Tuesday, May 16, 2023

ინგერგირებული გაკვეთილი, ბუნებისმეტყველება, ქართული ენა, ინგლისური ენა

 მიმდინარე წლის 16 მაისს ინტეგრირებული გაკვეთილი ჩატარდა მე-3ბ კლასში ინგლისური ენა, ქართული ენასა და ბუნებისმეტყველება (მასწავლებლები: დარეჯან ლურსმანაშვილი - ქართული ენა და ბუნებისმეტყველება და ნარგიზა მარგველაშვილი - ინგლისური ენა). გაკვეთილის თემა იყო:

„ იგავ-არაკის, ინგლისური -„მელია და ზღარბი“ -ს, ქართული - „ჭრიჭინა და ჭიანჭველა“-ს, ბუნებისმეტყველება - „როგორ ცხოვრობენ ცხოველები ტყეში“ მიხედვით ნაწარმოების აღქმა დრამატული მიმართულებით“;
ინტეგრირებული გაკვეთილი არის ერთი და იმავე, მონათესავე ან გამჭოლი თემატიკის ირგვლივ გაერთიანებული ორი ან რამდენიმე საგნის მიხედვით დაგეგმილი და ჩატარებული გაკვეთილი. ინტეგრაცია ხელს უწყობს მოსწავლეებს ისწავლონ ერთი თემის/საგნის მეორესთან დაკავშირება, რაც საბოლოო ჯამში ცოდნის გამთლიანებას უწყობს ხელს. ამავე დროს შეეძლებათ შეძენილი ცოდნის და უნარების ერთი სფეროდან მეორე სფეროში გადატანა.
გაკვეთილი წარიმართა გეგმით გათვალისწინებული აქტივობების მიხედვით. გონივრულად იყო შერჩეული კლასის ორგანიზების ფორმები დ მეთოდები. გაკვეთილის მიზანი მიღწეული იქნა, რადგან მოსწავლეემა თამამად შეძლეს პირადი დამოკიდებულებების გამოხატვა. გაანალიზეს მხატვრულ ტექსტები; იმსჯელეს არგუმენტირებულად, გააკეთეს დასკვნები და გამოავლინეს საკუთარ პოზიცია; გაითამაშეს როლური თამაში, ჩრდილების თეატრი, შექმნეს იგავ-არაკის მისეულ ვერსია და იგავ-არაკის დასასრულს შეაწყვილეს შესაბამის ქართულ იგავ-არაკს.






























No comments:

Post a Comment