Friday, October 18, 2019

გაკვეთილი ქართულ ენაში. თემა -,,სწავლა“, პედაგოგი ირმა კოჭბიანი

,ახალი სკოლის მოდელის“ სასკოლო კურიკულუმის განვითარების და დანერგვის ფარგლებში, ამა წლის 30 სექტემბერს 36-ე საჯარო სკოლის მე 3 დ კლასში / პედ. ირმა კოჭბიანი/ ჩატარდა გაკვეთილი ქართულ ენაში. თემა -,,სწავლა“ . ძირითადი რესურსი : ტექსტი: ,,რას გვასწავლიან წიგნები“. გაკვეთილს ესწრებოდნენ განათლების და მეცნიერების სამინისტროს ექსპერტი: ხათუნა ფირცხალაშვილი, ექსპერტის თანაშემწე: ნათია გვილავა და სკოლის დირექტორი: თენგიზ თაბუკაშვილი.
    გაკვეთილი დაიწყო წინარე ცოდნის გააქტიურებით, წინა გაკვეთილზე შესრულებული კომპლექსური დავალების  გასიტყვებით. (სამიზნე ცნება: ,,ინტერპრეტირება“. ტექსტის გაგრძელება და ილუსტრაციებით გაფორმება)

    
მოსწავლეებმა საინტერესო და შინაარსიანი ნამუშევრები წარმოადგინეს და მიიღეს მასწავლებლის განმავითარებელი უკუკავშირი. კიდევ ერთხელ მოხდა ტექსტზე ინტერაქცია. მასწავლებელმა მოსწავლეებს შესთავაზა ახალი კომპლექსური დავალების შექმნა. (სამიზნე ცნება - ,,წერაა“) --შექმენით თხზულება სათაურის მიხედვით: ,,ადამიანი უწიგნურობით ბრმაა.“ . მასწავლებელმა მოსწავლეებს შეახსენა, რა ხერხები უნდა გამოიყენონ წარმატებული წერისთვის. დასრულების შემდეგ გაიმარტა პრეზენტაციები. გაკვეთილმა თანამშრომლობით ატმოსფეროში ჩაიარა. გაკვეთილის ბოლოს მასწავლებელმა სამინისტროს ექსპერტებისგან მიიღო კონსტრუქციული უკუკავშირი.

  

გაკვეთილი ინგლისურ ენაში მე-3 კლასში, პედაგოგი ნარგიზა მარგველაშვილი


 სსიპ ქალაქ ქუთაისის N36 საჯარო სკოლაში  ახალი სკოლის მოდელის ფარგლებში აქტიურად ტარდება საინტერესო გაკვეთილები. ს მიერ ჩატარდა გაკვეთილი თემაზე "At the pet shop-ზოომაღაზიაში". 
„ახალი სკოლის მოდელს“ ორი ძირითადი მიზანი აქვს: ამაღლდეს სწავლა-სწავლების ხარისხი და  შეიქმნას ისეთი გარემო, რომელიც კარგი მოქალაქის ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს. 
      „ახალი სკოლის მოდელის“ ფარგლებში პირველად გაჩნდა საშუალება  სასკოლო სივრცეშივე ვეძებოთ ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვასთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრის გზები.
            სასკოლო კურიკულუმი მოსწავლეების ინტერესებსა და შესაძლებლობებზე მორგებული.  სწავლა-სწავლების კონსტრუქტივისტული პრინციპები სწავლა-სწავლების პროცესს ეფუძნება:  აქტიური სწავლა-სწავლება მოსწავლის შინაგანი მოტივაციის გაღვივებას უწყობს ხელს.  ახალი ცოდნის კონსტრუირება მოსწავლე თანდათანობითი მი ახალ ცოდნამდე, ნაცნობ კონტექსტებზე დაყრდნობით. მოსწავლის გონებაში ცნებათა ბმულების ჩამოყალიბება  შეძენილი ცოდნის გამთლიანებაში ეხმარება.
           აქტივობებისა და კომპლექსური დავალებების ბანკი, რესურსები, სწავლა-სწავლების მეთოდები და სტრატეგიები,  ტექნოლოგიები და შეფასება ქმნის შესაძლებლობას, რომ  ყველა ბავშვი თავს გრძნობს თანასწორ მდგომარეობაში; ყველა ბავშვს საშუალება ეძლევა ილაპარაკოს, ახსნას, გაუზიაროს სხვებს საკუთარი შემოქმედება. 

Sunday, October 6, 2019

ფრენბურთის წრე ვაჟებისთვის


საწრეო მუშაობა
 წრე ფრენბურთი 
 მოგესალმებით სსიპ ქალაქ ქუთაისის N36 საჯარო სკოლაში მუშაობას იწყებს სპორტის წრე ვაჟებისთვის ფრენბურთში,  რომელსაც წარუძღვება სპორტის მასწავლებელი კახაბერ ტყეშელაშვილი. მსურველებს შეუძლიათ მიმართოთ სკოლის დირექციას, დამრიგებლებს ან წრის ხელმძღვანელს. 

საბაზო საფეხურის მოსწავლეებისათვის  საწრეო მუშაობის დაარსების ინიციატორია სპორტის მასწავლებელკახაბერ  ტყეშელაშვილი
წრეის მეცადინეობები ჩატარდება კვირაში ერთხელ, ხუთშაბათი , 15 საათზე. მუშაობის ხანგრძლივობა 1 საათი.

საწრეო მუშაობის მიზნები:
ჩავაბათ მოსწავლეები ფიზიკურ აქტივობებში და ამ გზით ხელი შევუწყოთ მათ ფიზიკურ განვითარებას;
შეისწავლონ ფრენბურთის თამაშის წესები;
აქტიური ვარჯიშებოთ გაიუმჯობესონ ადრე ათვისებული ძირითადი მოტორული უნარ-ჩვევები;
გუნდური თამაშისას დაიცვან დისციპლინა;
ადეკვატურად აღიქვან მოგება და წაგება, არ აჰყვეს პროვოკაციას, მოახდინოს ტრამვების პროფილაქტიკა;
იცხოვრონ ჯანსაღი ცხოვრების წესით;
მოიძიონ ინფორმაცია ინტერნეტში;

წრის მუშაობა მიზნად ისახავს მოზარდებში მასობრივი სპორტის პოპულარიზაციას,
 თავისუფალი დროის ნაყოფიერად გამოყენებასსპორტული აქტივობების საშუალებით ხელი შეუწყოს ახალგაზრდებს,  მოახდინონ ჯანსაღი ცხოვრების და აქტიური მოქალაქეობის პოპულარიზაცია საკუთარ თემებში.  შევასწავლო ფრენბურთის თამაშის წესები, ბურთის ტარება სხვადასხვა მეთოდით, ბურთის მიღებისა და გადაცემის ტექნიკის სრულყოფასაბოლოოდ ვასწავლო, დავაინტერესოთ და შევაყვაროთ სპორტის ეს სახეობა.  შევძლო ჩავუნერგო მოსწავლეებს საკუთარი თავის რწმენა.
სპორტული წრის დანიშნულებაა მოსწავლეებმა შეაფასონ თავიანთი ფიზიკური შესაძლებლობანი, მეტი შეიტყონ ფრენბურთისისტორიის შესახებ, წარმოაჩინონ თავიანთი უნარი სპორტის ამ სახეობაში, მოიძიონ ინფორმაცია და გადასცენ სხვებს.თამაში გასართობი საშუალებიდან გადაიქცა სპორტის რთულ ათლეტურ სახეობად, რომელიც მოიცავს მრავალფეროვან ტექნიკას, სხვადასხვა ტაქტიკურ ვარიანტებს და მოითხოვს სპორტსმენისგან საერთო ფიზიკური, სპეციალური და ფსიქოლოგიური მომზადების მაღალ დონეს. ფრენბურთელიუნდა ფლობდეს მოძრაობის ზღვრულ სიჩქარეს, გამძლეობას, მოქნილობას,
ბურთის კარგი შეგრძნების უნარს, მოქნილ და სხარტ სათამაშო აზროვნებას, კარგ რეაქციას, სწრაფი გადაწყვეტილების მიღების უნარს, მდგრად ნერვულ სისტემას.
გუნდის ტაქტიკური წარმატება უპირველესად დამოკიდებულია მოთამაშეთა დროულ მოქმედებებზე, რეაქციის სისწრაფეზე, ორიენტირებაზე, სწრაფი გადაადგილების უნარზე, თამაშისას ყურადღების კონცენტრაციაზე. სპორტსმენების ორგანიზმზე თამაშის ფიზიოლოგიური ზემოქმედების დიდი დიაპაზონი შესაძლებლობას გვაძლევს ვიმსჯელოთ მის ყოველმხრივ გავლენაზე, ერთდროულად, როგორც ფიზიკური შესაძლებლობების ისე ტაქტიკური აზროვნების განვითარებაზე.
მოძრაობების დიდი მრავალფეროვნება, რაც გვხვდება ფრენბურთის თამაშის დროს (აჩქარება, ხტომები, ვარდნა, ბურთთან ურთიერთქმედება, მიღება და სხვა), ამაგრებს საყრდენ-მამოძრავებელ აპარატს და ხელს უწყობს მამოძრავებელი სისტემის განვითარებას. ასევე ზემოქმედებს მოვარჯიშის ნებელობით, ემოციურ, ზნეობრივ, ინტელექტუალურ თვისებათა გამომუშავების უმდიდრეს შესაძლებლობებს.
მასალა:გზამკვლევების კრებული სპორტის სახეობებში ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისთის, სასკოლო ვარჯიშების კრებული.



წრის სამუშაო პროგრამა


აქტივობები
თარიღი
1
თავდასხმაში თამაშის ტექნიკა
03.10.2019
2
გადაადგილებები
10.10.2019
3
ბურთის ფლობის ტექნიკა
17.10.2019
4
ჩაწოდებები
24.10.2019
5
გადაცემები
31.10.2019

6
თავდასხმითი დარტყმა
7
დაცვაში თამაშის ტექნიკა

07.11.2019
8
ბურთის მიღება
9
ბლოკი
10
ფრენბურთის ტექნიკის შესწავლა
14.11.2019
11
დგომების და გადაადგილებების შესწავლა და ვარჯიშები
12
მეორე და მესამე დონე

21.11.2019

13
ბურთის ჩაწოდების ვარჯიშები
14
გადაცემების შესწავლის ვარჯიშები
28.11.2019
15
ბურთის ქვემოდან მიღების ვარჯიშები
5.12.2019
16

თავდასხმითი დარტყმების ვარჯიშები
ბლოკირების ვარჯიშები
13.12.2019
17

ფრენბურთში თამაშის ტაქტიკის შესწავლა
პირველი და მეორე დონე
ინდივიდუალური ტაქტიკური მოქმედებები დაცვაში
ჯგუფური ტაქტიკური მოქმედებები თავდასხმაში

20.12.2019
18
19
გუნდური ტაქტიკური მოქმედებები დაცვასა და თავდასხმაში
თამაშის ტაქტიკის შესწავლა სწავლების მესამე დონე
27.12.2019