Thursday, June 21, 2018

პრობლემაზე ორიენტირებული სამოდელო გაკვეთილი ინგლისურ ენაში, პედაგოგი ირმა ლომიძე.

 

სსიპ ქალაქ ქუთაისის N36 საჯარო სკოლაში 2018 წლის 11 ივნისს მე-3გ კლასში ჩატარდა სამოდელო გაკვეთილი ინგლისურ ენაში თემაზე: ,,The boat“ პედაგოგი ირმა ლომიძე. ჩატარებული სამოდელო გაკვეთილი პრობლემური სიტუაციიდან , რთული ვითარებიდან გამოსავლის ძიებას მოიაზრებდა. პრობლემაზე დაფუძნებული სწავლება მოსწავლეს ასწავლის პრობლემის იდენტიფიცირებას, ცოდნის სისტემატიზაციის საფუძველზე მისი გადაჭრის გზების ძიებასა და მიღებული გამოცდილების რეალურ ცხოვრებაში გამოყენებას. პრობლემაზე დაფუძნებული სწავლის დროს ახალი ცოდნის შეძენა ხდება აქტუალური საჭიროების საფუძველზე, უკვე დასმული პრობლემის მოგვარების პროცესში. ამ პროცესის პარალელურად კი ვითარდება პრობლემების გადაჭრის უნარიც. მართლაც, დასმული პრობლემა უბიძგებს მოსწავლეებს მოიძიონ და შეიძინონ ახალი ცოდნა, რომელიც საჭიროა პრობლემის გადასაჭრელად. ერთადერთი სწორი პასუხის მოძებნის სანაცვლოდ მოსწავლე ახდენს დასმული პრობლემის ინტერპრეტირებას, აგროვებს საჭირო ინფორმაციას, აგებს მოდელს, გამოთქვამს ვარაუდს, აფასებს და ადარებს შესაძლო შედეგებს და აკეთებს დასკვნას. ნიშანდობლივია, რომ ამ პროცესში ცოდნის შეძენა ხდება ევრისტიკულად. გაკვეთილზე გამოყენებულ აქტივობები მოსწავლეებს სწავლების საშუალებას აძლევს, რაც შესაბამისად ეხმარება საკუთარი შესაძლებლობის ფარგლებში გამოავლინოს ცოდნა და განივითაროს სხვადასხვა უნარები.
პედაგოგს საგაკვეთილო მიზნები ჰქონდა შემდეგი: მოსმენილი ტექსტის გაგება, თარგმნა, კითხვის სტრატეგიის გამოყენებით, ნაბეჭდ ტექსტზე დაყრდნობით ტექსტის ანალიზი. როლურ თამაშებში მონაწილეობა, პრობლემის იდენტიფიცირება და მათი გადაჭრის გზების ძიება, წარსული მარტივი დროის ამოცნობა და მისი წარმოება.
მოსწავლეებს კარგად გამოუმუშავდათ ჯგუფური მუშაობისთვის საჭირო უნარ-ჩვევები, განუვითარდათ მაღალი სააზროვნო უნარები (ანალიზი, სინთეზი, შეფასება) და აგრეთვე, პრეზენტირების უნარი. მოცემულმა საკითხმა დააფიქრა მოსწავლეები პრობლემის არსზე. ისინი სიღრმისეულად ჩაუკვირდნენ აღნიშნულ პრობლემას, მოიძიეს რთული სიტუაციიდან გამოსვლის გზები და ისწავლეს თავდაცვის უნარები. 

სამოდელო გაკვეთილი ინგლისურ ენაში თემაზე:,,The boat“, მასწავლებელი ირმა ლომიძე

სსიპ ქალაქ ქუთაისის N36 საჯარო სკოლაში 2018 წლის 11 ივნისს ჩატარდა სამოდელო გაკვეთილი ინგლისურ ენაში თემაზე:,,The boat“ პედაგოგი ირმა ლომიძე. 

ჩატარებული სამოდელო გაკვეთილი პრობლემური სიტუაციიდან , რთული ვითარებიდან გამოსავლის ძიებას მოიაზრებდა. პრობლემაზე დაფუძნებული სწავლება მოსწავლეს ასწავლის პრობლემის იდენტიფიცირებას, ცოდნის სისტემატიზაციის საფუძველზე მისი გადაჭრის გზების ძიებასა და მიღებული გამოცდილების რეალურ ცხოვრებაში გამოყენებას. პრობლემაზე დაფუძნებული სწავლის დროს ახალი ცოდნის შეძენა ხდება აქტუალური საჭიროების საფუძველზე, უკვე დასმული პრობლემის მოგვარების პროცესში. ამ პროცესის პარალელურად კი ვითარდება პრობლემების გადაჭრის უნარიც. მართლაც, დასმული პრობლემა უბიძგებს მოსწავლეებს მოიძიონ და შეიძინონ ახალი ცოდნა, რომელიც საჭიროა პრობლემის გადასაჭრელად. ერთადერთი სწორი პასუხის მოძებნის სანაცვლოდ მოსწავლე ახდენს დასმული პრობლემის ინტერპრეტირებას, აგროვებს საჭირო ინფორმაციას, აგებს მოდელს, გამოთქვამს ვარაუდს, აფასებს და ადარებს შესაძლო შედეგებს და აკეთებს დასკვნას. ნიშანდობლივია, რომ ამ პროცესში ცოდნის შეძენა ხდება ევრისტიკულად. გაკვეთილზე გამოყენებულ აქტივობები მოსწავლეებს სწავლების საშუალებას აძლევს, რაც შესაბამისად ეხმარება საკუთარი შესაძლებლობის ფარგლებში გამოავლინოს ცოდნა და განივითაროს სხვადასხვა უნარები.
პედაგოგს საგაკვეთილო მიზნები ჰქონდა შემდეგი: მოსმენილი ტექსტის გაგება, თარგმნა, კითხვის სტრატეგიის გამოყენებით, ნაბეჭდ ტექსტზე დაყრდნობით ტექსტის ანალიზი. როლურ თამაშებში მონაწილეობა, პრობლემის იდენტიფიცირება და მათი გადაჭრის გზების ძიება, წარსული მარტივი დროის ამოცნობა და მისი წარმოება.










მოსწავლეებს კარგად გამოუმუშავდათ ჯგუფური მუშაობისთვის საჭირო უნარ-ჩვევები, განუვითარდათ მაღალი სააზროვნო უნარები (ანალიზი, სინთეზი, შეფასება) და აგრეთვე, პრეზენტირების უნარი. მოცემულმა საკითხმა დააფიქრა მოსწავლეები პრობლემის არსზე. ისინი სიღრმისეულად ჩაუკვირდნენ აღნიშნულ პრობლემას, მოიძიეს რთული სიტუაციიდან გამოსვლის გზები და ისწავლეს თავდაცვის უნარები. 



ასეთი ტიპის სწავლება მოსწავლეებს ხდის მოტივირებულს ,უბიძგებს გაანალიზონ და განაზოგადონ მიღებული ცოდნა, უვითარებს კვლევა-ძიებისა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარებს. მოსწავლეებისათვის სასარგებლო აღმოჩნდა საკითხების ირგვლივ მსჯელობა - ბავშვებმა გაითავისეს პრობლემის არსი, განუვითარდათ თანამშრომლობითი, შემოქმედებითი უნარ-ჩვევები, არგუმენტირებული მსჯელობის უნარები. გამოკვეთეს თუ რა არის საჭირო პრობლემების თავიდან ასაცილებლად. იციან, როგორ მოიქცნენ შესაბამის სიტუაციაში. ამას გარდა, ისინი გამოიმუშავებენ სხვა პიროვნების პატივისცემის, ტოლერანტობის, დახმარების, ურთიერთპატივისცემის უნარებს.

Friday, June 15, 2018

ციცინო ჭეიშვილის პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა

სსიპ ქალაქ ქუთაისის N36 საჯარო სკოლაში ციცინო ჭეიშვილმა კოლეგებს წარუდგინა  ჩატარებული კვლევის შედეგები თემაზე: „პედაგოგიური პრაქტიკის გაუმჯობესება მესამე პირის კუთვნილებითი ნაცვალსახელის მართლწერის სწავლების დროს
საბაზო საფეხურის მაგალითზე“ კვლევის პრეზენტაციას ესწრებოდნენ როგორც ქართული ენის, ასევე სხვა საგნის მასწავლებლები. პრეზენტაციის ბოლოს გაიმართა დისკუსია, საინტერესოდ წარიმართა მსჯელობა , თუ რატომაა მოსწავლებში მესამე პირის კუთვნილებითი ნაცვალსახელების სწავლება პრობლემური და როგორ უნდა
მივაქციოთ აღნიშნული საკითხის სწავლებას ყურადღება. კვლევის შედეგების გაზიარება საინტერესო აღმოჩნდა კოლეგებისთვის. დაინტერესდნენ შედეგებით და გაუჩნდათ სურვილი საკუთარი პრაქტიკის კვლევა განახორციელონ მსგავს თემებზე. აღნიშნეს, რომ თემის არჩევა მათი პრაქტიკის საჭიროებიდან მოხდება. უკუკავშირი იყო როგორც დადებითი, ისე უარყოფითი. კოლეგების გარკვეულ ნაწილს მიაჩნია, რომ მსგავსი მეთოდებით სწავლება აფერხებს სასწავლო პროცესს და არ ეხმარება მოსწავლეებს წინსვლაში.
ვისთვისაც კვლევის გაზიარება დადებითი იყო ,მიიჩნიეს, რომ მომავალ
წელს თავადაც განახორციელონ საკუთარი პედაგოგიური პრაქტიკის კვლევას. 

კვლევის სანახავად ეწვიეთ ამ ლინკს

Tuesday, June 12, 2018

როგორ გავაუმჯობესო საკუთარი პრაქტიკა განმავითარებელი შეფასების მიცემის კუთხით

სსიპ ქალაქ ქუთაისის N36 საჯარო სკოლის სამმა მასწავლებელმა ინეზა კაციტაძემ, ირმა ლომიძემ და რუსუდან გაბუნიამ, საკუთარი პრაქტიკის უმნიშვნელოვანეს პრობლემად განმავითარებელი შეფასება მიიჩნიეთ. 
2018 წლის 7 ივნისს პედაგოგებმა ინეზა კაციტაძემ,ირმა ლომიძემ და რუსუდან გაბუნიამ კოლეგებს წარუდგინეს თავიანთი პედაგოგიური კვლევის პრეზენტაცია. პედაგოგიური საბჭოს სხდომაზე არა ერთხელ გამხდარა აღნიშნული საკითხი მსჯელობის საგანი, ამიტომ კვლევის მთავარ მიზნად დაისახეს,  როგორ გაეუმჯობესებინათ საკუთარი პრაქტიკა განმავითარებელი შეფასების მიცემის კუთხით.
ინეზა კაციტაძის კვლევა იხილეთ ბმულზე:
 https://drive.google.com/file/d/1ldcPirORyzFgE5zz50NKvKCDl_Cq_PUs/view?usp=sharing
 ისინი სხვადასხვა საგნის მასწავლებლები არიან (ინგლისური, ისტორია, დაწყებითი სწავლება)  შეეცადნენ ერთად გამოეკვლია  უმნიშვნელოვანესი საკითხი და გაეზიარებინათ ერთმანეთისთვის და კოლეგებისთვის  კვლევის შედეგები. 
  ირმა ლომიძემ და ინეზა კაციტაძემ კვლევის ობიექტად აირჩა მე-9 და მე-11 კლასები სულ,  51 მოსწავლეე, ხოლო  რუსუდან გაბუნიამ  კვლევა საკუთარ სადამრიგებლო მესამე კლასში ჩაატარა.
ინეზა კაციტაძისა  და ირმა ლომიძის კვლევა ინტერვენციებში საკუთარი საგნის სპეციფიკას დაემყარა. თუმცა განმავითარებელი შეფასების ინსტრუმენტები საერთო იყო.  განსხვავებულია ინტერვენციები და ინტერვენციის შეფასებები.
რუსუდან გაბუნია კვლევა  აწარმოა განსხვავებული ანკეტირების მეთოდით როგორც მოსწავლეებში, აგრეთვე ანკეტირება ჩაატარა მშობლებშიც. რადგან დაწყებით კლასებში  საერთოდ უნიშნო სწავლებაა და განმავითარებელი შეფასება შეფასების ერთადერთი საშუალებაა.  მან აგრეთვე ანკეტირებით მიიღო განსხვავებული შედეგები, მის მიერ განხორციელებული ინტერვენციები და მიღებული შედეგებიც განსხვავებულია.
კვლევა თითქმის ექვსი  თვე გაგრძელდა. პროცესი საინტერესო იყო მოსწავლეთათვისაც, განსაკუთრებით ჩვენთვის, კვლევამ მრავალ პედაგოგთათვის ბუნდოვან საკითხს ახადა ფარდა და საუკეთესო გამოცდილება მისცა სამომავლოდ. უნდა აღინიშნოს,  რომ აღნიშნულ კლასებში გაიზარდა მოსწავლეთა აკადემიური მოსწრება. 
პედაგოგებმა კოლეგებს დეტალურად გააცნეს  კვლევის მიზანი, მეთოდები, კითხვარი, რომლის მიხედვით გაააკეთეს მონაცემთა ანალიზი, ინტერვენციები, ცვლილებები განხორციელებული ინტერვენციების შედეგად, როგორი იყო საბოლოო შედეგები.

კოლეგებმა ყურადღებით მოისმინეს კვლევის ანგარიში, ისინი სვავდნენ კითხვებს, შემდეგ მათ დაურიგდათ ფურცლები, რომელზეც დაწერეს საკუთარი შთაბეჭდილებები  და კონსტრუქციული მოსაზრებები. მათი აზრით: კვლევა აქტუალურია, საინტერესო,  დაეხმარებათ საკუთარი კვლევის ჩატარებაში და  პრობლემის დანახვაში, დიაგრამებმა  და სქემებმა  გაადვილა  კვლევის შედეგების აღქმა.  მასწავლებლებმა  გადაწყვიტეს, რომ მსგავს  მეთოდებს, რაც ჩვენ  ინტერვენციებში იყო გაკეთებული ,  გამოიყენებდნენ საკუთარ პრაქტიკაში.

Thursday, June 7, 2018

ვიზიტი ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში





გრძელდება კურსი "შრომის უსაფრთხოება და გარემოს დაცვა" ქუთაისის N36 საჯარო სკოლაში. 1 ივნისს მოსწავლეებს უმასპინძლა ქიმიური და გარემოსდაცვითი ტექნოლგიების დეპარტამენტმა-აწუ-ში. 
ეს მოსწავლეები საქართველოს მომავალია!
ძალიან თბილად მიგვიღო
 ქიმიური და გარემოსდაცვითი ტექნოლოგიების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა პროფესორმა ინგა ბოჭოიძემ. 
 საინტერესო იყო აწუს-ს პროფესორის ციცინო თურქაძის ლექცია წყლის სიხისტის შესახებ. მან აღნიშნა, რომ 21-ე საუკუნეში ეკოლოგიურ განათლებას  განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. აღსანიშნავია, რომ ასეთი განათლება ჭირდებათ, როგორც მომავალ ეკოლოგებს და ბიოლოგებს, ასევე იმ სტუდენტებსა და მოსწავლეებს ვინც აღნიშნული პროფესიის არჩევას არ აპირებს. კითხვაზე რა საჭიროა ასეთი განათლება მათთვის, ვინც მომავალ პროფესიას ამ სფეროს არ დაუკავშირებს, პასუხი მარტივია. თქვენ, მოსწავლეები ხვალინდელ საზოგადოებას წარმოადგენენ ამიტომ მათი გათვითცნობიერება სწორედ, დღეს არის საჭირო და აუცილებელი. რადგან ჩვენ ვცხოვრობთ ერთიან გარემოში, თითოეულმა ჩვენგანმა უნდა იცოდეს ამ გარემოს ქიმიური და ეკოლოგიური მახასიათებლები. გარემოზე საუბრისას განსაკუთრებით საყურადღებოა წყალი, რადგან წყლის დაბინძურება ერთ-ერთი ფართოდ გავრცელებული პრობლემას წარმოადგენს.
   მოსწავლეები გაეცნენ ქიმიურ ლაბორატორიაში მუშაობის უსაფრთხოების წესებს, განიხილეს ლაბორატორიაში მუშაობისას სხვადასხვა მოსალოდნელი შემთხვევები. ლექციის შემდეგ  საინტერესო გამოდგა ლაბორატორიული მუშაობა მოსწავლეებისათვის. თავდაპირველად ქალბატონებმა მზია კუხიანიძემ და ნინო გულეიშვილმა მოსწავლეებს აჩვენა თითოეული ცდის ჩატარებისთვის საჭირო მასალები და მოწყობილობები. მოსწავლეებს დაურიგდათ ინსტრუქციები. თითოეულმა მათგანმა პედაგოგების მეთვალყურეობით დამოუკიდებლად განსაზღვრა სხვადასხვა ობიექტებიდან   წყლის სიხისტე. გაიგეს, რომ სიხისტე წყალში გახსნილი კალციუმის და მაგნიუმის მარილებზეა დამოკიდებული, რომელთაც "სიხისტის მარილებს" უწოდებენ.