Tuesday, December 11, 2018

პროექტი -"ტექნიკა ჩვენ გარშემო", ხელმძღვანელი ისტ-ის პედაგოგი ნატალია თურქაძე

სსიპ ქალაქ ქუთაისის N36 საჯარო სკოლაში (ხელმძღვანელი ისტ-ის პედაგოგი ნატალია თურქაძე) განხორციელდა პროექტი სახელწოდებით: "ტექნიკა ჩვენ გარშემო". მე-6ბ კლასის მოსწავლეებმა იმუშავეს როგორც ინდივიდუალურად ასევე ჯგუფებში. იმუშავა ოთხმა ჯგუფმა, დაინაწილეს თემები, მოიძიეს ინფორმაციები, დაახარისხეს და შეარჩიეს ოპტიმალური ვარიანტები.პროექტი აქტუალურია გამოდგა იმ თვალსაზრისით რომ XXI-საუკუნე ცნობილია მეცნიერების და ტექნოლოგიის ერად, ამიტომ მოსწავლისთვის მნიშვნელოვანია მეცნიერების და ტექნოლოგიის პრიორიტეტული სფეროების ჩამოყალიბების გაცნობა- განსაზღვრა. იმ გამოგონებების წვლილის გაანალიზება, რომელმაც შეცვალა ჩვენი ცხოვრება. აგრეთვე პროექტის აქტუალურობა გამოიხატება მოსწავლეებისათვის მეტაკოგნიტური უნარების განვითარებაში, აღნიშნული პროდუქტი მოსწავლეებს ეხმარება სწავლების საგანმანათლებლო პროცესში განავითარონ დამოუკიდებელი, ინდივიდუალური უნარ-ჩვევები. განივითარონ პასუხისმგებლობის გრძნობა.


1 ჯგუფმა კენჭისყრის შედეგად გამოვლენილი თემის ირგვლივ მოამზადა  მასალა, და წარადგინა  პრეზენტაციის სახით.
თემა:
1)    რა არის ტექნიკა?
2)    ვინ არის ინჟინერი?
3)    საიდან მოგორავს ბორბალი?
4)    ველოსიპედი?
5)    ავტომობილი?
2 ჯგუფმა-  კენჭისყრის შედეგად გამოვლენილი თემის ირგვლივ  შექმნეს  კედლის  გაზეთი.
ორმა ჯგუფმა იმუშავა დამოუკიდებლად.
პირველი ჯგუფი:
1)    იალქნიანი ხომალდი
2)    გემები
3)    თვითმფრინავები
4)    რაკეტა
5)    ელექტროობა
6)    განათება
მეორე ჯგუფი:
1)    იალქნიანი ხომალდი
2)    გემები
3)    თვითმფრინავები
4)    რაკეტა
5)    ელექტროობა
6)    განათება

3 
ჯგუფმა- კენჭისყრის შედეგად გამოვლენილი თემის ირგვლივ მოამზადა მასალას და შექმნეს 
ბუკლეტს  ფოტო მასალით და  პატარა  ჩანაწერებით.
თემა:
1)      საოჯახო  ტექნიკა
2)      რადიო
3)      ტელეფონი
4)      კინო
5)      ტელევიზორი
6)      ხმოვანი მანქანები (ფონოგრაფი, მაგნიტოლა)
7)      კომპიუტერი
4 ჯგუფმა- კენჭისყრის შედეგად გამოვლენილი თემის გათვალისწინებით შექმნეს წიგნის 
სანიშნოები.
 1)    ავტოქარხანა?
2)    რკინიგზა?
3)    “ბუსზე” დაბოლოებული ტრანსპორტი?
4)    მეტრო.
5)    მატარებელი


სრული მასალა შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე https://teqnologiebi36.blogspot.com/2018/12/6.html?fbclid=IwAR1G5ZBMWlPKGyrsKfYlulam2-5QUOB-OrE5PdMcngcKDocbjl2sy-5AlpY


No comments:

Post a Comment