Friday, February 23, 2018

მითი და რეალობა ევროპისაკენ მიმავალ გზებზე

პედაგოგ ციცინო ჭეიშვილის მიერ 2018 წლის 25 იანვარს მე-7გ კლასში  ჩატარდა ინოვაციური ტიპის გაკვეთილი ქართულ ენასა და ლიტერატურაში, რომლის თემა იყო: „მითი და რეალობა ევროპისაკენ მიმავალ გზებზე“.


შერჩეული გაკვეთილის ჩატარება განაპირობა ტრადიციულ ცოდნაში ინოვაციური სიახლეების შეტანის შესაძლებლობამ.
მე-20  საუკუნის მეორე ნახევრიდან მოყოლებული, ანუ მას შემდეგ. რაც  ქვეყანა  გახდა დამოუკიდებელი, მუდმივი ჭიდილია ევროპისაკენ მიმავალ გზებზე.

საკითხის კარგად გასააზრებლად განიხილეს ორი სხვადასხვა ქვეყნის მწერლის აღმზრდელობით თემაზე დაწერილი წერილები (ევროპელი-ლორდ ჩესტერფილდის „წერილები ვაჟიშვილს“ (ინგლისი)და ქართველი - მიხეილ ჯავახიშვილის „წერილი  ქალიშვილს“(საქართველო) 

მოსწავლეებმა შეადარეს რა წერილებში გადმოცემული ღირებულებები, რომლებსაც მშობლები შვილებს უზიარებენ, იმსჯელეს  მამებისა და შვილების ურთიერთობის შესახებ. ამ საკითხების გაანალიზებაში მოსწავლეებს დაეხმარება მრავალფეროვანი სასწავლო რესურსები და თანამედროვე ტექნოლოგიები.





მოსწავლეებმა მოახდინეს  წერილების შედარება. გამოკვეთეს მსგავსი და განმასხვავებელი ნიშნები, რაც მათ სამომავლოდ დაეხმარება კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების ჩამოყალიბებაში, ხელს შეუწყობს მიღებული ცოდნა აქტიურად გამოიყენონონ ყოველდღიურ ცხოვრებაში.

მოსწავლეებისათვის ძალიან ინფორმატიული და ინოვაციური გაკვეთილი იყო, რასაც ნათლად ჩანს ფოტოებში დაფიქსირებული აქტივობებით, რომლებიც მათ კლასში წამოადგინეს.  გაკვეთილის მსვლელობაში მოსწავლეების უმეტესობა აქტიურად იყო ჩართული, შეძლეს  წერილების აღქმა-გაანალიზება, სხვადასხვა ქვეყნის მწერლების მიერ ევროპული და ქართული ღირებულებების არგუმენტირებულად დასაბუთება.




გაკვეთილს მიზანი ინტერაქტიული მეთოდების გამოყენებით ეტაპობრივად განხორციელდა. მოსწავლეებმა იმუშავეს ინდივიდუალურად.
წაიკითხეს  რა ფოსტალიონის მიერ მოტანილი წერილებები, მათ საკითხის ირგვლივ გამოთქვეს საკუთარი მოსაზრება.

მოსწავლეებმა სხვადასხვა სააზროვნო უნარების (აღწერა, ანალიზი, მსჯელობა, შექმნა) პრაქტიკულად გამოყენების შემდეგ, თვალნათლივ დაინახეს რამდენად მნიშვნელოვანია  ინფორმაციის მრავალფეროვნება ქართულ -ევროპული ურთიერთობისას. 

Thursday, February 22, 2018

სამოდელო გაკვეთილი თემაზე წილადები. მე-6ა კლასი პედაგოგი ხათუნა ფრუიძე

22 თებერვალს მე-6ა კლასში  ხათუნა ფრუიძის მიერ ჩატარდა სამოდელო გაკვეთილი თემაზე: წილადები,  წილადების ჩაწერა ათწილადის სახით, წილადების საერთო მნიშვნელამდე მიყვანა, წილადების და შერეული რიცხვების შედარება, წილადების შეკრებადა გამოკლება. (შემაჯამებელი გაკვეთილი)




 გაკვეთილი ჩატარდა ინფორმაციული საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენებით. მოსწავლეებს განაწილებული ჰქონდათ დავალება და მათ უნდა შეექმნათ საპრეზენტაციო სლაიდ შოუ პოვერ -პოინტში. მათ სლაიდის სახით გაკეთებული  ჰქონოდათ შესაბამისი სქემები. ამით მოსწავლეებმა გამოიყენეს ცოდნა და მოახდინეს დემონსტრირება სექმების საშუალებით.


გაკვეთილის მსვლელობისასპედაგოგმა გამოიყენა ჯგუფური მუშაობა და წყვილებში მუშაობა, ასევე კითხვა-პასუხი. გაკვეთილი საინტერესო იყო მოსწავლეებისათვის, განხილული მასალა უფრო კარგად დასამახსოვრებელი და გასაგები იყო მათთვის.


პედაგოგს აქტივობები დაგეგმილი ჰქონდა გაკვეთილის მიზნიდან გამომდინარე,  გაკვეთილი წარმართული იყო ისე, რომ მთელი გაკვეთილის განმავლობაში მოსწავლე იყო მთავარი და მასწავლებელი დამხმარე პიროვნება. მოსწავლეებმა იმუშავეს დამოუკიდებლად ჯგუფებში და წყვილებში, მათ დავალება უნდა წარმოედგინათ პრეზენტაციის სახით.  ყველა მოსწავლე ჩართული იყო საგაკვეთილო პროცესში. საინტერესო იყო ცხრილზე მუშაობა, მოსწავლეებმა დავალება წყვილებში შეასრულეს ხოლო  პედაგოგმა გამოძახება მოახდინა შემთხვევით ამოღებულ ჩხირების საშუალებით, რომელზეც ეწერა მოსწავლის სახელი და გვარი.  



მოსწავლეთა დაინტერესება და მოტივაცია იყო მაღალი, ისინი ხალისით ჩაერთნენ საგაკვეთილო პროცესში, დაუზარებლად და დიდი მონდომებით შეასრულეს საშინაო დავალება, რომელიც მათთვის საინტერესო გამოდგა, რადგან ინფორმაციულ-ტექნოლოგიური საშუალებების დახმარებით დავალების შესრულება მათთვის სახალისო და საინტერესოა. ასეთი ტიპის დავალებები ხელს უწყობს მოსწავლეებში ჯგუფური მუშაობის უნარ-ჩვევების გაუმჯობესებას. წყვილებში მუშაობის, სლაიდშოუს შექმნის, პრეზენტაციის, რაოდენობრივი წიგნიერების განვითარებას, მსგავსი გაკვეთილები მოსწავლეებს აჩვევს აუდიტორიასთან ურთიერთობას თამამად აზრის გამოთქმას.



იხილეთ სრული ფოტომასალა