ორმაისობა ქუთაისის ტრადიციული დღესასწაულია. მას "გვირილობასაც" უწოდებენ. ყოველწლიურად ამ დღეს სხვადასხვა კულტურული, გასართობი და სპორტული ღონისძიება იმართება. გვირილობის ტრადიცია მეოცე საუკუნის 10-იან წლებში გაჩნდა ქუთაისში. თავისი ფუნქცია-შინაარსით ისიც საზღვარგარეთიდანაა შემოტანილი და აქაურობას კარგად მისადაგებული. იგი ჭლექიანთა დასახმარებლად გამიზნული საქველმოქმედო კამპანია იყო, ხოლო გვირილა - თეთრი ყვავილი - მისი საერთაშორისო სიმბოლო.
ქუთაისობის ჟრიამული ჩვენს სკოლაში
No comments:
Post a Comment