Monday, March 25, 2019

სამოდელო გაკვეთილი თემაზე "ტექსტურ რედაქტორში სურათებით ეკოლოგიური პრობლემების წარმოჩენა"

დღეს, 22 მარტს სსიპ ქალაქ ქუთაისის N36 საჯარო სკოლაის მე-5ბ კლასში ჩატარდა სამოდელო გაკვეთილი ინფორმაციულ და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში, პედაგოგი ნატალია თურქაძე. გაკვეთილის ტიპი გახლდათ გამჭოლ კომპეტენციებზე (ეკოლოგიური წიგნიერება) ორიენტირებული. გაკვეთილის თემა:ტექსტურ რედაქტორში სურათებით  ეკოლოგიური პრობლემების წარმოჩენა. გაკვეთილის მიზანი: მოსწავლემ შეძლოს ტექსტურ რედაქტორში სურათების ჩასმითეკოლოგიური პრობლემის  გამოკვეთა, გამომწვევი მიზეზების დადგენა და გადაჭრის გზების ჩამოყალიბება. 

აქტუალობა:
ზოგადად ეკოლოგია 21-ე საუკუნის ერთ-ერთი გლობალური პრობლემაა, რადგან თანამედროვე მეცნიერულ–ტექნოლოგიური მიღწევების პარალელურად თანდათან იზრდება ეკოლოგიური პრობლემებიც. საქართველო, ისევე როგორც მსოფლიოს მრავალი ქვეყანა, მეტად მწვავედ დგას ამ პრობლემების წინაშე. ჰაერის, წყალისა და გარემოს საყოფაცხოვრებო ნარჩენებით დანაგვიანება და დაბინძურება, ეს სწორედ ის ძირითადი საკითხებია, რომლებსაც საზოგადოება უკვე დიდი ხანია აქტიურად განიხილავს. ასევე ხშირად საუბრობენ იმის შესახებ, რომ დღეს არსებული მძიმე ეკოლოგიური მდგომარეობა გამოწვეულია ბუნებაზე საზოგადოების ინტენსიური ზემოქმედებით, მეურნეობის მრავალდარგობითა და ბუნებრივი რესურსების არარაციონალური ხარჯვით.   

    
  
ეკოლოგიური წიგნიერება გულისხმობს გარემოსადმი ადამიანის ჯანსაღი დამოკიდებულებების ჩამოყალიბებას, რაც გულისხმობს მოსწავლემ გააცნობიეროს პირადი პასუხისმგებლობა გარემოში მიმდინარე პროცესების მიმართ, შეძლოს მონაწილეობა მის დაცვასა და აღდგენაში. აღნიშნული კომპეტენციების ფლობა მნიშვნელოვანია, რადგან ეკოლოგიური განათლება პრობლემებთან ბრძოლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ბერკეტია.
მოსწავლეებმა ისაუბრეს ეკოლოგიური კუთხით გამოწვეულ პრობლემებზე, გამოკვეთეს მიზეზები.
 

       მოსწავლეებმა აღნიშნეს, რომ დაბინძურებული გარემო ყოველ ნაბიჯზე გვახსენებს თავსმათ დაინახეს პირდაპირიკავშირი ადამიანების პასუხისმგებლობას, ქცევასა და გარემოს დაბინძურებას შორის, ისაუბრეს, იმსჯელეს და თავიანთ პოსტერებში საზოგადოებას მოუწოდეს თუ  როგორ შეიძლება დაიცვან საკუთარი გარემოდაბინძურებისაგან. 

       
        მოსწავლეებმა წარმოადგინეს თავიანთი ნამუშევრების პრეზენტაცია, მოხდა მათი ამობეჭვდა და ერთ დიდ პოსტერად გაერთიანება.  




გაკვეთილს ესწრებოდნენ შეფასების ჯგუფის წევრები. მათ დადებითად შეაფასეს ყველა განხორციელებული აქტივობა.



No comments:

Post a Comment