Tuesday, June 12, 2018

როგორ გავაუმჯობესო საკუთარი პრაქტიკა განმავითარებელი შეფასების მიცემის კუთხით

სსიპ ქალაქ ქუთაისის N36 საჯარო სკოლის სამმა მასწავლებელმა ინეზა კაციტაძემ, ირმა ლომიძემ და რუსუდან გაბუნიამ, საკუთარი პრაქტიკის უმნიშვნელოვანეს პრობლემად განმავითარებელი შეფასება მიიჩნიეთ. 
2018 წლის 7 ივნისს პედაგოგებმა ინეზა კაციტაძემ,ირმა ლომიძემ და რუსუდან გაბუნიამ კოლეგებს წარუდგინეს თავიანთი პედაგოგიური კვლევის პრეზენტაცია. პედაგოგიური საბჭოს სხდომაზე არა ერთხელ გამხდარა აღნიშნული საკითხი მსჯელობის საგანი, ამიტომ კვლევის მთავარ მიზნად დაისახეს,  როგორ გაეუმჯობესებინათ საკუთარი პრაქტიკა განმავითარებელი შეფასების მიცემის კუთხით.
ინეზა კაციტაძის კვლევა იხილეთ ბმულზე:
 https://drive.google.com/file/d/1ldcPirORyzFgE5zz50NKvKCDl_Cq_PUs/view?usp=sharing
 ისინი სხვადასხვა საგნის მასწავლებლები არიან (ინგლისური, ისტორია, დაწყებითი სწავლება)  შეეცადნენ ერთად გამოეკვლია  უმნიშვნელოვანესი საკითხი და გაეზიარებინათ ერთმანეთისთვის და კოლეგებისთვის  კვლევის შედეგები. 
  ირმა ლომიძემ და ინეზა კაციტაძემ კვლევის ობიექტად აირჩა მე-9 და მე-11 კლასები სულ,  51 მოსწავლეე, ხოლო  რუსუდან გაბუნიამ  კვლევა საკუთარ სადამრიგებლო მესამე კლასში ჩაატარა.
ინეზა კაციტაძისა  და ირმა ლომიძის კვლევა ინტერვენციებში საკუთარი საგნის სპეციფიკას დაემყარა. თუმცა განმავითარებელი შეფასების ინსტრუმენტები საერთო იყო.  განსხვავებულია ინტერვენციები და ინტერვენციის შეფასებები.
რუსუდან გაბუნია კვლევა  აწარმოა განსხვავებული ანკეტირების მეთოდით როგორც მოსწავლეებში, აგრეთვე ანკეტირება ჩაატარა მშობლებშიც. რადგან დაწყებით კლასებში  საერთოდ უნიშნო სწავლებაა და განმავითარებელი შეფასება შეფასების ერთადერთი საშუალებაა.  მან აგრეთვე ანკეტირებით მიიღო განსხვავებული შედეგები, მის მიერ განხორციელებული ინტერვენციები და მიღებული შედეგებიც განსხვავებულია.
კვლევა თითქმის ექვსი  თვე გაგრძელდა. პროცესი საინტერესო იყო მოსწავლეთათვისაც, განსაკუთრებით ჩვენთვის, კვლევამ მრავალ პედაგოგთათვის ბუნდოვან საკითხს ახადა ფარდა და საუკეთესო გამოცდილება მისცა სამომავლოდ. უნდა აღინიშნოს,  რომ აღნიშნულ კლასებში გაიზარდა მოსწავლეთა აკადემიური მოსწრება. 
პედაგოგებმა კოლეგებს დეტალურად გააცნეს  კვლევის მიზანი, მეთოდები, კითხვარი, რომლის მიხედვით გაააკეთეს მონაცემთა ანალიზი, ინტერვენციები, ცვლილებები განხორციელებული ინტერვენციების შედეგად, როგორი იყო საბოლოო შედეგები.

კოლეგებმა ყურადღებით მოისმინეს კვლევის ანგარიში, ისინი სვავდნენ კითხვებს, შემდეგ მათ დაურიგდათ ფურცლები, რომელზეც დაწერეს საკუთარი შთაბეჭდილებები  და კონსტრუქციული მოსაზრებები. მათი აზრით: კვლევა აქტუალურია, საინტერესო,  დაეხმარებათ საკუთარი კვლევის ჩატარებაში და  პრობლემის დანახვაში, დიაგრამებმა  და სქემებმა  გაადვილა  კვლევის შედეგების აღქმა.  მასწავლებლებმა  გადაწყვიტეს, რომ მსგავს  მეთოდებს, რაც ჩვენ  ინტერვენციებში იყო გაკეთებული ,  გამოიყენებდნენ საკუთარ პრაქტიკაში.

No comments:

Post a Comment