Monday, April 14, 2025

დედაენის დღე ქუთაისის N 36 საჯარო სკოლაში

📖 დედაენის დღესთან დაკავშირებით ქუთაისის N 36 საჯარო სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრამ მრავალფეროვანი აქტივობები განახორციელა:
✅კალიგრაფიის მასტერკლასი
✅ბლიცი ,, ვინ უკეთ იცის აფორიზმები”
✅ინტერვიუ სასკოლო საზოგადოებასთან.
✅სიტყვობანა- არა ბარბარიზმებს
✅ ვეფხისტყაოსნის სამაგიდო თამაში
✅სასკოლო კონფერენცია 2025
📖 მეათე კლასის მოსწავლეებმა დედაენის დღე მიულოცეს სასკოლო საზოგადოებას და მშობლიურ ენასთან დაკავშირებით დაუსვეს კითხვები. ენის სიწმინდის დასაცავად განახორციელეს აქტივობა ,, არა ბარბარიზმებს”
📖 ჩვენს სკოლაში თანატოლგანმანათლებლობის კულტურით ვამაყობთ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, სპორტის, განათლებისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის განათლების განყოფილების მიერ ორგანიზებულ კონკურსში ჩვენი სკოლის მოსწავლემ , მარიამ გოგიბერიძემ ( მასწავლებელი ხათუნა გეწაძე) ღირსეულად დაიკავა მესამე ადგილი. დედაენის დღეს კი ემოციები და გამოცდილება ჩვენი
📖სკოლის მოსწავლეებს გაუზიარა და მასტერკლასი ჩაატარა.
,, ვეფხისტყაოსნის” სიყვარულმა გააერთიანა როგორც საბაზო, ასევე საშუალო საფეხურის მოსწავლეები .
📖 ვსწავლობთ თამაშით:
✅,, ვეფხისტყაოსნის” სამაგიდო თამაში
✅აფორიზმების ბლიცი
📖განხორციელებული აქტივობები დააგვირგვინა კონფერენციამ. მოსწავლეებმა კონფერენცია გახსნეს მშობლიურ ენაზე ლექსების წაკითხვით.










No comments:

Post a Comment