23- 24 მარტს მე-5 და მე-6 კლასებში მუსიკის პედაგოგმა ქეთევან გუბელაძემ განახორციელა კომპლექსური დავალების პრეზენტაცია. მე-5 კლასში წარმოდგენილი იყო თემა ,,მუსიკა და თანამედროვე ტექნოლოგიები“. მოსწავლეებმა ხატულის ემოცია დააკავშირეს მუსიკალური ფრაგმენტის განწყობას , ხმოვანი სიგნალებით გააფორმეს დიალოგი მარკ ტვენის ნაწარმოებიდან „ტომ სოიერის თავგადასავალი“. პრეზენტაციის დროს გამოიყენეს მუსიკალური ტერმინები, განსაზღვრეს ცნებები და ქვეცნებები, ისაუბრეს მუსიკალურ მახასიათებლებზე. წარმოადგინეს თავიანთი ხელით შესრულებული ემოციები ანუ ღიმილაკები და დაუკავშირეს ხმოვან სიგნალებს, პრეზენტაცია წარიმართა ძალიან სახალისოდ და საინტერესოდ, გამოყენებული იყო შეფასების რუბრიკები. მე-6 კლასში მოსწავლეებმა წარმოადგინეს კომპლექსური დავალების პრეზენტაცია თემაზე ,,ადამიანი პორტრეტი მუსიკაში“, ისაუბრეს თუ როგორ გადმოსცემს მუსიკალური მახასიათებლები ადამიანის ხასიათს, გუნება-განწყობილებას, გარეგნობის აღწერას და როგორ გამოვარჩევთ ადამიანთა ტიპებს მუსიკის გამომსახველი ხერხების საშუალებით. პრეზენტაციის დროს იყენებდნენ მუსიკალურ ტერმინებს, ცნებებს, ასაბუთებდნენ თავიანთ შეხედულებას მუსიკალური მახასიათებელების გამოყენებით(რიტმი,მელოდია,ჰარმონია, ტემპი, რეგისტრი, დინამიკა.). განვლილი ეტაპების დახმარებით მოსწავლეებმა კარგად გაართვეს თავი კომპლექსურ დავალების შესრულებას, რაც მათთვის ძალზედ საინტერესოდ წარიმართა.
No comments:
Post a Comment