „Art სხივმა“ წარმოადგინა პრეზენტაცია იმ პროექტებისა და კამპანიების შესახებ, რაც განახორციელა გასული წლის განმავლობაში. პრეზენტაციას უძღვებოდნენ კლუბის ლიდერი-ანი აბაშიძე და ერთ-ერთი წევრი ნიკო ხანთაძე. ღონისძიებაზე ასევე დაჯილდოვდა ტექნიკის კონკურსში გამარჯვებული სკოლები, რომელთა რიგებშიც ჩვენი სკოლაც მოხვდა. ტექნიკის კონკურსში გამარჯვებისათვის სკოლის სამოქალაქო კლუბი დაჯილდოვდა ლეპტოპით.მოსწავლეებს გადაეცათ სიგელები.
სკოლის ხელმძღვანელობა მადლობას უხდით კლუბის ყველა წევრს და კლუბის მეურვე პედაგოგს ია კაშიას.
მადლობა!!!
ReplyDeleteმადლობა იმ კონკრეტულ ღონისძიებაზეც გამოვხატე..ვამბობ ალალად. მიყვარს და ვაფასებ ადამიანს, რომელსაც საკუთარი პასუხისმგებლობის ნიჭი და უნარი გააჩნია. ამ მხრივ ქალბატონი ია ნამდვილად სამაგალითო და მისაბაძია. ვიხსენებ გასული წლის თქვენს აქტივობებს (მიუსაფარ მოხუცთა სახლში, სოციალურად დაუცველ ოჯახებში, ჰემოფილიით დაავადებული მე-5 სკოლელი პირველკლასელი ბავშვისათვის აკრეფილი დახმარების თანხა. თქვენს გვერდით მუდმივად იგრძნობოდა არა მეურვე, არამედ ლიდერი და წარმმართველი. ასეთივე შემართებით გაგეგრძელებინოთ. დირექცია კი შეეცდება თქვენი შრომა დააფასოს!