Wednesday, April 24, 2019

ახალი სკოლის მოდელის მონიტორინგი

„ახა­ლი სკო­ლის მო­დე­ლი“ გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა­ში და­გეგ­მი­ლი რე­ფორ­მის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ნა­წი­ლია. მი­სი მი­ზა­ნია პი­როვ­ნე­ბა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი საგან­მა­ნათ­ლებ­ლო გა­რე­მოს შექ­მ­ნა, რო­მე­ლიც მოს­წავ­ლეს 21-ე სა­უ­კუ­ნის რე­ა­ლო­ბის­თ­ვის სა­ჭი­რო ცოდ­ნა­სა და უნარ-ჩვე­ვებს მის­ცემს. ეს სი­ახ­ლე  ჩვენ სკოლასაც შეეხო და მხარ­დამ­ჭე­რი ჯგუ­ფი I-IV კლა­სე­ბის პე­და­გო­გებ­თან ქო­უ­ჩინ­გის პრინ­ცი­პით ყოველ დღე მუ­შა­ობენ შემ­დე­გი ძი­რი­თა­დი მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბით: სას­კო­ლო სას­წავ­ლო გეგ­მის გან­ვი­თა­რე­ბა და და­ნერ­გ­ვა; სკო­ლის მარ­თ­ვის ეფექ­ტი­ა­ნი მიდ­გო­მე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა; წინსვლისა და განვითარების ხელშემწყობი შეფასების სისტემის შექმნა; ციფ­რუ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის ინ­ტეგ­რი­რე­ბა სწავ­ლა-სწავ­ლე­ბის პრო­ცეს­ში. მათი მთა­ვა­რი ამო­ცა­ნაა და­ეხ­მა­რონ სკო­ლას სას­კო­ლო კლი­მა­ტი­სა და სწავ­ლა-სწავ­ლე­ბის ხა­რის­ხის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­ში. 
  დღეს, 24 აპრილს სკოლას ეწვია ნიკო სილაგაძე − ეროვნული კურიკულუმის განვითარების ექსპერტი. იგი  დაესწრო მორიგ შეხვედრას, რომელსაც უძღვებოდა ქალბატონი ხათუნა ფირცხალაშვილი. შეხვედრა წარიმართა ძალიან პროდუქტიულად, პედაგოგებმა გაიხსენეს  და შეაჯამეს განვლილი მასალა, განიხილეს დავალებები. ადგილზე, ჯგუფებში იმუშავეს მატრიცებზე განიხილეს შესრულებული დავალებები.  
შეხვედრის ბოლოს ბატონმა ნიკომ უპასუხა მასწავლებლების მიერ დასმულ შეკითხვებს. შეხვედრა წარიმართა კითხვა-პასუხის რეჟიმში. დასასრულს მან გამოთქვა იმედი და მოლოდინები პროექტის წარმატებისა.  შეხვედრას ასევე ესწრებოდა სკოლის დირექტორი ბატონი თენგიზ თაბუკაშვილი და საგანმანათლებლო ლიდერების ექსპერტი ქალბატონი ნინო უგლავა. 



No comments:

Post a Comment