Friday, April 11, 2025

გაკვეთილი, რომელიც მახსოვს…

მასწავლებლის პრაქტიკაში არის გაკვეთილები, რომლებიც რჩება მეხსიერებაში. ასეთი გაკვეთილის შემოქმედნი თავად მოსწავლეები არიან.
ასეთი იყო ისტორიის მასწავლებლის ინეზა კაციტაძის მიერ ჩატარებული გაკვეთილი მე-5 ბ კლასში – "ჩვენ საქართველოში".
მოსწავლეებმა პროექტის სახით, მეგრული და სვანური ფოლკლორის ფონზე, წარმოადგინეს საქართველოს კუთხეები – სამეგრელო და სვანეთი:
✅მათი გეოგრაფიული მდებარეობა
✅მეურნეობის ტიპები
✅დასახლების სტრუქტურა და საცხოვრებელი სახლების თავისებურებები
✅ისტორია
✅კულინარია და ღირშესანიშნაობები.
განსაკუთრებით აღსანიშნავია მოსწავლე მარიამ ლიპარტელიანის მიერ შესრულებული სვანური სიმღერა და ლექსები, რომლებმაც გაკვეთილს სული და სითბო შესძინა.
გაკვეთილი გამორჩეული იყო მოსწავლეთა გუნდური მუშაობით, შემოქმედებითი ხედვით და, რაც მთავარია, სიყვარულით საქართველოსა და მისი კუთხეებისადმი.









No comments:

Post a Comment