სხვადასხვა
ტიპის კლასგარეშე აქტივობები ხელს უწყობს მოსწავლეთა შემეცნებითი ინტერესების, მათ
პიროვნულ და სოციალურ განვითარებასა და თვითაქტუალიზაციას. სკოლებში, სადაც
არსებობს არაფორმალური განათლების კომპონენტები, მოსწავლეები უკეთესი აკადემიური
მოსწრებითა და თანამშრომლობის უნარით გამოირჩევიან, იშვიათად აქვთ
დისციპლინასთან დაკავშირებული პრობლემები, გამოირჩევიან ასევე საკუთარი თავისადმი
დადებითი დამოკიდებულებითა და თვითეფექტიანობის განცდით. სწორედ ამის
გათვალისწინებით 2018 წლის 19 დეკემბერს ინგლისურის პედაგოგმა ი.ლომიძემ მე-4გ კლასში ჩაატარა
პროექტი ,,საყვარელი ზღაპრის გმირები“.
პროექტის
მიზანი :
§ მოსწავლეებში მოხდეს ლექსიკური მარაგის
გამდიდრება აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, რათა მათ შეძლონ ინგლისურ ენაზე საუბარი.
§ მოსწავლეებში ეფექტური კომუნიკაციის და
თანამშრომლობის უნარების ჩამოყალიბება
§ თანამედროვე ტექნოლოგიების დახმარებით
სხვადასხვა რესურსების შექმნა აღნიშნული თემის პოპულარიზაციისათვის.
საგნობრივი სტანდარტი:
უცხ.დ.IV.2. მოსწავლეს შეუძლია მოსმენილი
მცირე ზომის ილუსტრირებული დიალოგის გაგება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
· ამოიცნობს სასაუბრო თემას, კონტექსტს (მაგ., ეზოში, სუფრასთან, მაღაზიაში,
კლასში);
· განარჩევს ინტონაციით გამოხატულ
ემოციებს;
უცხ.დ.IV.5. მოსწავლეს
შეუძლია ილუსტრირებული ტექსტების გაგება და მათში ინფორმაციის მოძიება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
· ნაცნობ სიტყვებსა და ილუსტრაციებზე დაყრდნობით ამოიცნობს
ორ-სამწინადადებიანი ტექსტის შინაარსს;
· მოსმენისას დამუშავებულ ტექსტში მოიძიებს კონკრეტულ
სიტყვებს (მაგ., პერსონაჟთა სახელებს, ერთი
სემანტიკური ველის სიტყვებს), რეპლიკებს;
· ტექსტში პოულობს ილუსტრაციის შესაბამის მონაკვეთს;
· ტექსტში მოცემულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ასრულებს
კონკრეტულ ქმედებას (მაგ. ავსებს ცხრილს/სქემას, ასრულებს ნახატს, პოულობს შესაბამის ილუსტრაციას და სხვა).
უცხ.დ.IV.16. მოსწავლეს შეუძლია უცხოურ ენაზე სხვადასხვა ტიპის პროექტის (მაგ., თანაკლასელების ნახატების /ნაკეთობების გამოფენის
მოწყობა, სპექტაკლის დადგმა, უცხოური სამზარეულოს სხვებისთვის
გაცნობა და სხვა) განხორციელება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
· მასწავლებელთან ერთად აყალიბებს პროექტის წარმატებით განხორციელების კრიტერიუმებს;
· გუნდის წევრებთან და მასწავლებელთან
ერთად გეგმავს პროექტის განხორციელების ეტაპებს;
· გუნდის წევრებისა და მასწავლებლის
დახმარებით განსაზღვრავს და ინაწილებს ფუნქციებს;
· გუნდის თითოეულ წევრთან ერთად ასრულებს
მისთვის მიკუთვნებულ ფუნქციას;
· მასწავლებლის, მშობლის ან სხვა პირის
დახმარებით მოიძიებს სათანადო რესურსებს;
·
გუნდის წევრებისა და მასწავლებლის
დახმარებით შეარჩევს და დაამუშავებს მოძიებულ მასალას;
მასწავლებლის დახმარებით აუმჯობესებს
და ასრულებს პროექტს.
უცხ.დ.IV.22.
მოსწავლეს
შეუძლია თანაკლასელებთან, მასწავლებელთან, ჯგუფის წევრებთან თანამშრომლობა.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
სხვებს აცდის პასუხს;
·
თანატოლს ეხმარება
იმ საკითხებში, რომლებშიც თვითონაა ძლიერი;
·
მეწყვილესთან ერთად
გადაჭრის დასმულ ამოცანას;
·
მეწყვილესთან ერთად
ჩართულია ინტერაქციაში;
·
კორექტულად აღნიშნავს
დაშვებულ შეცდომებს;
·
მონაწილოებს ჯგუფში მუშაობის მარტივი წესების შემუშავებაში და ცდილობს
მათ დაცვას;
· ახერხებს თანაგუნდელებთან შეთანხმებას ფუნქციების,
სამუშაოს განაწილების თაობაზე; შეძლებისდაგვარად ეხმარება ჯგუფის წევრებს
პროექტის
ამოცანები:
§ მოსწავლეებში ლექსიკური მარაგის
გამდიდრება აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით რათა მათ შეძლონ ინგლისურ ენაზე
საუბარი.
§ მოსწავლეებში ეფექტური კომუნიკაციის და
თანამშრომლობის უნარების ჩამოყალიბება.
§ თანამედროვე ტექნოლოგიების დახმარებით
სხვადასხვა რესურსების შექმნა აღნიშნული თემის პოპულარიზაციისათვის.
პროექტის
განხორციელების წინაპირობები:
მოსწავლეები
ფლობენ გარკვეულ საბაზისო უნარ-ჩვევებს (წერით, კითხვით და
ზეპირმეტყველებითს) ასევე შეუძლიათ ხატვა და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება
(კომპიუტერის საშუალებით საჭირო ინფორმაციების მოძიება, ასევე ციფრული
ტექნოლოგიების დახმარებით რესურსების შექმნა ,ატვირთვა და გაზიარება.)
პროექტის
ფარგლებში განხორციელებული აქტივობები:
1. სკოლის სახელმძღვანელოში მოცემული ტექსტის ,,ფიფქია
და შვიდი ჯუჯა“-ს გაცნობა.
2. წიგნში არსებული ტექსტის შესახებ დამატებითი ინფორმაციებისა და მათი სურათების
მოძიება.
3. მოძიებული ინფორმაციებითა და სურათებით პოსტერის
დამზადება.
4. სხვა საყვარელი ზღაპრის გმირების ნახატების შესრულება
პროექტში
მონაწილეები: 4 გ კლასის მოსწავლეები.
მოსალოდნელი
შედეგები:
§ მოსწავლეებში მოხდება ლექსიკური
მარაგის გამდიდრება აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით და ისინი
შეძლებენ ინგლისურ ენაზე საუბარს.
§ მოსწავლეებს ჩამოუყალიბდება
კომუნიკაციის და თანამშრომლობის უნარები.
§ თანამედროვე ტექნოლოგიების დახმარებით შექმნიან
სხვადასხვა რესურს აღნიშნული თემის პოპულარიზაციისათვის
პროექტის
აღწერა:
პირველ
ეტაპზე მოხდა ტექსტის დამუშავება და კლასი შემთხვევითი შერჩევის პრინციპით დაიყო 4
ჯგუფად. ჯგუფებში შეირჩა ლიდერ-პრეზენტატორი მოსწავლე და შეუდგნენ დავალების შესრულებას.
მათ უნდა მოეძიებიათ ინფორმაციები ძმები გრიმების ზღაპრის,,ფიფქია და შვიდი ჯუჯა“-ს
შესახებ, შეექმნათ პოსტერები. აქტიურად იყო ჩართული ყველა მოსწავლე,გარდა ჯგუფური
პრეზენტაციისა თითოეულმა მათგანმა წარმოადგინა საყვარელი ზღაპრის გმირის ნახატები და
ისაუბრეს მასზე. საინტერესო პრეზენტაციების
შემდეგ მოხდა ინგლისურ ენაზე ,,ფიფქია და შვიდი ჯუჯა“ ნახატი ფილმის ჩვენება.
No comments:
Post a Comment