Wednesday, April 5, 2023

კომპლექსური დავალება "გემი"

 იმდინარე წლის 27.03 - 05.04 სსიპ ქალაქ ქუთაისის N 36-ე საჯარო სკოლის 2-ა კლასში / პედაგოგი ი. კოჭბიანი/ ქართულ ენაში განხორციელდა კომპლექსური დავალება

თემა: საერთო ინტერესი ტექსტი: ერთი გემი /ნ. ბეზარაშვილი/ სამიზნე ცნება: სიტყვა, წინადადება, ტექსტი.
ქვეცნება: სამეტყველო ქმედება: აღწერა.
კომპლექსური დავალება გემის აღწერა
ჯგუფებში ააწყვეთ ერთი გემი. მუშაობის პროცესის თანმიმდევრობა და თქვენი გემი დეტალურად ზეპირად აღწერეთ. (გემის ასაგებად გამოიყენეთ ნებისმიერი მასალა და ნივთი.)
აღწერისას:
 თანამიმდევრობის სიტყვების გამოყენებით ასახეთ მუშაობის პროცესი;
 თანმიმდევრულად წარმოაჩინეთ გემის რაც შეიძლება მეტი ნიშან-თვისება;
 წინადადებები გაამდიდრე მრავალფეროვანი სიტყვებით.
დავალების წარდგენის შემდეგ ისაუბრე:
 რატომ ფიქრობ, რომ შენი აღწერა ნათლად წარმოსადგენი და გასაგები იქნება მსმენელისთვის (ფ. 1, 2, 3);
 რა სტრატეგიები გამოიყენე დავალების შესრულების დროს? (ფ. 4).
მოსწავლეები გაეცნენ გემების სურათებს და აღწერის ტექსტის ნიმუშებს, დააკვირდნენ აღწერას და შეავსეს სქემები აღნიშნეს მოქმედებათა თანმიმდევრობა და ამოწერეს ტექსტიდან თანმიმდევრობის აღმნიშვნელი სიტყვები. შევსებულ სქემაზე დაყრდნობით
განავრცეს მოკლე აღწერა. შემდეგ გადანაწილდნენ ოთხ ჯგუფად, ჩამოწერეს გემის ასაგებად საჭირო მასალები. მეორე დღეს შეუდგნენ გემების აგებას. დასრულების შემდეგ შეავსეს საკუთარი გემის მახასიათებლების სქემები, რაც გამოიყენეს პრეზენტაციის დროს. ნამუშევრები წარუდგინეს თანაკლასელებს. აღნიშნეს, რომ საერთო ინტერესს ხშირად პირად სურვილებზე წინ ვაყენებთ. დავალებაზე მუშაობის პროცესი სახალისო და საინტერესო გამოდგა პატარებისთვის.














No comments:

Post a Comment