
პოეტსა და დრამატურგს, გიორგი ერისთავს, განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის
ქართული თეატრის განვითარებაში. 1850 წელს სწორედ გიორგი ერისთავი ედგა
სათავეში პროფესიული ქართული თეატრის შექმნას, რომელსაც ის უშუალოდ
ხელმძღვანელობდა 1850-1856 წლებში. მან ჩაუყარა საფუძველი ქართულ თეატრსა და
დრამატურგიაში კრიტიკული რეალიზმისა და კომედიოგრაფიის განვითარებას.
ერისთავმა დააარსა პირველი ქართული ლიტერატურული ჟურნალი „ცისკარი“ და, რაც
მთავარია, ქართულ დრამატურგიას დაუტოვა ისეთი უკვდავი პიესები, როგორებიცაა:
„გაყრა“, „დავა“, „ძუნწი“ და გადმოქართულებული პიესა „უჩინმაჩინის ქუდი“.
No comments:
Post a Comment