მე-4ბ კლასის მოსწავლეებმა დედიკოებს მიულოცეს დედის დღე და ქალთა დღე. თბილი სიტყვებით, ლამაზი ლექსებითა და ცეკვებით მოეფერნენ მათ. პატარებმა ოტია იოსელიანის სიტყვებით დაამთავრეს თავისი ლამაზი ღონისძიება :"დედა მარტო დედა არაა! ყველაფერია რაც ამ ქვეყანასთან გვაკავშირებს, რასაც სიცოცხლე ჰქვია, რასაც სული უდგას და მზე უცქერის".
ძვირფასო მშობლებო, გილოცავთ დედის დღეს და ქალთა დღეს,გისურვებთ ბედნიერებას,ამაყები ყოფილიყავით თქვენი შვილების საუკეთესო მომავლით.
No comments:
Post a Comment