Thursday, April 6, 2023

"ჯანმრთელი ყველაფერი შესანიშნავია"

 სსიპ ქ.ქუთაისის NN 36 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა თვითმმართველობისა და სამოქალაქო კლუბი „მომავლის მოქალაქე“ ინიციატივით ჯანმრთელობის კვირეული გაიმართა. ღონისძიების ხელმძღვანელი ია კაშია.

✅ ჯანმრთელობის მსოფლიო დღის აღნიშვნა უკავშირდება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის დაარსების თარიღს - 1948 წლის 7 აპრილს..
✅ კვირეულს მიზანს წარმოადგენს ჯანმრთელობის კუთხით მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლება, სოციალურ დაავადებებზე და იმუნიზაციის მნიშვნელობაზე ინფორმაციის მიწოდება.
✅ პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა ითანამშრომლეს აწსუს უნივერსიტეტთან და სკოლაში მოიწვიეს ასოცირებული პროფესორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი ბატონი, გიორგი გაბუნია.
ბ-ნ გიორგიმ მოსწავლეებს საინტერესოდ და ამომწურავად ესაუბრა ჯანდაცვის ხელმისაწვდომობაზე, არსებულ პრაქტიკაზე და იმ გამოწვევებზე, რაც გარდატეხის ასაკში მყოფი მოზარდების წინაშე დგას. შეხვედრაზე ხაზი გაესვა პირველადი დახმარების გაწევის აუცილებლობის მნიშვნელობის გააზრებას. აქვე გაჩნდა იდეა სკოლაში დაარსდეს კლუბი „გადაუდებელი დახმარება“, რომლის ფარგლებშიც მოსწავლეები აღიჭურვებიან შესაბამისი ცოდნითა და უნარებით და საჭიროების შემთხვევაში შეძლებენ პირველადი დახმარების გაწევას.
✅ შეხვედრის დასასრული ინტერაქციულად წარიმართა .მოსწავლეები სვამდნენ შეკითხვებს და იღებდნენ პროფესიონალურ რჩევებს.
✅ გიზიარებთ რამდენიმე მოსაწვლის შეფასებას და უკუკავშირს : 15 წ. მარი- ეს დღე არასდროს დამავიწყდება,აუცილებლად გავითვალისწინებ რჩევებს. 13 წ..ნინი- რამდენი რამ უნდა ვიცოდეთ თურმე რომ ჩვენს ჯანმრთელობას არ ვავნოთ. 14 წლის დიმა_ მას, რამხელა პასუხისმგებლობაა ექიმობა,რა საინტერესო დღე იყო.













No comments:

Post a Comment