Friday, March 31, 2023

პროექტი "ქუთაისი" ინგლისური ენაში- პედაგოგი ანა ნაცვლიშვილი

 მე-4ა კლასში ინგლისური ენის პედაგოგმა, ანა ნაცვლიშვილმა განახორციელა პროექტი თემაზე „ქუთაისი“. დასკვნით ეტაპზე მოსწავლეებმა წარადგინეს თავიანთი ნამუშევრები და ინგლისურ ენაზე გააკეთეს პრეზენტაცია. წარდგენისას გამოიყენეს ყველა ის სასაუბრო ლეკსიკური მარაგი რაც შეისწავლეს თემის ფარგლებში. მოსწავლეებმა ისაუბრეს ქალაქის ღირშესანიშნაობებზე, ისტორიაზე და თავიანთ საყვარელ ადგილზე.















Thursday, March 30, 2023

,,ევროპელი ახალგაზრდების ახალი ხედვა-A New Vision of Europe Youth”

 

31 მარტს International Internship University-ის ორგანიზებით ჩატარდა საერთაშორისო კონფერენცია ინგლისურ ენაზე, სახელწოდებით ,,ევროპელი ახალგაზრდების ახალი ხედვა-A New Vision of Europe Youth”, რომელიც ეხებოდა მდგრადი განვითარების მიზნებს

🌍🇺🇳 კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო ჩვენი სკოლის მასწავლებელმა მარიამ აბულაძემ თავის მოსწავლეებთან ერთად. ესენი არიან: თამარ ხარაზიშვილი, მარიამ ხელაძე, ლუკა ხიხაძე, მარიამ გოდუაძე.
მე-7გ კლასის მოსწავლეებმა უცხოელ მასწავლებლებსა და მათ მოსწავლეებს წარუდგინეს პრეზენტაცია მდგრადი განვითარების მიზნებსა და ამოცანებზე.
ჩვენი წარმომადგენლების პრეზენტაციამ დიდი მოწონება დაიმსახურა და კონფერენციის დასრულების შემდეგ თითოეულმა მათგანმა მიიღო დამსახურებული სერთიფიკატები











Monday, March 27, 2023

"ევროკავშირისა და საქართველოს ერთობლივი პროექტი ინტელექტუალური საკუთრების შესახებ" -პედაგოგი მელანო სალდაძე

ევროკავშირისა და საქართველოს ერთობლივი პროექტი ინტელექტუალური საკუთრების შესახებ. მოსწავლეები აქტიურად მუშაობენ ,,კრეატიული დღიურის” წარმოებაზე. მრავალფეროანი აქტივობები კიდევ უფრო მოტივაციას, ინტერესს და სწავლისადმი პოზიტიურ მუხტს სძენს ჩვენ პატარებს.
,,21 დღე უფრო კრეატიული ცხოვრებისაკენ”
გამოცდილების გაზიარებისა და თანამშრომლიბითი კულტურის განვითარება სსიპ ქალაქ ქუთაისის N23 საჯარო სკოლის მასწავლებელ შორენა ტყემალაძესა და სსიპ ქალაქ ქუთაისის N36 საჯარო სკოლის პედაგოგ მელანო სალდაძეს შორის.





















Sunday, March 26, 2023

,,მუსიკა და თანამედროვე ტექნოლოგიები“

 23- 24 მარტს მე-5 და მე-6 კლასებში მუსიკის პედაგოგმა ქეთევან გუბელაძემ განახორციელა კომპლექსური დავალების პრეზენტაცია. მე-5 კლასში წარმოდგენილი იყო თემა ,,მუსიკა და თანამედროვე ტექნოლოგიები“. მოსწავლეებმა ხატულის ემოცია დააკავშირეს მუსიკალური ფრაგმენტის განწყობას , ხმოვანი სიგნალებით გააფორმეს დიალოგი მარკ ტვენის ნაწარმოებიდან „ტომ სოიერის თავგადასავალი“. პრეზენტაციის დროს გამოიყენეს მუსიკალური ტერმინები, განსაზღვრეს ცნებები და ქვეცნებები, ისაუბრეს მუსიკალურ მახასიათებლებზე. წარმოადგინეს თავიანთი ხელით შესრულებული ემოციები ანუ ღიმილაკები და დაუკავშირეს ხმოვან სიგნალებს, პრეზენტაცია წარიმართა ძალიან სახალისოდ და საინტერესოდ, გამოყენებული იყო შეფასების რუბრიკები. მე-6 კლასში მოსწავლეებმა წარმოადგინეს კომპლექსური დავალების პრეზენტაცია თემაზე ,,ადამიანი პორტრეტი მუსიკაში“, ისაუბრეს თუ როგორ გადმოსცემს მუსიკალური მახასიათებლები ადამიანის ხასიათს, გუნება-განწყობილებას, გარეგნობის აღწერას და როგორ გამოვარჩევთ ადამიანთა ტიპებს მუსიკის გამომსახველი ხერხების საშუალებით. პრეზენტაციის დროს იყენებდნენ მუსიკალურ ტერმინებს, ცნებებს, ასაბუთებდნენ თავიანთ შეხედულებას მუსიკალური მახასიათებელების გამოყენებით(რიტმი,მელოდია,ჰარმონია, ტემპი, რეგისტრი, დინამიკა.). განვლილი ეტაპების დახმარებით მოსწავლეებმა კარგად გაართვეს თავი კომპლექსურ დავალების შესრულებას, რაც მათთვის ძალზედ საინტერესოდ წარიმართა.