Thursday, June 7, 2018

ვიზიტი ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში





გრძელდება კურსი "შრომის უსაფრთხოება და გარემოს დაცვა" ქუთაისის N36 საჯარო სკოლაში. 1 ივნისს მოსწავლეებს უმასპინძლა ქიმიური და გარემოსდაცვითი ტექნოლგიების დეპარტამენტმა-აწუ-ში. 
ეს მოსწავლეები საქართველოს მომავალია!
ძალიან თბილად მიგვიღო
 ქიმიური და გარემოსდაცვითი ტექნოლოგიების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა პროფესორმა ინგა ბოჭოიძემ. 
 საინტერესო იყო აწუს-ს პროფესორის ციცინო თურქაძის ლექცია წყლის სიხისტის შესახებ. მან აღნიშნა, რომ 21-ე საუკუნეში ეკოლოგიურ განათლებას  განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. აღსანიშნავია, რომ ასეთი განათლება ჭირდებათ, როგორც მომავალ ეკოლოგებს და ბიოლოგებს, ასევე იმ სტუდენტებსა და მოსწავლეებს ვინც აღნიშნული პროფესიის არჩევას არ აპირებს. კითხვაზე რა საჭიროა ასეთი განათლება მათთვის, ვინც მომავალ პროფესიას ამ სფეროს არ დაუკავშირებს, პასუხი მარტივია. თქვენ, მოსწავლეები ხვალინდელ საზოგადოებას წარმოადგენენ ამიტომ მათი გათვითცნობიერება სწორედ, დღეს არის საჭირო და აუცილებელი. რადგან ჩვენ ვცხოვრობთ ერთიან გარემოში, თითოეულმა ჩვენგანმა უნდა იცოდეს ამ გარემოს ქიმიური და ეკოლოგიური მახასიათებლები. გარემოზე საუბრისას განსაკუთრებით საყურადღებოა წყალი, რადგან წყლის დაბინძურება ერთ-ერთი ფართოდ გავრცელებული პრობლემას წარმოადგენს.
   მოსწავლეები გაეცნენ ქიმიურ ლაბორატორიაში მუშაობის უსაფრთხოების წესებს, განიხილეს ლაბორატორიაში მუშაობისას სხვადასხვა მოსალოდნელი შემთხვევები. ლექციის შემდეგ  საინტერესო გამოდგა ლაბორატორიული მუშაობა მოსწავლეებისათვის. თავდაპირველად ქალბატონებმა მზია კუხიანიძემ და ნინო გულეიშვილმა მოსწავლეებს აჩვენა თითოეული ცდის ჩატარებისთვის საჭირო მასალები და მოწყობილობები. მოსწავლეებს დაურიგდათ ინსტრუქციები. თითოეულმა მათგანმა პედაგოგების მეთვალყურეობით დამოუკიდებლად განსაზღვრა სხვადასხვა ობიექტებიდან   წყლის სიხისტე. გაიგეს, რომ სიხისტე წყალში გახსნილი კალციუმის და მაგნიუმის მარილებზეა დამოკიდებული, რომელთაც "სიხისტის მარილებს" უწოდებენ.


No comments:

Post a Comment