8 აპრილს, სსიპ ქუთაისის №36 საჯარო სკოლის VII(გ) კლასის მოსწავლეებმა ბიოლოგიის გაკვეთილზე (მასწავლებელი დარეჯან ოგანეზოვა) წარადგინეს პროექტი თემაზე: „საკვები და შხამიანი სოკოები“. მოსწავლეებმა წინასწარ მოიძიეს თემატური ინფორმაცია, შექმნეს საინფორმაციო პოსტერები და კლასის წინაშე პრეზენტაციების სახით გააზიარეს საკუთარი ცოდნა.

რატომ გამოყვეს მეცნიერებმა სოკოები ცალკე სამეფოდ;

სოკოების მსგავსება და განსხვავება მცენარეებთან და ცხოველებთან;

კვების ტიპები და გამრავლების გზები;

სოკოების როლი ბუნებაში, ადამიანის საქმიანობასა და მედიცინაში;

შხამიანი და საკვები სოკოების იდენტიფიცირება;

უსაფრთხოების წესები სოკოსთან ურთიერთობისას.

გაკვეთილმა საინტერესოდ და პროდუქტიულად ჩაიარა, ხელი შეუწყო ინტეგრირებულ სწავლებასა და გუნდურ მუშაობას.
No comments:
Post a Comment