,ახალი სკოლის მოდელის“ სასკოლო კურიკულუმის განვითარების და დანერგვის ფარგლებში, ამა წლის 30 სექტემბერს 36-ე საჯარო სკოლის მე 3 დ კლასში / პედ. ირმა კოჭბიანი/ ჩატარდა გაკვეთილი ქართულ ენაში. თემა -,,სწავლა“ . ძირითადი რესურსი : ტექსტი: ,,რას გვასწავლიან წიგნები“. გაკვეთილს ესწრებოდნენ განათლების და მეცნიერების სამინისტროს ექსპერტი: ხათუნა ფირცხალაშვილი, ექსპერტის თანაშემწე: ნათია გვილავა და სკოლის დირექტორი: თენგიზ თაბუკაშვილი.
გაკვეთილი დაიწყო წინარე ცოდნის გააქტიურებით, წინა გაკვეთილზე შესრულებული კომპლექსური დავალების გასიტყვებით. (სამიზნე ცნება: ,,ინტერპრეტირება“. ტექსტის გაგრძელება და ილუსტრაციებით გაფორმება)
მოსწავლეებმა საინტერესო და შინაარსიანი ნამუშევრები წარმოადგინეს და მიიღეს მასწავლებლის განმავითარებელი უკუკავშირი. კიდევ ერთხელ მოხდა ტექსტზე ინტერაქცია. მასწავლებელმა მოსწავლეებს შესთავაზა ახალი კომპლექსური დავალების შექმნა. (სამიზნე ცნება - ,,წერაა“) --შექმენით თხზულება სათაურის მიხედვით: ,,ადამიანი უწიგნურობით ბრმაა.“ . მასწავლებელმა მოსწავლეებს შეახსენა, რა ხერხები უნდა გამოიყენონ წარმატებული წერისთვის. დასრულების შემდეგ გაიმარტა პრეზენტაციები. გაკვეთილმა თანამშრომლობით ატმოსფეროში ჩაიარა. გაკვეთილის ბოლოს მასწავლებელმა სამინისტროს ექსპერტებისგან მიიღო კონსტრუქციული უკუკავშირი.
No comments:
Post a Comment