Tuesday, April 22, 2025

"აჩუქე წიგნი" - დამკვიდრებული ტრადიცია

 #აჩუქეწიგნი


წიგნის ჩუქება ყველა საჩუქარს ერთად მოიცავს: ცოდნასაც და განცდასაც, სიხარულსაც და ტკივილის გაძლების სწავლასაც, ნივთს, ჩაფიქრებას, დაკვირვებას, ამ დაკვირვებით გაკვირვებას. წიგნი კაცობრიობის მეხსიერების ჯამია,ლიტერატურა ყველაზე მთავარი და ყველაზე გენიალური გამოგონებაა კაცობრიობის ისტორიაში.
სსიპ ქალაქ ქუთაისის #36საჯარო სკოლაში. მე-3ა კლასელებმა უკვე დაამკვიდრეს წიგნის ჩუქების ტრადიცია. დიდი ყურადღებითა და მზრუნველობით შერჩეული ლიტერატურა დღეს საზეიმოდ გადასცეს ერთმანეთს. სამახსოვროდ წერილები დაურთეს, პირობაც არ დაავიწყდათ: ,,აუცილებლად წავიკითხავთ და მერე ერთმანეთს გავუზიარებთ შთაბეჭდილებებს!"








No comments:

Post a Comment