Monday, May 15, 2023

"სამშობლო და მისი წარსული" - მე-2 -ა კლასი, პედაგოგი ირმა კოჭბიანი

ტექსტი: ,,ლეგენდა თბილისზე“ საკითხი: რეპორტაჟი (ტელერეპორტაჟი ან საგაზეთო/ საჟურნალო სტატია) როგორ დაარსდა თბილისი
კომპლექსური დავალების პირობა:
წარმოიდგინე, რომ ხარ ვახტანგ გორგასალის მეფობის დროინდელი საქართველოს ჟურნალისტი. ტექსტის ,,ლეგენდა თბილისზე“ მიხედვით მოამზადე რეპორტაჟი ,,როგორ დაარსდა თბილისი“
• რეპორტაჟში შეიძლება ჩართული იყოს ინტერვიუ ამბის მონაწილეებთან ან თვითმხილველებთან .

წინარე ცოდნის გასააქტიურებლად, გონებრივი და განწყობითი მზაობის შესაქმნელად მოსწავლეებს შევთავაზე კონტექსტმაგალითი: ტელე, საგაზეთო და საჟურნალო რეპორტაჟების ნიმუშები. დავაკვირვე მათზე, გეზისმიმცემი შეკითხვებით. შემდეგ მოსწავლეებს ვაყურებინე ანიმაციური ფილმები ვახტანგ გორგასალის შესახებ, თბილისის დაარსებაზე. გავაცანი კომპლექსური დავალების პირობა. მოსწავლეებმა საკუთარი სიტყვებით ახსნეს დავალების პირობა. დავამუშავეთ სახელმძღვანელოში მოცემული ტექსტი . მოსწავლეებთან ერთად „ხმამაღლა ვიფიქრე“ იმაზე, თუ როგორ შევასრულოთ ეს დავალება. შევადგინეთ რეპორტაჟის გეგმა, პერსონაჟების ფიქრების, განცდების, საუბრის ასახვა და ილუსტრაციების სათანადოდ მომზადება; რეპორტაჟის პირველადი ვერსიის მომზადება, ნამუშევრის გაუმჯობესება; საბოლოო ვერსიის შექმნა. მოსწავლეებმა, რომლებმაც ტელერეპორტაჟი აირჩიეს, ჩაწერეს ვიდეოები, რომელთა ჩვენება და პრეზენტაცია მოვაწყვეთ კლასში. საგაზეთო და საჟურნალო სტატიები შეასრულეს თაბახის ფურცლებზე.
საინტერესოდ წარიმართა კომპლექსური დავალების პრეზენტაციის ეტაპი. მოსწავლეებმა ისაუბრეს რა ცოდნა შეიძინეს და წარმოაჩინეს კომპლექსური დავალების საშუალებით, ერთმანეთი შეაფასეს მსმენელის დღიურის გამოყენებით.





























































3 comments:

  1. Replies
    1. საუკეთესო პედაგოგის ყოჩაღი ბავშვები!!!💖💖💖

      Delete
  2. საუკეთესო პედაგოგის ვარსკვლავები 😍🥰💫

    ReplyDelete