გაკვეთილის მთავარი მიზანი იყო მოსწავლეებს შეესწავლათ მონღოლთა ტომების განსახლების, მათი საცხოვრებელი პირობების, მონღოლური ტომების გაერთიანების, დაპყრობითი ომების დაწყების მიზეზების, საბრძოლო ხელოვნებისა და უზარმაზარი იმპერიის შექმნის პირობები.
წინარე ცოდნის გააქტიურების მიზნით პედაგოგმა მოსწავლეებს შესთავაზა აქტივობა: „ვიცი, მინდა ვიცოდე, რა გავიგე“. მოსწავლეთა ჩართულობა იყო ძალიან აქტიური. გამოყვეს საკითხები თუ რა საურდათ გაეგოთ თემასთან დაკავშირებით.
მოსწავლეებმა გაიხსენებეს მე-6 კლასში შესწავლილი მასალა საქართველო-მონღოლების ურთიერთობის შესახებ. იმუშავეს ტექსტებზე, რუკასთან.
მოსწავლეებმა კარგად გაართვეს თავი ყველა დავალებას.
ყველა აქტივობა შესრულდა დროში. აქტივობები შესრულდა ჯგუფური მუშაობის, აქტიური მონაწილეობის, აზრების დამოუკიდებლად გამოთქმის უნარის, სხვისი აზრების მოსმენა და პატივისცემისა და თვითშეფასების რუბრიკების მიხედვით.
მოხდა მოსწავლეთა შეფასება. კომენტარები იყო კრიტიკულიც და წამახალისებელიც, პოზიტიური, პედაგოგმა გამოყო დადებითი მხარეები. გაკვეთილზე განსაკუთრებულად აქტიური მოსწავლის წახალისების მიზნით მასწავლებელმა ელენე ქოქოსაძეს წასაკითხად გადასცა წიგნი ჩინგიზ-ყაენის შესახებ, რომელიც თავისი ცოდნისა თვალსაწიერის გაფართოებას შეძლებს.
ყველა დაგეგმილი აქტივობა წარიმართა აქტიურად, რითაც მოხერხდა დასახული მიზნის მიღწევა.
No comments:
Post a Comment