1923 წელს, კატალონიელი წიგნის გამყიდველების მიერ მიგელ დე სერვანტესისა და უილიამ შექსპირის გარდაცვალების დღეს, 23 აპრილს მოწყობილი წიგნების ფესტივალი ტრადიციად 1995 წელს იქცა.
„იუნესკოს“ გადაწყვეტილება მსოფლიომ დიდი ენთუზიაზმით მიიღო და წიგნის მსოფლიო დღე დიდ დღესასწაულად იქცა,რომელიც ყოველ წელს აღინიშნება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.
ნებისმიერ ეპოქაში წიგნი იქნება ადამიანის საკუკეთესო მეგობარი,სწორედ ამიტომ ჩვენ ხელი უნდა შევუწყოთ მის პოპულარიზაციას ახალ თაობაში.წიგნი ადამიანებს აძლევს უსაზღვრო შესაძლებლობას,რომელიც ყველა მათგანმა უნდა გამოიყენოს მაგიურ სამყაროში სამოგზაუროდ და განათლების უშრეტად მიღებისთვის.
მოსწავლეთა თვითმმართველობის წარმომადგენლები უკვე 2 წელია აქტიურად ვეწევით წიგნის პროპაგანდას მოსწავლეებში.უამრავ აქტივობასთან ერთად სკოლაში ფუნქციონირებს წიგნის მკითხველთა კლუბი,რომლის ფარგლებშიც შევძელით უამრავი წიგნის მოპოვება,პატარებისა და წიგნების დამეგობრება და წიგნიერი გარემოს შექმნა.
ჩვენი სკოლა წელსაც დიდი მონდომებით ჩაერთო გიორგი კეკელიძე • Giorgi Kekelidze-ს კამპანიაში ,,აჩუქე წიგნი" და მოსწავლეებმა მთელი გულით გაცვალეს ერთმანეთში წიგნები და ერთმანეთს უამრავი ახალი და დაუვიწყარი თავგადასავალი აჩუქეს.
ასევე მოსწავლეებმა თავისი ხელით შექმნეს დეკორაციები სხვადასხვა ნაწარმოების თემატიკაზე და გამოეწყვნენ თავიანთი საყვარელი პერსონაჟების ფორმებში.
No comments:
Post a Comment