სსიპ ქალაქ ქუთაისის N36 საჯარო სკოლაში ინგლისური ენის პედაგოგმა ფერიდე არაბიძემ ჩაატარა შიდა შეფასების სტანდარტული გაკვეთილი თემაზე "შეერთებული
სამეფო და ლონდონის სანახაობები".
გაკვეთილის მიზანი: მოსწავლეებმა
შეძლონ ახალი ტექსტის წაკითხვა გაგება და თარგმნა. ტექსტიდან და ნანახი ვიდეოდან
მიღებული ინფორმაციის გაანალიზება. საქართველოს და დიდი ბრიტანეთის შედარება
კოგნიტური სქემის გამოყენებით.
მასწავლებელს თითოეული აქტივობა დაგეგმილი ჰქონდა მოსწავლეთა შესაძლებლობებსა
და ასაკის გათვალისწინებით. მოსწავლეებს მიზნის მიღწევაში დაეხმარათ წინასწარ
სათანადოდ გაცნობილირუდგინა გაკვეთილის მიზნი და შეფასების
კრიტერიუმები.
მოსწავლლეთა აქტიურობა გაკვეთილზე
იყო მაღალი, რამაც ხელი შეუწყო მასალამ, მოძიებულმა საინტერესო რესურსებმა. მოსწავლეები
ამ რესურსების საშუალებით ადვილად გადავიდნენ ერთი აქტივობიდან მეორეზე. ნასწავლი ტექსტიდან და ნანახი ვიდეოებიდან
მიღებული ინფორმაცია ადვილად გაანალიზეს.
მოსწავლეებს გასააქტიურებლად პედაგოგმა წარუდგინა პრეზენტაცია,
სლაიდზე მათ უნდა ამოეცნოთ თუ რომელი ქვეყნის
სიმბოლიკები იყო (რუკა, დროშა ,გერბი, დედაქალაქი) გამოსახული. ქვეყნის ამოცნობის
შემდეგ აჩვენა საინტერესო
ვიდეოს ლონდონზე, რამაც გაააქტიურა თითქმის ყველა მოსწავლე. ვიდეო
საშუალებით მოხდა მოსწავლეთა ინტერესის გაღვივება, რომლის შემდეგ პედაგოგმა კითხვების დასმით მოახდინამოსწავლეთა გამოწვევა შემდგომი პრეზენტაციისათვის. გამოყენებული იყო როგორც ინდივიდუალური ასევე ჯგუფური მუშაობა.
საინტერესო და პროდუქტიული აღმოჩნდა ჯგუფური მუშაობა. ყველა
ჯგუფმა საინტერესოდ წარმოადგინეს პრეზენტაცია. მოსწავლეებმა არგუმენტირებულად
გამოთქვეს საკუთარი ვარაუდი. მოახდინეს წაკითხული
ტექსტის თარგმნა. ამოიწერეს უცხო სიტყვები.
გაკვეთილზე გამოყენებულმა სტრატეგიებმა დადებითი გავლენა
მოახდინა მოსწავლეთა ჩართულობასა და პროდუქტიულ ინტერაქციაზე, მათ განუვითარდათ ცოდნის
კონსტრუირების, ურთიერთ თანამშრომლობის და სხვისი აზრის პატივისცემის უნარ-ჩვევები.
No comments:
Post a Comment