Wednesday, November 27, 2019

პროექტის ფარგლებში ხელგარჯილობის შედეგები


ხელგარჯილობის კლუბის შეხვედრა.  ბავშვებმა დაამზადეს სხვდასხვა ხელნაკეთი აქსესუარები, უკვე გამოყენებული ნივთებისგან (ნათურა, ნიჟარა, ძველი საახალწლო სათამათშოები, თექის ნარჩენები )  შექმნეს  თანამედროვე  და ორიგინალური დეკორაციები. (კლუბის მუსაობას კოორდინაციას უწევდა ია კაშია)
        საქართველოს მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროს  ,,ინკლუზიური სწავლების ხელშეწყობის“ პროგრამის  ,,განათლების მიღების  მეორე შესაძლებლობა სოციალური ინკლუზიით“  სსიპ ქალაქ ქუთაისის N36 საჯარო სკოლაში მიმდინარეობს  პროექტი ,,ერთად მომავლისკენ“ რომელიც ითვალსწინებს მოლდაველი მოსწავლეების ჩართლობას ხელგარჯილობის  და თეატრის კლუბში თავიანთ თანაკლასელებთან ერთად.




Monday, November 25, 2019

პროექტი ,,ერთად მომავლისკენ“


        სოციალური ინკლუზიის ქვეპროგრამის ფარგლებში სსიპ ქალაქ ქუთაისის N36 საჯარო სკოლაში ხორციელდება პროექტი სახელწოდებით ,,ერთად მომავლისკენ“ რომილის მიზანსაც წარმოადგენს ეთნიკური უმცირესობების კერძოდ მოლდაველი მოსწავლეების სასწავლო გარემოში და სხვადასხვა სასკოლო ღონისძიებებში სრულფასოვანი ჩართვის ხარისხის გაუმჯობესება.
პროექტის ხელმძღვანელები არიან ქიმია-ბიოლოგიის პედაგოგი ლელა გრძელიშვილი და სამოქალაქო განთლების მასწავლებელი ია კაშია.  მოლდაველი მოსწავლეები თავიანთ თანაკლასელებთან ერთად მონაწილეობას მიიღებენ სპექტაკლში ,,უკანასკნელი ფოთოლი“ და ამავე დროს ხელგარჯილობის კლუბში ისწავლიან ხელნაკეთი ნივთების დამზადებას. სკოლაში მოეწყობა  ნაკეთობების გამოფენა გაიმართება სპექტაკლის ჩვენება.

პროექტის  ფარგლებში სკოლაში უკვე ჩატარდა რეკრუტირება  პროგრამის მოხალისეებმა დავით ბიბილეიშვილმა და ლადო არჩაიამ მონაწილეებს ესაუბრეს ადამიანის უფლებებზე, მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობაზე და ტოლერანტული კულტურის მნიშვნელობაზე.

Thursday, November 21, 2019

გაკვეთილები ტანვარჯიშში

ტანვარჯიშში მეცადინეობები ტარდება ყოველ პარასკევს. პირველი მეცადინეობაზე 3 ოქტომბერს განვიხილეთ და ვისაუბრეთ წრის მიზნებზე, საორგანიზაციო საკითხებზე. ვისაუბრეთ სპორტის სახეობებზე. კონკრეტულად გავამახვილეტ ყურადღება ტანვარჯიშის მნიშვნელობაზე, მის როლზე ადამიანის ფიზიკურ თუ სულიერ როლზე. გვქონდა საუბარი ტანვარჯიშის განვითარების ისტორიაზე. გავეცანით ტანვარჯიშის სახეებს.

 5 ოქტომბერის შეხვედრის თემა იყო:  ჯანმრთელობისათვის სასარგებლო და მავნე საკვების ზეგავლენა  ორგანიზმზე. სწორი ტანდეგობის ჩამოყალიბების აუცილებელი უნარ ჩვევები. გავიარეთ სამწყობრო ვარჯიშები.



10 ოქტომბერს გავიხსენეთ წინა გაკვეთილ;ების განვლილი მასალა და ვივარჯიშეთ სამწყობრო ვარჯიშებზე.სიარული და რბენა სხვადასხვა ხერხით.წინზნექები და უკუზნექები.



მომდევნო შეხვედრებზე  17-20 და 24 ოქტომბერს სამწყობრო ვარჯიშებზე და ზოგადგანმავითარებელი ვარჯიშთა კომპლექსის შესწავლაზე ვიმუშავეთ. ვარჯიშები მოქნილობაზე. წონასწორობაზე. აგრეთვე ზ.გ.ვარჯიშთა კომპლექსი. გაწელვითი ვარჯიშები -,,შპაკატი“./



26 ოქტომბერს- ზ.გ.ვარჯიშთა კომპლექსი. ბაგირზე ცოცვა სხვადასხვა ხერხით (ფეხის დახმარებით და დაუხმარებლად).

31 ოქტომბერს ზ.გ.ვარჯიშთა კომპლექსი.ვარჯისები:,,ხიდი“  ,,შპაკატი’’ ,,სანთელი“. 

  



2 ნოემბერს გავიხსენეთ წინა მეცადინეობაზე შესწავლილი ვარჯიშები და ყურადღება გავამახვილეთ ვარჯიში -,,მაკრატელა“ შესწავლაზე წონასწორობის განვითარებისთვის. 



7 ნოემბერს ვისაუბრეთ სქოლიოზის შესახებ, აღმოჩნდა რომ ბავშვების უმეტესობამ ამ დაავადების შესახებ იციან და რამოდენიმეს დაწყებითი სტადიაც არმოაჩნდა , ამიტომ მათთან სხვა კუთხის მუშაობა დაგვჭირდება .

სქოლიოზი-ის სურათის შედეგისქოლიოზი-ის სურათის შედეგი

 მოსწავლეებს გავაცანი სქოლიოზის წარმოშვების რისკები. დავიხმარეთ ვიდეო მასალა. ვანახე და მოვუსმინეთ ექიმის რეკომენდაციებს https://www.youtube.com/watch?v=9GA9VauaTt4


9 -14, 16,21  ნოემბერს ისევ გავიხსენეთ სქოლიოზის შესახებ რაც ვისწავლეთ და  სქოლიოზის ვარჯიშთა კომპლექსებზე გავამახვილეთ ყურადღება . 


სქოლიოზი-ის სურათის შედეგი


28 და 30 ნოემბერს მეცადინეობა გვქონდა, გავაკეთეთ მოთელვა და ვივარჯიშეტ ზ.გ ვარჯიშებიზე, სატანვარჯიშო ჯოხებით და ზ.გ.ვარჯიშების შესწავლა სატანვარჯიშო რგოლებით.







გაკვეთილები ხელოვნებაში

პირველ შეხვედრაზე  წრის  მონაწილეებს გავაცანი  სამუშაო  გეგმა, მიზნები. ვისაუბრეთ მოლოდინებზე და გავიცანით ერთმანეთი. 



მეორე შეხვედრაზე ვისაუბრეთ რა არის ხელოვნება? ხელოვნების წარმოშობის თეორიებზე. რა როლს ასრულებს ხელოვნება ადამიანის განვითარებაზე. რას ნიშნავს სიტყვა ხელოვნება ,,ვრცლად” . განვსაზღვრეთ, რომ ხელოვნება, ვრცელი გაგებით, ადამიანის შემოქმედებისა და წარმოსახვის ფიზიკური გამოხატვაა ნაწარმოებებში, რომელიც აერთიანებს სინამდვილისა თუ მოგონილის მხატვრული გამოხატვის სხვადასხვა ფორმებს. სიტყვა ხელოვნება აღიქმება როგორც ბუნების საპირისპირო ცნება. ამ აზრით ხელოვნებას მიეკუთვნება ყველაფერი, რაც არაბუნებრივი წარმოშობისაა, ანუ შექმნილია ადამიანის (ავტორის, ხელოვანის) მიერ. თანამედროვე ინტერპრეტაციით, ხელოვნების განსაზღვრებები ასახავენ ესთეტიკურ კრიტერიუმებს, და ტერმინი ერთნაირად შეეხება ლიტერატურას, მუსიკას, ცეკვას, დრამატურგიას, მხატვრობას, სკულპტურასა და არქიტექტურას.
ვიწრო გაგებით, ხელოვნებაში გულისხმობენ მხოლოდ სახვით ხელოვნებას, ანუ ფერწერას, გრაფიკას და ხუროთმოძღვრებას. სიტყვა ხელოვანს მეტაფორული მნიშვნელობითაც იყენებენ და იგი აღნიშნავს ცოდნის, ოსტატობის მაღალ დონეს ნებისმიერ საქმიანობაში.


მესამე შეხვედრის თემა იყო ხელოვნების წარმოშობის თეორიების მიხედვით ნახატის შესრულება . მოსწავლეები შეეცადნენ თავიანტი გრძნობები და განცდები ამ თეორიების გათვალისწინებით გადმოეცათ.



ხელოვნებასთან მჭიდრო კავშირის დასამყარებლად მეოთხე თემად ავირჩიე ძველი   სამყაროს ხელოვნება : ძველი  ეგვიპტე არქიტექტურა  და ხელოვნება. ნახატის   შესრულება   თემაზე; ძველი  ეგვიპტის კედლის მხატვრობა. თემის განხილვის შემდეგ  მოსწავლეებმა მივეცი დავალება "თავად მოხატე კედელი".

შემოდგომის თემასთან დაკავშირებით შემდეგი შეხვედრა დაეტმო თემას-პრაქტიკული   სამუშაო  „შემოდგომის  პეიზაჟი “ჩანახატების საფუძველზე  და  სიმღერასთან ასოცირება. მოვისმინეთ ყანჩელის სიმღერა "ყვითელი ფოთლები".


თემის სათაური გახლდათ-ნახატის  დახატვა  თემაზე:ადამიანი  და  სამყარო. ვისაუბრეთ  აღვნიშნეთ, რომ  ადამიანი – სამყაროს უაღრესად მნიშვნელოვანი რგოლია. იგი – სამყაროში მოქმედი ენერგიების დამოუკიდებელი წყაროა. მის მიერ გამომუშავებული ენერგიის ხარისხი დიდათ არის დამოკიდებული მისი  ცნობიერებისა და აზროვნების ხარისხზე. ამავდროულად, მაღალი ცნობიერება და  სწორი აზროვნება აუცილებელია ადამიანის ბედნიერად ცხოვრებისათვის სამყაროში.

მეცხრე გაკვეთილის თემა იყო გამოყენებითი  ხელოვნების დარგები, რომელია ჩემთვის  უფრო  საინტერესო. მოსწავლეებმა აღნიშნეს რომ უყვართ მხატვრობა, კომპოზიციების შექმნა . 



ფრენბურთის წრე გოგონებისთვის

ყოველ პარასკევს 15 საათზე მიმდინარეობს მეცადინეობა სპორტულ წრეზე გოგონებისთვის. პედაგოგი თეონა გაბადაძე. 

პირველ შეხვედრაზე 4 ოქტომბერს მოსწავლეები გაეცვნენ მუშაობის მიზანს, ვისაუბრეთ მოლოდინებზე, ფრებბურთის მოკლე ისტორიაზე და შევეხეთ  თავდასხმაში თამაშის ტექნიკის მნიშვნელობას.ფრენბურთის თამაშის ტექნიკა მოიაზრებს შემდეგს:

  • თავდასხმაში თამაშის ტექნიკა
  • გადაადგილებები
  • ბურთის ფლობის ტექნიკა
  • ჩაწოდებები
  • ბურთის ჩაწოდების ვარჯიშები
  • დგომების და გადაადგილების შესწავლა
  • ვარჯიშები
  • ბლოკირების ვარჯიშები

მე-2 შეხვედრა შედგა 11 ოქტომბერს ვისაუბრეთ და გავიხსენეთ წინა გაკვეთილზე განხილული თემები თამაშის ტექნიკაზე და ვნახეთ ინტერნეტ რესურსი https://prenburti.wordpress.com/2012/08/09/%E1%83%A4%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%91%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%90-2/
ვისაუბრეთ გადაადგილებებზე.



მე-3 შეხვედრაზე 18 ოქტომბერს  ბურთის ფლობის ტექნიკაზე გვქონდა მეცადინეობა, სისწრაფეზე და მოქნილობაზე . გავეცანით ინტერნეტ რესურსს და ვნახეთ თამაშის დროს რა ტექნიკას იყენებენ უცხოელი სპორტსმენები http://www.volleyball.world/en/vnl/news/gabi-spurs-on-brazil-in-sweep-of?id=82412

მე-4 შეხვედრა ჩატარდა 25 ოქტომბერს ჩაწოდებებზე.

.
1 ნოემბერს შედგა მე-5  შეხვედრა და მოსწავლეები გაეცვნენ გადაცემებსა და თავდასხმით დარტყმებს. 



მორიგი შეხვედრა შედგა 8 ნოემბერს . განვიხილეთ ბურთის მიღება და ბლოკის გაკეთება, დაცვაში მობილიზება და სტრატეგიების შემუშავება.



15 ნოემბრის თემა იყო დგომების და გადაადგილებების შესწავლა და ვარჯიშები