Tuesday, October 29, 2019

გაკვეთილი გეომეტრიაში მე-3დ კლასში, პედაგოგი ირმა კოჭბიანი


    ,,ახალი სკოლის მოდელის“ სასკოლო კურიკულუმის განვითარების და დანერგვის ფარგლებში, ამა წლის 18 ოქტემბერს 36-ე საჯარო სკოლის მე-3 დ კლასში / პედ. ირმა კოჭბიანი/ ჩატარდა გაკვეთილი მათემატიკაში. მიმართულება: გეომეტრია. ,,სივრცული გეომეტრიული ფიგურები: კუბი, მართკუთხა პარალელეპიპედი, პირამიდა, ბირთვი. გაკვეთილს ესწრებოდა განათლების და მეცნიერების სამინისტროს ექსპერტი: ხათუნა ფირცხალაშვილი.
    გაკვეთილი დაიწყო წინარე ცოდნის გააქტიურებით, მოსწავლეებმა ჩამოთვალეს ბრტყელი გეომეტრიული ფიგურები, დაასახელეს და აღწერეს თითოეული ფიგურა. შემდეგ  ისაუბრეს, რატომ უწოდებენ ამ ფიგურებს ბრტყელს. მასწავლებელმა უჩვენა მოსწავლეებს სივრცული ფიგურების ილუსტრაცია. მოსწავლეებმა დაასახელეს სივრცული ფიგურები, ისაუბრეს,  რატომ უწოდებენ ამ ფიგურებს სივრცულს. სად გვხვდება სივრცული ფიგურები გარდა მათემატიკის გაკვეთილისა.
მოსწავლეებმა შეასრულეს კომპლექსური დავალება: ამოიცნეს სივრცული ფიგურები, შექმნეს ჯგუფებში კუბი, მართკუთხა პარალელეპიპედი, პირამიდა, ბირთვი მიწოდებული ბრტყელი გეომეტრიული ფიგურების, პლასტელინის და ჩხირების გამოყენებით. დასრულების შემდეგ აღწერეს და ახსენეს. ნამუშევრები. გაკვეთილმა ჩაიარა საქმიან და თანამშრომლობით გარემოში.

    გაკვეთილის ბოლოს მასწავლებელმა  ირმა კოჭბიანმა განათლების და მეცნიერების სამინისტროს ექსპერტ ხათუნა ფირცხალაშვილისგან მიიღო კონსტრუქციული უკუკავშირი.

Friday, October 18, 2019

წრე სახვით და გამოყენებით ხელოვნებაში


 მოგესალმებით სსიპ ქალაქ ქუთაისის N36 საჯარო სკოლაში მუშაობას იწყებს სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების წრე,  რომელსაც წარუძღვება  მასწავლებელი იზა მელაძე. მსურველებს შეუძლიათ მიმართოთ სკოლის დირექციას, დამრიგებლებს ან წრის ხელმძღვანელს. 

წრის მეცადინეობები ჩატარდება კვირაში ერთხელხუთშაბათი ,1საათზემუშაობის ხანგრძლივობა 1 საათი.


წრის დასახელება -- „ხელოვნება და  ჩემი სამყარო“
წრის  ხელმძღვანელი- სსიპ ქალქ ქუთაისი N36 საჯარო9 სკოლის სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებელი იზა მელაძე
წრის მუშაობის მიზანი:
წრის მიზანია სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების თემატიკის ღრმად დაუფლება. მოსწავლეთა ინტერესებისა და შემოქმედებითი უნარ-ჩვევების ამაღლება, ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების თემატიკის, სტანდარტისა და ინდიკატორების მოთხოვნათა უფრო ღრმად შესწავლა.      მოსწავლეთა  ცოდნის გაღრმავება და ჰარმონიული განვითარება ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით; შემოქმედებითი აქტივობების გაღვივება, მოსწავლეთა თვითგამოხატვისა და ანალიზის უნარების წარმოჩენა; თანამშრომლობითი უნარების განვითარება.

·         წრის მოკლე დახასიათება:

წრის მუშაობის აუცილებელი პირობაა,დავანახოთ მოსწავლეებს ხელოვნების განსაკუთრებული როლი საზოგადოებრივ ცხოვრებაში, რომ ხელოვნება ხალხის ფიქრის და განცდის გამოხატვის ულამაზესი საშუალებაა, ადამიანის სულიერი ცხოვრების აუცილებელი მოთხოვნაა. განვუვითაროთ ხელოვნების ნიმუშების აღქმის, შეფასებისა და შექმნის უნარები; დავეხმაროთ მათ ხელოვნების ,,ენის'' შესწავლასა და მისი საშუალებით ეროვნულ და მსოფლიო კულტურულ ფასეულობებთან ზიარებაში. აგრეთვე მივცეთ საშუალება მოიძიონ და დაათვალიერონ ქართველ თუ საზღვარგარეთელ ხელოვანთა ნამუშევრები, შეისწავლონ მათთვის სასურველი მასალებით ნაკეთობების დამზადება, განვუვითაროთ მუშაობის პროცესში თანამშრომლობითი უნარი.




აქტივობები:

·         კითხვა-პასუხი;
·         ინფორმაცია;
·         ვიზუალური მასალის გაცნობა, დაკვირვება;
·         პრაქტიკული სამუშაოები;
·         ჯგუფური საწრეო პრეზენტაცია;
·         დისკუსია;
·         ნამუშევრების ანალიზი.


საჭირო რესურსები:
 
ფერადი ქაღალდები,წებო, მაკრატელი, ფორმატები, თიხა, მეორეული ნივთები, მარკერები, თექა, ასანთის კოლოფები, კომპიუტერი, პროექტორი.


მოსალოდნელი შედეგები:

ხელოვნება -...VI.12 
 )მოსწავლე აცნობიერებს, რა როლს ასრულებს ხელოვნება საზოგადოების ცხოვრებაში;
ხელოვნება - ... VII.8. 
 )მოსწავლეს შეუძლია წარმოაჩინოს, რომ ხელოვნება არის თვითგამოხატვის და კომუნიკაციის საშუალება. სხვადასხვა მასალისა და ტექნიკის გამოყენებით ქმნის შემოქმედებით ნამუშევარს.
ხელოვნება - ... VI. 12-
 )მოსწავლე  იღრმავებს ცოდნას როგორც სხვადასხვა ქვეყნის, ასევე ქართული ხელოვნების მიმართ , ეცნობა მათ  მიერ შექმნილ ნამუშევრებს და აანალიზებს მათ.
ხელოვნება - ...VI.6.-  
)მოსწავლეები სწავლობენ ერთმანეთთან თანამშრომლობას. შეუძლია გუნდური მუშაობა

გარემო: კეთილგანწყობილი და მოსწავლეთათვის ხელშემწყობი.


საწრეო მუშაობის პროგრამა, საწრეო მუშაობის ხანგრძლივობა და შეხვედრების განრიგი
                                         

N
თემა
მიზანი
რესურსი
1
წრის  მონაწილეებთან სამუშაო  გეგმის გაცნობა
სოციალური  უნარების 
განვითარება; წრის  მონაწილეებს  შორის მეგობრული  ურთიერთობის  ჩამოყალიბება.

წრის  სამუშაო 
გეგმა
2
რა არის ხელოვნება? ხელოვნების წარმოშობის თეორიები:

მოსწავლემ  შეძლოს   მსჯელობა  საკითხთან  დაკავშირებით  და  გაიღრმავოს  ცოდნა    ხელოვნების  წარმოშობის 
4  ძირითადი  თეორიის  შესახებ.

წრის  ხელმძღვანელის ლექცია; ინტერნეტ-რესურსი; სახვითი  ხელოვნების  სახელმძღვანელო-8 კლ.

3
ხელოვნების წარმოშობის თეორიების მიხედვით ნახატის შესრულება ;
პრაქტიკული  უნარ-ჩვევების  განვითარება
სახატავი  ფურცელი, ფანქრები, საშლელი, საღებავები.
4
ძველი   სამყაროს ხელოვნება : ძველი  ეგვიპტე არქიტექტურა  და ხელოვნებანახატის   შესრულება   თემაზე; ძველი  ეგვიპტის კედლის მხატვრობა

მოსწავლე   გაეცნოს  ძველი  ეგვიპტის  არქიტექტურას  და  ხელოვნებას მოსწავლემ  შეძლოს   მიღებული  ცოდნის   საფუძველზე   ნახატის შესრულება
ხელმძღვანელის  ლექცია; ინტერნეტ-რესურსი სახატავი ინსტრუმენტები
5
პრაქტიკული   სამუშაო  „შემოდგომის  პეიზაჟი “ჩანახატების საფუძველზე  და  სიმღერასთან ასოცირება

მოსწავლემ   შეძლოს სახვითი ხელოვნების   ელემენტებისა   და  პრინციპების   გამოყენებანამუშევარში,პრაქტიკული   სამუშაო  „შემოდგომის  პეიზაჟი“


სახატავი  რვეული, ფანქრები
6
მოსწავლეთა  ნამუშევრების   წარმოდგენა  და  სიმღერასთან  ასოციაცია
მოსწავლეებმა  შეძლონ  ნახატის  სიმღერასთან  ასოცირება  სიმღრების   წარმოდგენა
მოსწავლეთა  ნამუშევრები, გიტარა, მოწვეული   სსხვა   კლასის   მოსწავლეები 
7
დისკუსია  თემაზე:
„ადამიანი  და  სამყარო

ოსწავლემ  შეძლოს  მსჯელობა  რა  როლი  ენიჭება  ადამიანს  და   ბუნებას  სხვადასხვა  მხატვრების  შემოქმედებაში
ნახატების  რეპროდუქციები.
8
ნახატის  დახატვა  თემაზე: ადამიანი  და  სამყარო.
მოსწავლემ ამოირჩიოს  და შეძლოს  ნახატის  დახატვა  თემაზე:
1ადამიანი  ბატონობს  ბუნებაზე
2.ადამიანი  ბუნების  მეგობარია
3.ბუნება  ბატონობს  ადამიანზე
4.ადამიანი  ბუნების  დამანგრეველია

სახატავი  ფურცლები,
ფანქრები,  საღებავები  და სხ.

9
თემა:გამოყენებითი  ხელოვნების 
დარგები,რომელია  ჩემთვის  უფრო  საინტერესო
მოსწავლე  გაეცნოს   გამოყენებითი  ხელოვნების  სხვადასხვა
დარგებს,შეძლოს  მსჯელობა  და  გამოყოს  მისთვის  ყველაზე  საინტერესო დარგი

მინი-ლექცია--მასწავლებელი
მოსწავლეების 
მსჯელობა.

10
გამოყენებითი  ხელოვნების  ნიმუშების  შექმნა:
ნაქარგი,სამკაულები.
მოსწავლემ  გამოიყენოს  არსებული  ცოდნა  და   უნარი  ნამუშევრის  
შექმნისას.
ფერადი  ძაფები,ნემსი,ფერადი  მძივები,ბისერები.
11
დიდ  ფორმატზე  ნატურმორტის   -„ყვავილები  ქოთანში“ გაკეთება   აპლიკაციის
ხერხით.ჯგუფური  მუშაობა.


მოსწავლემ  შეძლოს  სხვადასხვა  ფორმის  
ყვავილების   გაკეთება   ნატურმორტისთვის.


დიდი  ფორმატი,
ფერადი 
ქაღალდები,მაკრატელი, წებო



12
შესრულებული  ნამუშევრების  გამოფენის   გაკეთება

მოსწავლემ  შეძლოს  ღონისძიების  დაგეგმვა  და  გაკეთება.


13
მოსწავლეებმა  გააკეთონ  პრეზენტაცია:როგორ
ხვდებიან  ახალ  წელს
სხვადასხვა  ქვეყნებში.
მოსწავლემ  შეძლოს  შეძლოს  ინფორმაციის მოძიება  კომპიუტერული ტექნოლოგიების  გამოყენებით  და 
სხვა  წყაროებიდან.
გაკეთებული  პრეზენტაცია.
14
საახალწლო  გაზეთის 
გამოშვება
მოსწავლეებმა  შეძლონ  სხვადასხვა  მასალის  გამოყენებით  ჯგუფური
გაზეთის  გამოშვება.
დიდი  ფორმატის  თეთრი  ქაღალდი,ფერადი  ფლომასტერები  ,საღებავები  და  სხ.