სსიპ ქალაქ ქუთაისის IIIდ (დამრიგებელი თეონა გაბუნია)კლასში მშობლის ჩართულობით გაიმართა შეხვედრა ჯანმრთელობის მსოფლიო დღის აღსანიშნავად. სტომატოლოგიური კაბინეტის „დენტალ-ლიდერის“ ექიმ-სტომატოლოგი, ელგა თევზაძე მოსწავლეებს ესაუბრა რამდენად მნიშვნელოვანია პირის ღრუს ჰიგიენა ადამიანის ჯანმრთელობისთვის, როგორ უნდა გავიხეხოთ სწორად კბილები, რა საშუალებები უნდა გამოვიყენოთ პირის ღრუს იდეალური სისუფთავისთვის. რომელი პროდუქტი აყენებს განსაკუთრებულ ზიანს ჩვენს კბილებს და რომელია მისთვის სასარგებლო. ბავშვებმა თეორიული ცოდნა გაამყარეს პრაქტიკული აქტივობით. დასვეს მათთვის საინტერესო შეკითხვები, რაზეც ამომწურავი პასუხი და რჩევები მიიღეს პროფესიონალისგან.
No comments:
Post a Comment