Saturday, November 16, 2019

"რას გვირჩევს მოხუცი მეტყევე", პედაგოგი მარინე ტვილდიანი

სსიპ ქალაქ ქუთაისის 36-ე საჯარო სკოლის მე-3 ბ კლასის მასწავლებელმა მარინე ტვილდიანმა ჩაატარა გაკვეთილი მშობლიურ ენაში თემაზე "რას გვირჩევს მოხუცი მეტყევე". მოსწავლეებმა ისაუბრეს ტყის მნიშვნელობაზე, გამოთქვეს ანდაზები და გამონათქვამები ტყეზე. გაიხსენეს ტყეში ქცევის წესები. მოისმინეს რევაზ ლაღიძის მუსიკა " ტყე შეუნახე შვილებსა". გააშინაარსეს წაკითხული ლექსი და მასთან შესაბამისობაში შექმნეს ილუსტრაციები, როგორც "ელექტრონული რესურსით", ასევე საძერწებითა და სახატავი საშუალებებით. ბავშვებმა მოაწყვეს მათ მიერ შესრულებული ნამუშეცრების გამოფენა და პრეზენტაცია.

No comments:

Post a Comment