Saturday, December 8, 2018

პროექტ-გაკვეთილი 7გ კლასში-ინგლისური ენა


2018 წლის 4 დეკემბერს პედაგოგმა ირმა ლომიძემ ჩაატარა პროექტ-გაკვეთილი 73კლასში.

პროექტის თემა:         Radio and Television   -რადიო და ტელევიზია
პროექტის მიზანი:  ინგლისურ ენაში  ცოდნის გაღრმავება;
 საპრეზენტაციო და შემოქმედებითი უნარების გამომუშავება.

 პროექტის აქტუალობა: ინგლისური ენის სიტყვათა მარაგის ნაკლებობა; შემოქმედებითი და საპრეზენტაციო უნარების ნაკლებობა.

 მოსალოდნელი შედეგები /პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას:  მოსწავლეები შეისწავლიან ტელერადიო გადაცემების შესახებ ახალ ტერმინოლოგიას, გამოუმუშავდებათ საპრეზენტაციო და შემოქმედებითი უნარები
უცხ.ს.II.10. მოსწავლეს შეუძლია პრესაში გაეცნოს ყოფითი ხასიათის, ინფორმაციულ ტექსტებს (მაგ., საქმიანი განცხადება, ინტერვიუ, ტელეპროგრამა და სხვა) და გაიგოს ექსპლიციტურად მოცემული ინფორმაცია.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
 კითხულობს და იგებს ტელეპროგრამას.
·   ამოიცნობს პროგრამის ფორმატს (მაგ., კვირის განრიგ, გადაცემის დასათაურებას, არხების ლოგოებ);
·   ამოიცნობს გადაცემის ტიპს;
·   ამოიცნობს ანოტაციის ზოგად შინაარსს;
·   ამოიცნობს კონკრეტულ ინფორმაციას (მონაწილე, შემსრულებელი, დღე, დრო და სხვა).


უცხ.ს.II.30. მოსწავლეს შეუძლია უცხოურ ენაზე განახორციელოს სხვადასხვა ტიპის პროექტი (მაგ., გამოფენა; სადღესასწაულო სუფრა; ტურისტული ბროშურის შექმნა უცხოელებისთვის და სკოლის ვებ-გვერდზე განთავსება; დამეგობრება მსოფლიოს რომელიმე ქვეყნის თანატოლთან, რომელიც იმავე ენას სწავლობს და სხვა).
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·                    მასწავლებელთან ერთად აყალიბებ პროექტის წარმატებით განხორცილების კრიტერიუმებს;
·                    გუნდის წევრებთან ერთად განსაზღვრავ და გეგმავ განსახორციელებელ ეტაპებს, შემდეგ გუნდები ერთმანეთს უზიარებენ შედგენილ გეგმას, ადარებენ, აუმჯობესებენ;
·                    მასწავლებელთან და გუნდის წევრებთნ ერთად ადგენ შესრულების ვადებს;
·                    გუნდის წევრებთნ ერთად ახდენ ცოდნისა და უნარების მობილიზებას, განსაზღვრავ თუ რა ცოდნა და უნარები უნდა შეიძინო დასმული ამოცანების გადასაჭრელად;
·                    გუნდის წევრებთან შთანხმებით განსაზღვრავს საკუთარ ფუნქციებს;
·                    გუნდის წევრებთან ერთად მოიძიებ, შეარჩევ და დაამუშავებ ინფორმაციას;
·                    გუნდის წევრებთან ერთად შეარჩევ პროექტის წარდგენის ფორმას;
·                    გუნდის წევრებთნ ერთად განახორციელებპროექტს;
·                    გუნდის წევრებთან ერთად გადი რეპეტიციას, აკეთებ პრეზენტაციის სიმულირებას სხვა გუნდის წინაშე, კომენტარების, შენიშვნების გათვალისწინებით აუმჯობესებ პროექტს, შეაქვ შესწორებები;
·                    გუნდის წევრებთან ერთად შეიმუშავებ პროექტის საბოლოო ვერსიას და წარადგენენ მას აუდიტორიის წინაშე.


უცხ.ს.II.36. მოსწავლეს შეუძლია თანაკლასელებთან, მასწავლებელთან, მეწყვილესთან თანამშრომლობა შედეგების გაუმჯობესების მიზნით.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·                    ამხნევებს მეწყვილეს, თანაგუნდელებს;
·                     ითხოვს/სთავაზობს დახმარებას;
·                     მოქმედებს გუნდის წევრებთან შეთანხმებულად; მსჯელობს თანაგუნდელებთან პრობლემის გადასაჭრელად, ფუნქციების გასანაწილებლად;
·                     ისმენს სხვების მოსაზრებებს, გამოთქვამს საკუთარს;
·                    უთანხმოებისას ცდილობს შეთანხმების მიღწევას;
·                     ცდილობს თავისი წვლილი შეიტანოს საერთო საქმეში;
·                     საჭიროებისამებრ მონაწილეობს მეწყვილეს/გუნდის წევრების თანაშეფასებაში;
·                     აკრიტიკებს იდეებს და არა იდეების ავტორებს, შეფასებისას იჩენს კორექტულობას;
·                     კორექტულად მიუთითებს სხვების მიერ დაშვებულ შეცდომებზე;
·                    მონაწილეობს თანაშეფასებაში შედეგების გაუმჯობესების ხელშესაწყობად.


პროექტის  განხორციელების შედეგად  მასწავლებელმა მიაღწია მთავარ მიზანს: მოსწავლეებში გაიზარდა ლექსიკური მარაგი და მათ შეძლეს ინგლისურ ენაზე საკუთარი აზრის გამოხატვა აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით.ჯგუფებმა წარმოადგინეს საკმაოდ კარგი პრეზენტაციები.



No comments:

Post a Comment