Tuesday, October 29, 2019

გაკვეთილი გეომეტრიაში მე-3დ კლასში, პედაგოგი ირმა კოჭბიანი


    ,,ახალი სკოლის მოდელის“ სასკოლო კურიკულუმის განვითარების და დანერგვის ფარგლებში, ამა წლის 18 ოქტემბერს 36-ე საჯარო სკოლის მე-3 დ კლასში / პედ. ირმა კოჭბიანი/ ჩატარდა გაკვეთილი მათემატიკაში. მიმართულება: გეომეტრია. ,,სივრცული გეომეტრიული ფიგურები: კუბი, მართკუთხა პარალელეპიპედი, პირამიდა, ბირთვი. გაკვეთილს ესწრებოდა განათლების და მეცნიერების სამინისტროს ექსპერტი: ხათუნა ფირცხალაშვილი.
    გაკვეთილი დაიწყო წინარე ცოდნის გააქტიურებით, მოსწავლეებმა ჩამოთვალეს ბრტყელი გეომეტრიული ფიგურები, დაასახელეს და აღწერეს თითოეული ფიგურა. შემდეგ  ისაუბრეს, რატომ უწოდებენ ამ ფიგურებს ბრტყელს. მასწავლებელმა უჩვენა მოსწავლეებს სივრცული ფიგურების ილუსტრაცია. მოსწავლეებმა დაასახელეს სივრცული ფიგურები, ისაუბრეს,  რატომ უწოდებენ ამ ფიგურებს სივრცულს. სად გვხვდება სივრცული ფიგურები გარდა მათემატიკის გაკვეთილისა.
მოსწავლეებმა შეასრულეს კომპლექსური დავალება: ამოიცნეს სივრცული ფიგურები, შექმნეს ჯგუფებში კუბი, მართკუთხა პარალელეპიპედი, პირამიდა, ბირთვი მიწოდებული ბრტყელი გეომეტრიული ფიგურების, პლასტელინის და ჩხირების გამოყენებით. დასრულების შემდეგ აღწერეს და ახსენეს. ნამუშევრები. გაკვეთილმა ჩაიარა საქმიან და თანამშრომლობით გარემოში.

    გაკვეთილის ბოლოს მასწავლებელმა  ირმა კოჭბიანმა განათლების და მეცნიერების სამინისტროს ექსპერტ ხათუნა ფირცხალაშვილისგან მიიღო კონსტრუქციული უკუკავშირი.

No comments:

Post a Comment