Wednesday, September 25, 2019

წრე ფრენბურთი “ჯანსაღი ცხოვრება“


საწრეო მუშაობა
სპორტის წრე ფრენბურთი  ჯანსაღი ცხოვრება
 მოგესალმებით სსიპ ქალაქ ქუთაისის N36 საჯარო სკოლაში მუშაობას იწყებს სპორტის წრე ფრენბურთში გონონათა შორის, რომელსაც წარუძღვება სპორტის მასწავლებელი თეონა გაბადაძე. მსურველებს შეუძლიათ მიმართოთ სკოლის დირექციას, დამრიგებლებს ან წრის ხელმძღვანელს. 
გაეცანით პროგრამას 
დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისათვის საწრეო მუშაობის დაარსების ინიციატორია სპორტის მასწავლებელთეონა გაბადაძე.
წრის მეცადინეობა ჩატარდება კვირაში ერთხელ, პარასკევს , 15 საათზე. მუშაობის ხანგრძლივობა 1 საათი.

საწრეო მუშაობის მიზნები:
ჩავაბათ მოსწავლეები ფიზიკურ აქტივობებში და ამ გზით ხელი შევუწყოთ მათ ფიზიკურ განვითარებას;
შეისწავლონ ფრენბურთის თამაშის წესები;
აქტიური ვარჯიშებოთ გაიუმჯობესონ ადრე ათვისებული ძირითადი მოტორული უნარ-ჩვევები;
გუნდური თამაშისას დაიცვან დისციპლინა;
ადეკვატურად აღიქვან მოგება და წაგება, არ აჰყვეს პროვოკაციას, მოახდინოს ტრამვების პროფილაქტიკა;
იცხოვრონ ჯანსაღი ცხოვრების წესით;
მოიძიონ ინფორმაცია ინტერნეტში;

წრის მუშაობა მიზნად ისახავს მოსწავლეებს შევასწავლო ფრენბურთის თამაშის წესები, ბურთის ტარება სხვადასხვა მეთოდით, ბურთის მიღებისა და გადაცემის ტექნიკის სრულყოფა, აკენწვლები და საბოლოოდ ვასწავლო, დავაინტერესოთ და შევაყვაროთ სპორტის ეს სახეობა.

სპორტული წრის დანიშნულებაა მოსწავლეებმა შეაფასონ თავიანთი ფიზიკური შესაძლებლობანი, მეტი შეიტყონ ფრენბურთისისტორიის შესახებ, წარმოაჩინონ თავიანთი უნარი სპორტის ამ სახეობაში, მოიძიონ ინფორმაცია და გადასცენ სხვებს.თამაში გასართობი საშუალებიდან გადაიქცა სპორტის რთულ ათლეტურ სახეობად, რომელიც მოიცავს მრავალფეროვან ტექნიკას, სხვადასხვა ტაქტიკურ ვარიანტებს და მოითხოვს სპორტსმენისგან საერთო ფიზიკური, სპეციალური და ფსიქოლოგიური მომზადების მაღალ დონეს. ფრენბურთელიუნდა ფლობდეს მოძრაობის ზღვრულ სიჩქარეს, გამძლეობას, მოქნილობას,
ბურთის კარგი შეგრძნების უნარს, მოქნილ და სხარტ სათამაშო აზროვნებას, კარგ რეაქციას, სწრაფი გადაწყვეტილების მიღების უნარს, მდგრად ნერვულ სისტემას.
გუნდის ტაქტიკური წარმატება უპირველესად დამოკიდებულია მოთამაშეთა დროულ მოქმედებებზე, რეაქციის სისწრაფეზე, ორიენტირებაზე, სწრაფი გადაადგილების უნარზე, თამაშისას ყურადღების კონცენტრაციაზე. სპორტსმენების ორგანიზმზე თამაშის ფიზიოლოგიური ზემოქმედების დიდი დიაპაზონი შესაძლებლობას გვაძლევს ვიმსჯელოთ მის ყოველმხრივ გავლენაზე, ერთდროულად, როგორც ფიზიკური შესაძლებლობების ისე ტაქტიკური აზროვნების განვითარებაზე.
მოძრაობების დიდი მრავალფეროვნება, რაც გვხვდება ფრენბურთის თამაშის დროს (აჩქარება, ხტომები, ვარდნა, ბურთთან ურთიერთქმედება, მიღება და სხვა), ამაგრებს საყრდენ-მამოძრავებელ აპარატს და ხელს უწყობს მამოძრავებელი სისტემის განვითარებას. ასევე ზემოქმედებს მოვარჯიშის ნებელობით, ემოციურ, ზნეობრივ, ინტელექტუალურ თვისებათა გამომუშავების უმდიდრეს შესაძლებლობებს.
მასალა:გზამკვლევების კრებული სპორტის სახეობებში ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისთის, სასკოლო ვარჯიშების კრებული.



წრის სამუშაო პროგრამა


აქტივობები
თარიღი

1
თავდასხმაში თამაშის ტექნიკა
04.10.2019
2
გადაადგილებები
11.10.2019
3
ბურთის ფლობის ტექნიკა
18.10.2019
4
ჩაწოდებები
25.10.2019
5
გადაცემები
01.11.2019

6
თავდასხმითი დარტყმა
7
დაცვაში თამაშის ტექნიკა

08.11.2019
8
ბურთის მიღება
9
ბლოკი
10
ფრენბურთის ტექნიკის შესწავლა
15.11.2019
11
დგომების და გადაადგილებების შესწავლა და ვარჯიშები
12
მეორე და მესამე დონე

22.11.2019

13
ბურთის ჩაწოდების ვარჯიშები
14
გადაცემების შესწავლის ვარჯიშები
29.11.2019
15
ბურთის ქვემოდან მიღების ვარჯიშები
6.12.2019
16

თავდასხმითი დარტყმების ვარჯიშები
ბლოკირების ვარჯიშები
14.12.2019
17

ფრენბურთში თამაშის ტაქტიკის შესწავლა
პირველი და მეორე დონე
ინდივიდუალური ტაქტიკური მოქმედებები დაცვაში
ჯგუფური ტაქტიკური მოქმედებები თავდასხმაში

21.12.2019
18
19
გუნდური ტაქტიკური მოქმედებები დაცვასა და თავდასხმაში
თამაშის ტაქტიკის შესწავლა სწავლების მესამე დონე
28.12.2019

No comments:

Post a Comment