30 იანვარს სსიპ ქალაქ ქუთაისის N36 სკოლაში ინგლისურის პედაგოგმა ფერიდე არაბიძემ მე-8ა კლასში ჩაატარა შიდა შეფასების გაკვეთილი თემაზე: traveling
about wonder of the ancient and modern of the world (მოგზაურობა მსოფლიოს უძველეს და თანამედროვე
საოცრებებში)
გაკვეთილის მიზანი :მოსწავლეებმა
შეძლონ ნასწავლი ტექსტიდან და ნანახი ვიდეოებიდან მიღებული ინფორმაციის
გაანალიზება. პარალელების გავლება მსოფლიოს უძველეს და თანამედროვე საოცრებებთან.
სსსმ
მოსწავლის მიზანი: მოსწავლემ
შეძლოს მსოფლიო საოცრების სურათებიდან პირამიდის ამორჩევა და მისი სახელის
დასახელება. ასევე, გაიმეოროს სხვა დანარჩენი სურათის სახელები.
პედგოგს გაკეთილი დაგეგმილი ჰქონდა ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ მიზნებსა და შედეგებზე დაყრდნობით. მოსწავლეებს მიზნის მიღწევაში დაეხმარათ წინასწარ სათანადოდ გაცნობილი თითოეული აქტივობის მიზანი და შედეგი. მოსწავლებელმა მოსწავლეებს განუმარტა თუ რა მიზნით ატარებდა თითოეულ აქტივობას და საბოლოოდ , როგორ დაეხმარებოდა მათ ეს აქტივობები მიზნის მიღწევაში. წინასწარ ჰქონდა მომზადებული მიზნებისა და აქტივობების შესაბამისი მასალა, რესურსები , რომელთა საშუალებით ადვილად გადავიდნენ ერთი აქტივობიდან მეორეზე.
მოსწავლეებმა ნასწავლი ტექსტიდან და ნანახი ვიდეოებიდან მიღებული ინფორმაცია ადვილად გაანალიზეს. შეძლეს პარალელების გავლება მსოფლიოს უძველეს და თანამედროვე საოცრებებთან.
პედაგოგმა გამოიყენა მიზნის შესაბამისი და მოსწავლეთა ასაკობრივ თავისებურებებზე მორგებული აქტივობები. გამოყენებული ჰქონდა ვიზუალური სქემები და ილუსტრაციები, ვიდეო საშუალებით გამოყენებით მოსწავლეებს გაუღვივდატ ინტერესი, რომლის შემდეგ კითხვების დასმით მოახდინა მოსწავლეთა გამოწვევა შემდგომი პრეზენტაციისათვის.
პედაგოგმა გამოიყენა როგორც ინდივიდუალური ასევე ჯგუფური მუშაობა, ჯგუფურ მუშაობაში ჩართული იყო სსსმ მოსწავლე . მან მსოფლიო საოცრების სურათებიდან ამოირჩია პირამიდა და მოახდინა მისი სახელის დასახელება. ჯგუფური მუშაობაში ჩაერთო ყველა მოსწავლე, მათ გაიხსენეს და ჩამოაყალიბეს კონკრეტულ ძეგლთან დაკავშირებული ისტორიები, რაშიც მათ დაეხმარათ ნანახი ვიდეო და ნასწავლი ტექსტი სახელმძღვანელოდან. ყველა ჯგუფმა საინტერესოდ წარმოადგიმნეს პრეზენტაცია. მოსწავლეებმა არგუმენტირებულად გამოთქვეს საკუთარი ვარაუდი და დამაჯერებლად ისაუბრებ რა დატვირთვა ჰქონდა აღნიშნულ საოცრებებს.
პრეზენტაციის შემდეგ მასწავლებელმა მოსწავლეებს წარუდგინა ვიდეო თანამედროვე საოცრებების შესახებ და მოხდა მათი დაკავშირება ანტიკურ საოცრებებთან, რომლის შემდეგაც მოსწავლეებმა შეადგინეს კროსვორდი.
გაკვეთილი ძალიან საინტერესო და წარმატებული გამოვიდა.
No comments:
Post a Comment