ქალაქ ქუთაისის N36 საჯარო სკოლის მე-5ბ კლასში, პედაგოგ ნატალია თურქაძის ხელმძღვანელობით განხორციელდა სასწავლო პროექტი სახეწოდებით "ინფორმაციის სანდოობა, საიდან ვიღებთ ზუსტ ინფორმაციას."
პროექტის მთავარი იდეა მდგომარეობს, იმაში რომ მოსწავლეები გაეცნონ თითოეული ადამიანის სიცოცხლისათვის ინფორმაციის მნიშვნელობას და აუცილებლობას, ინფორმაციის სანდოობის დასადგენად შეადარონ სხვადასხვა წყაროდან მოპოვებული ინფორმაცია ერთმანეთს და გაანალიზონ ინფორმაციის სანდოობის მნიშვნელობა, განივითარონ კვლევა-ძიების უნარები, შემოქმედებითი უნარები, შეძლონ გუნდური და ინდივიდუალური მუშაობა.
სრული ფოტო მასალა იხილეთ ბმულზე
პროექტი აქტუალურია იმ თვალსაზრისით, რომ მასიური, ყოვლისმომცველი კომპიუტერიზაცია, ინფორმაციის შენახვის, დამუშავებისა და გავრცელების ახალი ტექნოლოგიების დანერგვა- განვითარება, ინფორმაციის როლისა და ხვედრითი წილის ზრდა ახალ ამოცანებს უყენებს საზოგადოების ყველა სფეროში დაკავებულ ადამიანებს. ამიტომ, ჩვენი, პედაგოგების ძირითადი ამოცანაა მოსწავლეს შევასწავლოთ სწორად ორიენტირება მრავალფეროვან და წარმოუდგენლად დიდი მოცულობის ინფორმაციულ გარემოში, ვასწავლოთ ინფორმაციის კლასიფიკაცია და ანალიზი, ინფორმაციის წყაროებთან მუშაობა, შევძინოთ მოსწავლეს საინფორმაციო-საკომუნიკაციო უნარები, რომელთა მეშვეობითაც ის შეძლებს სრულფასოვნად ფუნქციონირებას საზოგადოებაში და ცოდნის დამოუკიდებლად მიღებას მთელი შემდგომი ცხოვრების განმავლობაში.
მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩართულნი როგორც პროექტის იდეის განვითარებაში,
ასევე პროექტის დაგეგმვის, განხორციელების, მონიტორინგისა და შეფასების პროცესში.
პროექტის განხორციელებისას მოსწავლეთა ჩართულობის კოეფიციენტი იყო მაღალი, მუშაობის მსვლელობისას ითხოვდნენ მითითებებს და რჩევებს. მივაწოდე იდეა მაკეტების შექმნისას გამოეყენებინათ მუყაოს ყუთები, რამაც ძალიან დააინტერესათ.
ასევე პროექტის დაგეგმვის, განხორციელების, მონიტორინგისა და შეფასების პროცესში.
პროექტის განხორციელებისას მოსწავლეთა ჩართულობის კოეფიციენტი იყო მაღალი, მუშაობის მსვლელობისას ითხოვდნენ მითითებებს და რჩევებს. მივაწოდე იდეა მაკეტების შექმნისას გამოეყენებინათ მუყაოს ყუთები, რამაც ძალიან დააინტერესათ.
პროექტის დასრულების შემდეგ შეფასების კითხვარებზე მუშაობა
No comments:
Post a Comment