Sunday, October 6, 2019

ფრენბურთის წრე ვაჟებისთვის


საწრეო მუშაობა
 წრე ფრენბურთი 
 მოგესალმებით სსიპ ქალაქ ქუთაისის N36 საჯარო სკოლაში მუშაობას იწყებს სპორტის წრე ვაჟებისთვის ფრენბურთში,  რომელსაც წარუძღვება სპორტის მასწავლებელი კახაბერ ტყეშელაშვილი. მსურველებს შეუძლიათ მიმართოთ სკოლის დირექციას, დამრიგებლებს ან წრის ხელმძღვანელს. 

საბაზო საფეხურის მოსწავლეებისათვის  საწრეო მუშაობის დაარსების ინიციატორია სპორტის მასწავლებელკახაბერ  ტყეშელაშვილი
წრეის მეცადინეობები ჩატარდება კვირაში ერთხელ, ხუთშაბათი , 15 საათზე. მუშაობის ხანგრძლივობა 1 საათი.

საწრეო მუშაობის მიზნები:
ჩავაბათ მოსწავლეები ფიზიკურ აქტივობებში და ამ გზით ხელი შევუწყოთ მათ ფიზიკურ განვითარებას;
შეისწავლონ ფრენბურთის თამაშის წესები;
აქტიური ვარჯიშებოთ გაიუმჯობესონ ადრე ათვისებული ძირითადი მოტორული უნარ-ჩვევები;
გუნდური თამაშისას დაიცვან დისციპლინა;
ადეკვატურად აღიქვან მოგება და წაგება, არ აჰყვეს პროვოკაციას, მოახდინოს ტრამვების პროფილაქტიკა;
იცხოვრონ ჯანსაღი ცხოვრების წესით;
მოიძიონ ინფორმაცია ინტერნეტში;

წრის მუშაობა მიზნად ისახავს მოზარდებში მასობრივი სპორტის პოპულარიზაციას,
 თავისუფალი დროის ნაყოფიერად გამოყენებასსპორტული აქტივობების საშუალებით ხელი შეუწყოს ახალგაზრდებს,  მოახდინონ ჯანსაღი ცხოვრების და აქტიური მოქალაქეობის პოპულარიზაცია საკუთარ თემებში.  შევასწავლო ფრენბურთის თამაშის წესები, ბურთის ტარება სხვადასხვა მეთოდით, ბურთის მიღებისა და გადაცემის ტექნიკის სრულყოფასაბოლოოდ ვასწავლო, დავაინტერესოთ და შევაყვაროთ სპორტის ეს სახეობა.  შევძლო ჩავუნერგო მოსწავლეებს საკუთარი თავის რწმენა.
სპორტული წრის დანიშნულებაა მოსწავლეებმა შეაფასონ თავიანთი ფიზიკური შესაძლებლობანი, მეტი შეიტყონ ფრენბურთისისტორიის შესახებ, წარმოაჩინონ თავიანთი უნარი სპორტის ამ სახეობაში, მოიძიონ ინფორმაცია და გადასცენ სხვებს.თამაში გასართობი საშუალებიდან გადაიქცა სპორტის რთულ ათლეტურ სახეობად, რომელიც მოიცავს მრავალფეროვან ტექნიკას, სხვადასხვა ტაქტიკურ ვარიანტებს და მოითხოვს სპორტსმენისგან საერთო ფიზიკური, სპეციალური და ფსიქოლოგიური მომზადების მაღალ დონეს. ფრენბურთელიუნდა ფლობდეს მოძრაობის ზღვრულ სიჩქარეს, გამძლეობას, მოქნილობას,
ბურთის კარგი შეგრძნების უნარს, მოქნილ და სხარტ სათამაშო აზროვნებას, კარგ რეაქციას, სწრაფი გადაწყვეტილების მიღების უნარს, მდგრად ნერვულ სისტემას.
გუნდის ტაქტიკური წარმატება უპირველესად დამოკიდებულია მოთამაშეთა დროულ მოქმედებებზე, რეაქციის სისწრაფეზე, ორიენტირებაზე, სწრაფი გადაადგილების უნარზე, თამაშისას ყურადღების კონცენტრაციაზე. სპორტსმენების ორგანიზმზე თამაშის ფიზიოლოგიური ზემოქმედების დიდი დიაპაზონი შესაძლებლობას გვაძლევს ვიმსჯელოთ მის ყოველმხრივ გავლენაზე, ერთდროულად, როგორც ფიზიკური შესაძლებლობების ისე ტაქტიკური აზროვნების განვითარებაზე.
მოძრაობების დიდი მრავალფეროვნება, რაც გვხვდება ფრენბურთის თამაშის დროს (აჩქარება, ხტომები, ვარდნა, ბურთთან ურთიერთქმედება, მიღება და სხვა), ამაგრებს საყრდენ-მამოძრავებელ აპარატს და ხელს უწყობს მამოძრავებელი სისტემის განვითარებას. ასევე ზემოქმედებს მოვარჯიშის ნებელობით, ემოციურ, ზნეობრივ, ინტელექტუალურ თვისებათა გამომუშავების უმდიდრეს შესაძლებლობებს.
მასალა:გზამკვლევების კრებული სპორტის სახეობებში ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისთის, სასკოლო ვარჯიშების კრებული.



წრის სამუშაო პროგრამა


აქტივობები
თარიღი
1
თავდასხმაში თამაშის ტექნიკა
03.10.2019
2
გადაადგილებები
10.10.2019
3
ბურთის ფლობის ტექნიკა
17.10.2019
4
ჩაწოდებები
24.10.2019
5
გადაცემები
31.10.2019

6
თავდასხმითი დარტყმა
7
დაცვაში თამაშის ტექნიკა

07.11.2019
8
ბურთის მიღება
9
ბლოკი
10
ფრენბურთის ტექნიკის შესწავლა
14.11.2019
11
დგომების და გადაადგილებების შესწავლა და ვარჯიშები
12
მეორე და მესამე დონე

21.11.2019

13
ბურთის ჩაწოდების ვარჯიშები
14
გადაცემების შესწავლის ვარჯიშები
28.11.2019
15
ბურთის ქვემოდან მიღების ვარჯიშები
5.12.2019
16

თავდასხმითი დარტყმების ვარჯიშები
ბლოკირების ვარჯიშები
13.12.2019
17

ფრენბურთში თამაშის ტაქტიკის შესწავლა
პირველი და მეორე დონე
ინდივიდუალური ტაქტიკური მოქმედებები დაცვაში
ჯგუფური ტაქტიკური მოქმედებები თავდასხმაში

20.12.2019
18
19
გუნდური ტაქტიკური მოქმედებები დაცვასა და თავდასხმაში
თამაშის ტაქტიკის შესწავლა სწავლების მესამე დონე
27.12.2019


No comments:

Post a Comment