Wednesday, April 23, 2025

დედამიწის დღისადმი მიძღვნილი ბუნების გაკვეთილი მე-2ა კლასში -ნანა ნაცვლიშვილი

 

🌳22 აპრილს, დედამიწის დღისადმი მიძღვნილი ბუნების გაკვეთილი მე-2ა კლასში განსაკუთრებული სითბოთი და მნიშვნელობით გამოირჩეოდა. მოსწავლეებმა გაიხსენეს პლანეტების და მზის შესახებ ნასწავლი მასალა, განიხილეს, მხოლოდ დედამიწაზე თუ არის სიცოცხლე და რას წარმოადგენს მზე როგორც სიცოცხლის წყარო. საუბარი შეეხო იმასაც, რა უფლებები და მოვალეობები გვაქვს პლანეტის დასაცავად.
🌳ბავშვები ჯგუფებად დაიყვნენ და შექმნეს პოსტერები, კომიქსები და "დედამიწის დამცველთა" წესები. ამ შემოქმედებითმა მუშაობამ არა მხოლოდ ცოდნის განმტკიცებას, არამედ ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლებასაც შეუწყო ხელი.
🌳გაკვეთილის კულმინაცია სკოლის ეზოში გაიმართა — მოსწავლეებმა მშობლებთან ერთად დარგეს მაგნოლიის ხე, როგორც სიყვარულისა და მზრუნველობის სიმბოლო დედამიწის მიმართ. გარდა ამისა, იზრუნეს სკოლის მიმდებარე ტერიტორიის სისუფთავეზეც — შეაგროვეს ნარჩენები და მოაწესრიგეს გარემო.
🌳 ეს დღე კიდევ ერთი მშვენიერი მაგალითი იყო იმისა, როგორ შეიძლება სკოლამ არა მხოლოდ ასწავლოს, არამედ აღზარდოს ბუნების მოყვარული და მზრუნველი მოქალაქე.









No comments:

Post a Comment