„ახალი სკოლის მოდელი“ განათლების სისტემაში დაგეგმილი რეფორმის მნიშვნელოვანი ნაწილია. მისი მიზანია პიროვნებაზე ორიენტირებული საგანმანათლებლო გარემოს შექმნა, რომელიც მოსწავლეს 21-ე საუკუნის რეალობისთვის საჭირო ცოდნასა და უნარ-ჩვევებს მისცემს. ეს სიახლე ჩვენ სკოლასაც შეეხო და მხარდამჭერი ჯგუფი I-IV კლასების პედაგოგებთან ქოუჩინგის პრინციპით ყოველ დღე მუშაობენ შემდეგი ძირითადი მიმართულებებით: სასკოლო სასწავლო გეგმის განვითარება და დანერგვა; სკოლის მართვის ეფექტიანი მიდგომების განვითარება; წინსვლისა და განვითარების ხელშემწყობი შეფასების სისტემის შექმნა; ციფრული ტექნოლოგიების ინტეგრირება სწავლა-სწავლების პროცესში. მათი მთავარი ამოცანაა დაეხმარონ სკოლას სასკოლო კლიმატისა და სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესებაში.
დღეს, 24 აპრილს სკოლას ეწვია ნიკო სილაგაძე − ეროვნული კურიკულუმის განვითარების ექსპერტი. იგი დაესწრო მორიგ შეხვედრას, რომელსაც უძღვებოდა ქალბატონი ხათუნა ფირცხალაშვილი. შეხვედრა წარიმართა ძალიან პროდუქტიულად, პედაგოგებმა გაიხსენეს და შეაჯამეს განვლილი მასალა, განიხილეს დავალებები. ადგილზე, ჯგუფებში იმუშავეს მატრიცებზე განიხილეს შესრულებული დავალებები.
შეხვედრის ბოლოს ბატონმა ნიკომ უპასუხა მასწავლებლების მიერ დასმულ შეკითხვებს. შეხვედრა წარიმართა კითხვა-პასუხის რეჟიმში. დასასრულს მან გამოთქვა იმედი და მოლოდინები პროექტის წარმატებისა. შეხვედრას ასევე ესწრებოდა სკოლის დირექტორი ბატონი თენგიზ თაბუკაშვილი და საგანმანათლებლო ლიდერების ექსპერტი ქალბატონი ნინო უგლავა.