პირველ შეხვედრაზე წრის მონაწილეებს გავაცანი სამუშაო გეგმა, მიზნები. ვისაუბრეთ მოლოდინებზე და გავიცანით ერთმანეთი.
მეორე შეხვედრაზე ვისაუბრეთ რა არის ხელოვნება? ხელოვნების წარმოშობის თეორიებზე. რა როლს ასრულებს ხელოვნება ადამიანის განვითარებაზე. რას ნიშნავს სიტყვა ხელოვნება ,,ვრცლად” . განვსაზღვრეთ, რომ ხელოვნება, ვრცელი გაგებით, ადამიანის შემოქმედებისა და წარმოსახვის ფიზიკური გამოხატვაა ნაწარმოებებში, რომელიც აერთიანებს სინამდვილისა თუ მოგონილის მხატვრული გამოხატვის სხვადასხვა ფორმებს. სიტყვა ხელოვნება აღიქმება როგორც ბუნების საპირისპირო ცნება. ამ აზრით ხელოვნებას მიეკუთვნება ყველაფერი, რაც არაბუნებრივი წარმოშობისაა, ანუ შექმნილია ადამიანის (ავტორის, ხელოვანის) მიერ. თანამედროვე ინტერპრეტაციით, ხელოვნების განსაზღვრებები ასახავენ ესთეტიკურ კრიტერიუმებს, და ტერმინი ერთნაირად შეეხება ლიტერატურას, მუსიკას, ცეკვას, დრამატურგიას, მხატვრობას, სკულპტურასა და არქიტექტურას.
ვიწრო გაგებით, ხელოვნებაში გულისხმობენ მხოლოდ სახვით ხელოვნებას, ანუ ფერწერას, გრაფიკას და ხუროთმოძღვრებას. სიტყვა ხელოვანს მეტაფორული მნიშვნელობითაც იყენებენ და იგი აღნიშნავს ცოდნის, ოსტატობის მაღალ დონეს ნებისმიერ საქმიანობაში.

მესამე შეხვედრის თემა იყო ხელოვნების წარმოშობის
თეორიების მიხედვით ნახატის შესრულება . მოსწავლეები შეეცადნენ თავიანტი გრძნობები და განცდები ამ თეორიების გათვალისწინებით გადმოეცათ.
ხელოვნებასთან მჭიდრო კავშირის დასამყარებლად მეოთხე თემად ავირჩიე ძველი
სამყაროს ხელოვნება : ძველი ეგვიპტე არქიტექტურა და ხელოვნება. ნახატის
შესრულება თემაზე; ძველი ეგვიპტის კედლის მხატვრობა. თემის განხილვის შემდეგ მოსწავლეებმა მივეცი დავალება "თავად მოხატე კედელი".
შემოდგომის თემასთან დაკავშირებით შემდეგი შეხვედრა დაეტმო თემას-პრაქტიკული სამუშაო
„შემოდგომის პეიზაჟი “ჩანახატების საფუძველზე და სიმღერასთან ასოცირება. მოვისმინეთ ყანჩელის სიმღერა "ყვითელი ფოთლები".
თემის სათაური გახლდათ-ნახატის დახატვა თემაზე:ადამიანი
და სამყარო. ვისაუბრეთ აღვნიშნეთ, რომ ადამიანი – სამყაროს უაღრესად მნიშვნელოვანი რგოლია. იგი – სამყაროში მოქმედი ენერგიების დამოუკიდებელი წყაროა. მის მიერ გამომუშავებული ენერგიის ხარისხი დიდათ არის დამოკიდებული მისი ცნობიერებისა და აზროვნების ხარისხზე. ამავდროულად, მაღალი ცნობიერება და სწორი აზროვნება აუცილებელია ადამიანის ბედნიერად ცხოვრებისათვის სამყაროში.
მეცხრე გაკვეთილის თემა იყო გამოყენებითი ხელოვნების დარგები, რომელია ჩემთვის უფრო საინტერესო. მოსწავლეებმა აღნიშნეს რომ უყვართ მხატვრობა, კომპოზიციების შექმნა .
No comments:
Post a Comment