Thursday, March 28, 2019

ინოვაციური გაკვეთილი ქიმიაში, პედაგოგი ლელა გრძელიშვილი


ქალაქ ქუთაისის N36 საჯარო სკოლაში ქიმიის პედაგოგის, ლელა გრძელიშვილის მიერ ჩატარებული ინოვაციური სამოდელო გაკვეთილი იმის დასტურია, რომ მასწავლებელი მუდამ უნდა ცდილობდეს საკუთარი ცოდნის განახლებას, მან თვალყური უნდა  ადევნოს სიახლეებს და ეს სიახლეები მუდმივად ასახოს თავის მუშაობაში. პედაგოგმა გამოიყენა გაჩერებებით სწავლების მეთოდი, რომელიც გულისხმობს მოსწავლეთა დამოუკიდებელ მუშაობას, ითვალისწინებს მოსწავლეთა შესაძლებლობებს, წინარე ცოდნას და უნარებს, ხელს უწყობს დიფერენცირებას და მოსწავლეზეა ორიენტირებული. 



გაკვეთილის იყო შემაჯამებელი ტიპის ჟანგბად შემცველი ორგანულ ნაერთებზე (სპირტები, ალდეჰიდები, კარბონმჟავები, რთული ესთერები), გაკვეთილი წარიმართა წინასწარ შედგენილი გეგმის შესაბამისად. იგი გათვლილი იყო მაღალ სააზროვნო უნარებზე. გაკვეთილმა მიზანს მიაღწია, შესრულდა ის აქტივობები და განმტკიცდა ის ცოდნა და უნარები, რაც მიზანში იყო მოცემული. მოსწავლეებს განუმტკიცდათ ცოდნა სპირტების ალდეჰიდების, კარბონმჟავების და რთული ესთერების შესახებ. დაუკავშირეს ამ ნივთიერებების თვისებები, მათში შემავალ ფუნქციურ ჯგუფებთან, აღწერეს კავშირები ორგანულ ნაერთა კლასებს შორის, რაც დადასტურდა სქემის შესაბამისი რეაქციის დაწერით. განუვითარდათ ექსპერიმენტის ჩატარების ტექნიკა, ერთმანეთის დახმარების და ერთ-ერთის ახსნის გათვალისწინების კვლევის, ანალიზის, პრეზენტირების უნარი.



გაკვეთილის პროცესში პედაგოგი აწარმოებდა არა მარტო კონტროლს, არამედ აკვირდებოდა მუშაობის პროცესს და მოსწავლეებს ეხმარებოდა როგორც ინდივიდუალურად, ასევე მთლიანად ჯგუფს. ჯგუფური მუშაობისას ყველა მოსწავლე აქტიურად იყო ჩაბმული, ჩანდა თანამშრომლობითი ურთიერთობა. 





ამ ბმულზე იხილეთ გაკვეთილის ამსახველი სრული ფოტომასალა



Wednesday, March 27, 2019

პროექტი ინგლისურ ენაში, მე-6 ბ კლასი

ინგლისური ენის პედაგოგმა ფერიდე არაბიძემ მე-6 ბ კლასში განახორციელა პროექტი. ჯგუფებს შეხვდათ სხვადასხვა თემები:"ცნობილი მხატვრები", "ლონდონის ღირშესანიშნაობები".
ბავშვები 3 კვირის განმავლობაში მუშაობდნენ თემაზე. ჯგუფურად მოიძიეს ინფორმაცია, დაახარისხეს, შეაჯერეს ერთმანეთთან და თავიანთი ნამუშევრები წარმოადგინეს პრეზენტაციის სახით. გიორგი ბახსოლიანმა, გიორგი ბარბაქაძემ, ანი გელაძემ, მარიამ გოლოლაძემ ისაუბრეს გამოჩენილი მხატვარის პაბლო პიკასოს შემოქმედებაზე. მარიამ გაჩეჩილაძემ, ნიკა ტყეშელაშვილმა და ნინი გოგუამ ისაუბრეს ლონდონის ღისშესანიშნაობებზე.


Monday, March 25, 2019

სამოდელო გაკვეთილი თემაზე "ტექსტურ რედაქტორში სურათებით ეკოლოგიური პრობლემების წარმოჩენა"

დღეს, 22 მარტს სსიპ ქალაქ ქუთაისის N36 საჯარო სკოლაის მე-5ბ კლასში ჩატარდა სამოდელო გაკვეთილი ინფორმაციულ და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში, პედაგოგი ნატალია თურქაძე. გაკვეთილის ტიპი გახლდათ გამჭოლ კომპეტენციებზე (ეკოლოგიური წიგნიერება) ორიენტირებული. გაკვეთილის თემა:ტექსტურ რედაქტორში სურათებით  ეკოლოგიური პრობლემების წარმოჩენა. გაკვეთილის მიზანი: მოსწავლემ შეძლოს ტექსტურ რედაქტორში სურათების ჩასმითეკოლოგიური პრობლემის  გამოკვეთა, გამომწვევი მიზეზების დადგენა და გადაჭრის გზების ჩამოყალიბება. 

აქტუალობა:
ზოგადად ეკოლოგია 21-ე საუკუნის ერთ-ერთი გლობალური პრობლემაა, რადგან თანამედროვე მეცნიერულ–ტექნოლოგიური მიღწევების პარალელურად თანდათან იზრდება ეკოლოგიური პრობლემებიც. საქართველო, ისევე როგორც მსოფლიოს მრავალი ქვეყანა, მეტად მწვავედ დგას ამ პრობლემების წინაშე. ჰაერის, წყალისა და გარემოს საყოფაცხოვრებო ნარჩენებით დანაგვიანება და დაბინძურება, ეს სწორედ ის ძირითადი საკითხებია, რომლებსაც საზოგადოება უკვე დიდი ხანია აქტიურად განიხილავს. ასევე ხშირად საუბრობენ იმის შესახებ, რომ დღეს არსებული მძიმე ეკოლოგიური მდგომარეობა გამოწვეულია ბუნებაზე საზოგადოების ინტენსიური ზემოქმედებით, მეურნეობის მრავალდარგობითა და ბუნებრივი რესურსების არარაციონალური ხარჯვით.   

    
  
ეკოლოგიური წიგნიერება გულისხმობს გარემოსადმი ადამიანის ჯანსაღი დამოკიდებულებების ჩამოყალიბებას, რაც გულისხმობს მოსწავლემ გააცნობიეროს პირადი პასუხისმგებლობა გარემოში მიმდინარე პროცესების მიმართ, შეძლოს მონაწილეობა მის დაცვასა და აღდგენაში. აღნიშნული კომპეტენციების ფლობა მნიშვნელოვანია, რადგან ეკოლოგიური განათლება პრობლემებთან ბრძოლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ბერკეტია.
მოსწავლეებმა ისაუბრეს ეკოლოგიური კუთხით გამოწვეულ პრობლემებზე, გამოკვეთეს მიზეზები.
 

       მოსწავლეებმა აღნიშნეს, რომ დაბინძურებული გარემო ყოველ ნაბიჯზე გვახსენებს თავსმათ დაინახეს პირდაპირიკავშირი ადამიანების პასუხისმგებლობას, ქცევასა და გარემოს დაბინძურებას შორის, ისაუბრეს, იმსჯელეს და თავიანთ პოსტერებში საზოგადოებას მოუწოდეს თუ  როგორ შეიძლება დაიცვან საკუთარი გარემოდაბინძურებისაგან. 

       
        მოსწავლეებმა წარმოადგინეს თავიანთი ნამუშევრების პრეზენტაცია, მოხდა მათი ამობეჭვდა და ერთ დიდ პოსტერად გაერთიანება.  




გაკვეთილს ესწრებოდნენ შეფასების ჯგუფის წევრები. მათ დადებითად შეაფასეს ყველა განხორციელებული აქტივობა.