საქართველოს საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტის ფარგლებში, 27 თებერვალს ოფიციალურად გაიხსნა ქალაქ ქუთაისის N36 საჯარო სკოლა.
ათასწლეულის გამოწვევის ფონდი, დასავლეთ საქართველოში 2018 წლიდან აწარმოებს 33 საჯარო სკოლის სრულ რეაბილიტაციას, საიდანაც 8 სკოლა ქუთაისში მდებარეობს, მათგან ერთ-ერთი ჩვენი სკოლაა.
რეაბილიტირებული სკოლა საზეიმოდ გახსნა აშშ-ს ელჩის მოადგილემ ელიზაბეტ რუდიმ, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ნათია ზედგინიძემ, ათასწლეულის გამოწვევის ფონდის საქართველოს აღმასრულებელმა დირექტორმა მაგდა მაღრაძემ, საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ გენადი მარგველაშვილმა, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა შავლეგო ტაბატაძემ და ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ.
უამრავი ყვავილით, ღიმილითა და სამადლობელი სიტყვებით შეეგებნენ სტუმრებს პატარა გოგო-ბიჭები. მათი მოციმციმე თვალები და მომღიმარე სახეები საზეიმო ელფერს სძენდა გარემოს. სტუმართა შორის იყვნენ ქალაქ ქუთაისის საგანმანათლებლო
რესურსცენტრის ხელმძღვანელი მაია ცქიტიშვილი, სხვადასხვა სკოლის დირექტორები და პედაგოგები, მშობლები...
რესურსცენტრის ხელმძღვანელი მაია ცქიტიშვილი, სხვადასხვა სკოლის დირექტორები და პედაგოგები, მშობლები...
სკოლის რეაბილიტაცია დააფინანსა აშშ-ის მთავრობამ, ათასწლეულის გამოწვევის პროგრამით. აღიჭურვა საბუნებისმეტყველო ლაბორატორია უახლესი, თანამედროვე ტექნიკითა და ინვენტარით. დამონტაჟდა ჰაერის გამწოვი სპეციალური მოწყობილობა, რათა უზრუნველყოფილი იყოს მოსწავლისა და მასწავლებლის უსაფრთხო სასწავლო გარემო. მაგიდების და სველი წერტილების განლაგება, საშუალებას აძლევს თითოეულ მოსწავლეს, რომ უშუალოდ ჩაატაროს ექსპერიმენტი და შეიმეცნოს სხვადასხვა ფიზიკური თუ ქიმიური მოვლენა. ლაბორატორიული სწავლება შესაძლებლობას მისცემს ყველას მოსწავლეს, რომ პრაქტიკულად განახორციელონ ცდები, დაგეგმონ, ჩაატარონ ექსპერიმენტები და გააკეთონ დასკვნები ამა თუ იმ ბუნებრივ მოვლენაზე. სტუმრებმა ქიმიის ლაბორატორიაში სტუმრობისას პედაგოგ ლელა გრძელიშვილის მიერ ჩატარებული ცდა დადებითად შეაფასეს და კიდევ ერთხელ აღნიშნეს მოწესრიგებული ლაბორატორიის მნიშვნელობა სწავლა-სწავლების ხარისხის ამაღლებისთვის.
შექმნილი კომფორტული და სასიამოვნო გარემო ხელს შეუწყობს სასწავლო პროცესის, მოსწავლეთა აკადემიური მიღწევების გაუმჯობესებას. განახლდა ყველა საკლასო ოთახი და დერეფნები, გამოიცვალა კომუნიკაციები, ახალი ავეჯით აღიჭურვა კლასები, ექიმის კაბინეტი, მოწესრიგდა სპორტული დარბაზი. შენობა სრულად ადაპტირდა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის.
სააქტო დარბაზში გაიმართა შეხვედრის დასკვნითი ეტაპი. სტუმრებმა, აშშ-ს ელჩის მოადგილე ელიზაბეტ რუდმა, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ნათია ზედგენიძემ, ათასწლეულის გამოწვევის ფონდის საქართველოს აღმასრულებელმა დირექტორმა მაგდა მაღრაძემ დამსწრე საზოგადოებას მიულოცა განახლებულ სკოლაში სწავლის განახლება და მოსწავლეებს წარმატებები უსურვა. ,,ძალიან მიხარია, რომ ამ სკოლების მოსწავლეებს უკვე ექნებათ კომფორტული და უსაფრთხო სასწავლო გარემო, თანამედროვე საბუნებისმეტყველო ლაბორატორიები და კეთილმოწყობილი საკლასო ოთახები. სკოლების რეაბილიტაციის პროექტი ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის 140 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია, რომელიც მხარს უჭერს საქართველოს განათლების სისტემის გაძლიერებას,“ - აღნიშნა აშშ-ის ელჩის მოადგილემ, ელიზაბეთ რუდმა.
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილის, ნათია ზედგინიძის განაცხადებით, მსგავსი ტიპის გამართული, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ინფრასტრუქტურა მნიშვნელოვნად უწყობს ხელს განათლების სისტემის განვითარებას, რაც მნიშვნელოვანია ქვეყნის წინსვლისთვის.
სკოლას წინსვლა და წარმატებები უსურვა საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გენადი მარგველაშვილმა, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა შავლეგო ტაბატაძემ, ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ და პარლამენტის წევრმა კობა ნარჩემაშვილმა.
სკოლის დირექტორმა, თენგიზ თაბუკაშვილმა მადლობა გადაუხადა ყველა იმ პირს ვინც ჩართული იყო სკოლის განახლება-რეაბილიტაციაში. განსაკუთრებული მადლობა იმ მიმღებ სკოლას (ქუთაისის მე-15 და 31-ე სკოლა) და მის ხელმძღვანელობას ვინც ამ ხნის განმავლობასი შეგვიკედლა და მასპინძლობა გაგვიწია.
დასკვნით ეტაპზე მოხდა იმ კურსდამთავრებულდა დაჯილდოვება ვინც გასულ სასწავლო წელს წარჩინებით დაამთავრა 36-ე საჯარო სკოლა. წარმატებები მათ ცხოვრების ასპარეზზე.
სკოლის მოსწავლეებმა სკოლის გახსნის ღონისძიებაზე წარმოადგინეს ქართული ხალხური სიმღერები და ცეკვები.
No comments:
Post a Comment