Saturday, November 16, 2019

ფრენბურთის წრე ვაჟებისათვის

ყოველ ხუთშაბათს 1 საათზე მიმდინარეობს მეცადინეობა სპორტულ წრეზე ფრენბურთში ვაჟებისათვის. პედაგოგი კახაბერ ტყეშელაშვილი. მასში გაწევრიანებულია 16 მოსწავლე.
პირველ შეხვედრაზე 3 ოქტომბერს მოსწავლეები გაეცვნენ მუშაობის მიზანს, ვისაუბრეთ მოლოდინებზე, ფრებბურთის მოკლე ისტორიაზე და შევეხეთ  თავდასხმაში
 თამაშის ტექნიკის მნიშვნელობას.ფრენბურთის თამაშის ტექნიკა მოიაზრებს შემდეგს:

  • თავდასხმაში თამაშის ტექნიკა
  • გადაადგილებები
  • ბურთის ფლობის ტექნიკა
  • ჩაწოდებები
  • ბურთის ჩაწოდების ვარჯიშები
  • დგომების და გადაადგილების შესწავლა
  • ვარჯიშები
  • ბლოკირების ვარჯიშები

მე-2 შეხვედრა შედგა 10 ოქტომბერს,მხოლოდ 2 მოსწავლე არ მესწრებოდა ავადმყოფობის გამო, ვისაუბრეთ და გავიხსენეთ წინა გაკვეთილზე განხილული თემები თამაშის ტექნიკაზე და ვისაუბრეთ გადაადგილებებზე.

მე-3 შეხვედრაზე 17 ოქტომბერს  ბურთის ფლობის ტექნიკაზე გვქონდა მეცადინეობა, სისწრაფეზე და მოქნილობაზე .

მე-4 შეხვედრა ჩატარდა 24 ოქტომბერს ჩაწოდებებზე.

.
31 ოქტომბერს შედგა მე-5  შეხვედრა და მოსწავლეები გაეცვნენ გადაცემებსა და თავდასხმით დარტყმებს. 



მორიგი შეხვედრა შედგა 7 ნოემბერს . განვიხილეთ ბურთის მიღება და ბლოკის გაკეთება, დაცვაში მობილიზება და სტრატეგიების შემუშავება.



14 ნოემბრის თემა იყო დგომების და გადაადგილებების შესწავლა და ვარჯიშები



No comments:

Post a Comment