Thursday, December 20, 2018

პროექტი: "რომ არა ტყე..." - ხელმძღვანელი რუსუდან ვარდოსანიძე

რუსუდან ვარდოსანიძემ მე-3 კლასში განახორციელა პროექტი თემაზე: "რომ არა ტყე..."
პროექტის მიზანია მოსწავლემ გააცნობიეროს რომ ტყის გაჩეხვა   და დაბინძურება საფრთხეს უქმნის მათ ჯანმრთელობას.
პროექტიტთ სწავლების  მიზანია მოსწავლეთა მიერ პრობლემების დამოუკიდებლად გადაწყვეტა, კონკრეტული სასწავლო პროდუქტის შექმნა, რაც მოსწავლეებს თვითრეალიზაციისა და წარმატების განცდაში ეხმარება. პროექტებზე მუშაობა ავითარებს ზოგადი თუ კონკრეტული საგნის სწავლებისას ისეთ უნარების კომპლექსს, როგორებიცაა შემცნებითი, პრაქტიკული, შემფასებელი, მიზეზ-შედეგობრივი კავშირების დადგენისა და რეფლექსიის უნარები. გარდა ამისა, მოსწავლეები იღებენ ახალ ცოდნას და ახდენენ მის ინტეგრაციასა და ტრანსფერს.


აღნიშნული პროექტი აქტუალურია იმ თვალსაზრისით, რომ ცოცხალი ორგანიზმებისთვის ტყეს სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს, რომ ტყის წყალობით  გვაქვს საკმარისი წყალი, ჰაერი, ხე, ქარსაცავი  ზოლები და დაცული ნიადაგი. 

ბავშვებმა იმსჯელეს ტყის მნიშვნელობაზე და ისაუბრეს იმაზე, რომ ტყე ასუფთავებს ჰაერს, არეგულირებს წყლის ნაკადებს, ეროზიისგან იცავს ნიადაგს, დადებით გავლენას ახდენს ჰაერის მასების მოძრაობასა და ტემპერატურაზე. ტყე არის ადამიანთა ჯანმრთელობა და დასვენება, მრავალფეროვანი ძვირფასი ნედლეულის წყარო. წარმოადგინეს პროექტები და შექმნეს ტყის მინი მაკეტი. 



No comments:

Post a Comment