Wednesday, November 17, 2021

USAID Basic Education Program -ში ჩართული ლიდერი მასწავლებლების შეხვედრები

 ქალაქ ქუთაისის N36 საჯარო სკოლაში დაწყებით კლასების მასწავლებლებთან აქტიურად მიმდინარეობს USAID Basic Education Program -ში ჩართული ლიდერი მასწავლებლების მიერ სამუშაო შეხვედრების ორგანიზება. მასწავლებელთა სასწავლო ჯგუფებთან. ერთ-ერთი მორიგი შეხვედრა გაიმართა 16.11.2021 დაწყებითი კლასების მასწავლებლის ირმა კოჭბიანის ორგანიზებით. ძირითადი განსახილველი სკითხები იყო:

• განმავითარებელი შეფასების განსაზღვრა და მნიშვნელობა • განმსაზღვრელი და განმავითარებელი შეფასებების აღწერილობა. • სწავლისათვის შეფასების საშუალებანი(მეთოდები, აქტივობები, ინსტრუმენტები) მიიღეს გადაწყვეტილება: მოხდეს განხილული საკითხების პრაქტიკაში დანერგვა და მომდევნო მსჯ შეხვედრაზე გაანალიზება.






Saturday, November 6, 2021

პროექტი სახელწოდებით „ ჰარმონია“,

 საინტერესო აქტივობებით და შემოქმედებითად დატვირთულად მიმდინარეობს ჩვენს სკოლაში პროექტი ,სახელწოდებით „ ჰარმონია“, რომელიც ხორციელდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს „ინკლუზიური სწავლების ხელშეწყობის“ „განათლების მიღების მეორე შესაძლებლობა სოციალური ინკლუზიით“ ქვეპროგრამის ფარგლებში . პროექტში ჩართულია ჩვენი სკოლის მოლდაველი და მათთან ერთად, სხვადასხვა ეროვნების მოხალისე მოსწავლეები . პროექტი მიზნად ისახავს დემოკრატიულ ღირებულებებზე დაფუძნებულ სამოქალაქო ცნობიერების და ტოლერანტული კულტურის ამაღელებას აღნიშნული აქტივობებით მოზარდებში იზრდება პასუხისმგებლობა საქართველოში მცხოვრები საზოგადოების, მათ შორის ეთნიკური უმცირესობების მიმართ. პროექტის ფარგლებში ფუნქციონირებს კითხვის კლუბი, სადაც მოსწავლეები ეცნობიან ადამიანის უფლებებთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან საკითხებს. მსჯელობენ და დებატობენ სხვადასხვა საკითხის ირგვლივ. მოსწავლეების შემოქმედებითი უნარების გაუმჯობესების მიზნით პროექტის ფარგლებში ჩამოყალიბდა ხელგარჯილობის კლუბი,სადაც მოზარდები ხელნაკეთი ნივთების დამზადების სხვადასხვა ტექნიკებს ეცნობიან.






Wednesday, June 30, 2021

ვისწავლოთ, გავიხსენოთ და ავირჩიოთ სიკეთე

სსიპ ქალაქ ქუთაისის N36 საჯარო სკოლის მე-5გ კლასის დამრიგებლის, მარიამ აბულაძის ინიციატივით დაიგეგმა და განხორციელდა მოსწავლეთათვის საინტერესო აქტივობა, კერძოდ, მოსწავლეები მშობლების თანხლებით ეწვივნენ კინოთეატრ „საქართველოს“, სადაც მათთვის დამრიგებლის მიერ სპეციალურად შერჩეულ იქნა ფილმი „საოცრება“. იგი ეხება ისეთ თემებს, როგორებიცაა ჩაგვრა, დაცინვა, მეგობრობა, ღალატი, ტყუილი, ემოციების კონტროლი, ყოველდღიური ცხოვრებისეული პრობლემები ოჯახსა თუ სკოლაში. 

მძიმე ემოციურ განცდებით შეპყრობილი ბავშვისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მშობლების, მასწავლებლების, მეგობრების გვერდით ყოფნას, თანაგრძნობას და თანაგანცდას მათი მხრიდან. შესაბამისად, ემოციური ინტელექტის ამაღლება დაგვეხმარება არამარტო პირადი ცხოვრების გაუმჯობესებაში, არამედ მომავალი ცხოვრების სწორად დაგეგმვაში და მართვაშიც.

ფილმის ნახვის შემდეგ დამრიგებელმა სთხოვა მოსწავლეებს წერილობით გადმოეცათ თავიანთი შთაბეჭდილებები და ემოციები. გთავაზობთ რამდენიმე მათგანის ნააზრევს:

„მე ძალიან მომეწონა, რომ ოგის მშობლები ძალიან მფარველობდნენ, დიდ ყურადღებასა და სითბოს იჩენდნენ. ჩემი აზრით ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ოგიმ ყველა სირთულის მიუხედავად წარმატებას მიაღწია. ფილმის ბოლოს ბიჭის გარეგნობა არ შეცვლილა, მაგრამ შეიცვალა საზოგადოება მის მიმართ.“-მ.გ.

„მე ძალიან ამაღელვა ამ ფილმმა. ჩვენ სკოლაში ასეთი ერთ-ერთი მე ვარ, კი მართალია გარეგნობით არ ვარ განსხვავებული, მაგრამ სხვა ნიშნით ვარ. ამის მიუხედავად ჩვენი სკოლიდან მე არასოდეს არ დავუმცირებივარ ვინმეს და ამისთვის მთელი სკოლის და ჩვენი კლასის მადლიერი ვარ“. -მ.ბ.



„მე ოჯახში მასწავლიან, რომ ადამიანები შეხედულებით არ უნდა შეაფასო, მთავარია მისი გული და შინაგანი სულიერება. დედა ყოველთვის მეუბნება, რომ ყველასთვის კარგი მეგობარი ვიყო და არ განვსაზღვრო მეგობარი შეხედულების მიხედვით“.-მ.კ.

„მე მომავალში გავითვალისწინებ, რომ კეთილად მივიღო ახალი კლასელი, ვიქნები მეგობრული და არ დავამცირებ სხვას“. -ს.შ.

„ჩემთვის მიუღებელია ასეთი საქციელი. ჩვენგან განსხვავებულ ადამიანს არ უნდა დავცინოთ და იგი მივიღოთ ისეთი, როგორიც არის“.-თ.ტ.

„მომავალში გავითვალისწინებ, რომ არ დავჩაგრო განსხვავებული, არ გავუწიო სხვებს დათვური სამსახური“.-ა.კ.“

„ამ ფილმში ზუსტად არის გადმოცემული ბევრი ბავშვის დღევანდელი ცხოვრება და ქმედებები. ძალიან მეტკინა გული როცა ვუყურებდი, თუ როგორ ამცირებდნენ და ჩაგრავდნენ ფილმის მთავარ გმირს“.-მ.მ.

„მე ამ ფილმიდან გავითვალისწინებ, რომ უნდა ვიყოთ ტოლერანტულები, ანუ შეგვეძლოს განსხვავებული ადამიანის მიღება და მასთან მეგობრობა“.-თ.ხ.

„ფილმი საოცრება მართლაც საოცრებაა. არ მომეწონა ის, რომ ოგის კლასელები დასცინიან. ამ ფილმიდან გავითვალისწინებდი იმას, რომ არ უნდა დავცინოთ ერთმანეთს და უნდა ვიყოთ ერთმანეთის მეგობრები“. -გ.ც.

„არ დავცინოთ ჩვენგან განსხვავებულ ბავშვებს, რადგან შეიძლება მომავალში მათ ჩვენ დაგვანახონ ის, რომ მეგობრობას დიდი ფასი აქვს“.-ნ.ქ.

ფილმი "საოცრება კარგი გაკვეთილია ბავშვებისთვის, მშობლებისა და თითოეული ჩვენგანისთვის ვისწავლოთ, გავიხსენოთ და ავირჩიოთ სიკეთე.




Tuesday, June 22, 2021

სკოლის კურიკულუმი

სკოლების ავტონომიურობის ხარისხის გაზრდა - სკოლებისთვის მეტი ინიციატივისა და შემოქმედებითი თავისუფლების მისაცემად მესამე თაობის ეროვნულ სასწავლო გეგმაში გამოიკვეთა სასკოლო კურიკულუმების მნიშვნელობა. საამისოდ, ეროვნული სასწავლო გეგმა ორ ნაწილად გაიყო: საფეხურის სტანდარტები, რომლებიც წარმოადგენს სავალდებულო მოთხოვნებს საქართველოს ყველა სკოლისთვის და წლიური პროგრამები, რომლებიც რეკომენდაციებს იძლევა სასკოლო კურიკულუმების განვითარებისთვის. 

ეროვნულ სასწავლო გეგმაში შეტანილ იქნა მთელი რიგი მეთოდიკური შინაარსის ცვლილებები, რომლებიც ცოდნის გააზრებულად კონსტრუირებას შეუწყობს ხელს, კერძოდ:

 1. სავალდებულო გახდა ყველა საგნის კურიკულუმის აგება ისეთი თემების გამოყენებით, რომლებიც მოსწავლისთვის ნაცნობ კონტექსტებს წარმოადგენს; 

2. სასწავლო თემის სწავლა-სწავლების დასაგეგმად შემუშავდა დიზაინი, რომლის აუცილებელი კომპონენტებია: ცნებები, მკვიდრი წარმოდგენები, საკვანძო შეკითხვები და კომპლექსური დავალებები.

ლინკზე დაწკაპეპით შეგიძლიათ გაეცნოთ სკოლის კურიკულუმს საგნებისა და კლასების მითითებით :


სსიპ ქალაქ ქუთაისის N36 საჯარო სკოლის 2021-2022 სასწავლო წლის კურიკულუმი 

სსიპ ქალაქ ქუთაისის N36  საჯარო სკოლის 2023-2024 სასწავლო წლის კურიკულუმი

Friday, May 21, 2021

ემოციური ინტელექტი სპორტში: როგორ გეხმარებათ იგი?

 ახალი სკოლის მოდელის ფარგლებში ემოციური ინტელექტის განვითარების კუთხით სკოლა არაერთ ღონისძიებას მართავს. სპორტის პედაგოგების მიერ დაიგეგმა და  განხორციელდა  მხიარული სტარტები.

სპორტისა და ფიზიკური აქტივობის ფსიქოლოგია არის ფსიქოლოგიის დარგი, რომელიც შეისწავლის შემეცნებით ქცევას, როდესაც ადამიანი დაკავებულია სპორტით ან სხვა ფიზიკური აქტივობით. ეს  მეცნიერება ცდილობს გაიგოს და ოპტიმიზირდეს სპორტსმენის შინაგანი სამყაროში, რომლებიც გავლენას ახდენენ სპორტსმენების ქცევაზე, მათ შორის ემოციურ ინტელექტზე სპორტში. ემოციურ ინტელექტს სპორტში ბევრი სარგებელი მოაქვს, სწორედ, ამ თემას მიეძღვნა განხორციელებული აქტივობა