
„ახალი სკოლის მოდელს“ ორი ძირითადი მიზანი
აქვს: ამაღლდეს სწავლა-სწავლების ხარისხი და შეიქმნას ისეთი გარემო, რომელიც
კარგი მოქალაქის ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს.
„ახალი სკოლის მოდელის“ ფარგლებში პირველად გაჩნდა საშუალება
სასკოლო სივრცეშივე ვეძებოთ ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვასთან დაკავშირებული
პრობლემების გადაჭრის გზები.
სასკოლო
კურიკულუმი მოსწავლეების ინტერესებსა
და შესაძლებლობებზეა მორგებული.
სწავლა-სწავლების კონსტრუქტივისტული პრინციპები სწავლა-სწავლების პროცესს ეფუძვნება: აქტიური სწავლა-სწავლება მოსწავლის შინაგანი მოტივაციის
გაღვივებას უწყობს ხელს. ახალი ცოდნის კონსტრუირება მოსწავლე თანდათანობითი მიჰყავს ახალ ცოდნამდე, ნაცნობ კონტექსტებზე დაყრდნობით. მოსწავლის
გონებაში ცნებათა ბმულების ჩამოყალიბება შეძენილი
ცოდნის გამთლიანებაში ეხმარება.

No comments:
Post a Comment