ქალაქ ქუთაისის N36 საჯარო სკოლაში ქიმიის პედაგოგის, ლელა გრძელიშვილის მიერ ჩატარებული ინოვაციური სამოდელო გაკვეთილი იმის დასტურია, რომ მასწავლებელი მუდამ
უნდა ცდილობდეს საკუთარი ცოდნის განახლებას, მან თვალყური უნდა ადევნოს სიახლეებს და ეს სიახლეები მუდმივად ასახოს თავის მუშაობაში. პედაგოგმა გამოიყენა გაჩერებებით სწავლების მეთოდი, რომელიც გულისხმობს მოსწავლეთა დამოუკიდებელ
მუშაობას, ითვალისწინებს მოსწავლეთა შესაძლებლობებს,
წინარე ცოდნას და უნარებს, ხელს უწყობს დიფერენცირებას და მოსწავლეზეა ორიენტირებული.
გაკვეთილის იყო შემაჯამებელი ტიპის ჟანგბად
შემცველი ორგანულ ნაერთებზე (სპირტები, ალდეჰიდები, კარბონმჟავები, რთული ესთერები), გაკვეთილი წარიმართა წინასწარ შედგენილი გეგმის შესაბამისად. იგი გათვლილი იყო მაღალ სააზროვნო უნარებზე. გაკვეთილმა მიზანს მიაღწია, შესრულდა ის
აქტივობები და განმტკიცდა ის ცოდნა და უნარები, რაც მიზანში იყო მოცემული. მოსწავლეებს განუმტკიცდათ ცოდნა
სპირტების ალდეჰიდების, კარბონმჟავების და რთული ესთერების შესახებ. დაუკავშირეს ამ
ნივთიერებების თვისებები, მათში შემავალ ფუნქციურ ჯგუფებთან, აღწერეს კავშირები ორგანულ
ნაერთა კლასებს შორის, რაც დადასტურდა სქემის შესაბამისი რეაქციის დაწერით. განუვითარდათ
ექსპერიმენტის ჩატარების ტექნიკა, ერთმანეთის დახმარების და ერთ-ერთის ახსნის გათვალისწინების
კვლევის, ანალიზის, პრეზენტირების უნარი.
გაკვეთილის პროცესში
პედაგოგი აწარმოებდა არა მარტო კონტროლს, არამედ აკვირდებოდა მუშაობის პროცესს და მოსწავლეებს ეხმარებოდა
როგორც ინდივიდუალურად, ასევე მთლიანად ჯგუფს. ჯგუფური მუშაობისას
ყველა მოსწავლე აქტიურად იყო ჩაბმული, ჩანდა თანამშრომლობითი ურთიერთობა.
ამ ბმულზე იხილეთ გაკვეთილის ამსახველი სრული ფოტომასალა
No comments:
Post a Comment