Thursday, March 2, 2023

დედის დღე - მე-4დ კლასი დამრიგებელი მელანო სალდაძე


 მიულოცეს დედიკოებს დედის დღე. გამოვლინდნენ დედიკოები სხვადასხვა ნომინაციაში, ჩატარდა ვიქტორინა "როგორ ვიცნობთ შვილებს", სახალისო და საინტერესო იყო მამების ფუსფუსი და ჩართულობა. საზოგადოებაში დედის როლი მეტად აქტიურია. ალბათ მამებს არ დაწყდებათ გული თუ ვიტყვით, რომ ბავშვის ცხოვრებაში უფრო მეტად დედა ფიგურირებს, დედას დაჰყავს ბაღში, სკოლაში, წრეზე, დედა დადის კრებებზე და ა.შ. ამ მხრივ მამების უმრავლესობა შედარებით პასიურ როლშია, თუმცა ბოლო პერიოდში მამები უფრო აქტიურად არიან ჩაბმული შვილების ცხოვრებაში ვიდრე ათეული წლების წინ იყო. სასკოლო გარემოში ხშირად ვხვდებით ახალგაზრდა მამებს, რომლებსაც შვილები მიჰყავთ სკოლაში, გაკვეთილების შემდგომ ერთად მიდიან სახლში, ამზადებენ გაკვეთილებს და ა.შ. მე-4 დ კლასში განხორციელებული დღევანდელი აქტივობა ბავშვებისცნობიერებაში სამუდამოდ დარჩება როგორც ერთ-ერთი ბედნიერი დღე. ჩვენ ერთად მივულოცეთ დედიკოებს დედის დღე .






















No comments:

Post a Comment